ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მთელი რიგი მუსიკალურ ფესტივალიც მოახლოვდა. მაკიაჟის მეშვეობით შეძლებთ იყოთ ისეთი გლამურული, როგორიც გსურთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შთამაგონებელ იდეას:
ელექტრიკული-მბზინვარე ლაინერი და ვარდისფერი ტუჩსაცხი.

სექსუალური წითელი-წითელი ტუჩსაცხი ხშირად ქალბატონის საუკეთესო მეგობარია. თუ კლასიკურ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას, წითელ ტუჩებს შავი ფერის ლაინერი და ნეიტრალური ელფერის ლოყები შეუხამეთ.

ტექსტურის თამაში-საფესტივალო მაკიაჟის არჩევისას წესები არ არსებობს. მეტალის დეტალები და მუქი ფერის ტუჩსაცხი ერთ-ერთი კარგი შეხამებაა.
ბნელი მხარე-ეს მაკიაჟი ინდი მუსიკის ფესტივალებს უხდება. გამოკვეთილ წამწამებსა და მუქ ტუჩსაცხს თეთრი ფერით გაღიავება უხდება.

დრამატული-ღვინისფერ ტუჩებს თვალებზე გამოკვეთილი ჩრდილების თამაშს უხამებენ და სახე დრამატულ იერს იძენს.

ვარდისფერი-ღია ვარდისფერი, ხანდახან კანის შეფერილობის მაკიაჟი განსხვავებული ისტორიაა. დანარჩენი სახეც ნეიტრალურ ტონალობაში დატოვეთ.

მთავარი ჩრდილი-თამამი ტუჩები და თვალის ჩრდილის სიზუსტე კარგ განწყობას ქმნის.

მომაჯადოვებელი სირინოზი-მოციმციმე ჩრდილები: ცისფერი, მწვანე თუ იისფერი გლამურულად ერწყმის ღია ტუჩებს.

ბწრყინვა-ღია იასამნისფერი ელფერი მაგიურ ხასიათს ქმნის.

გამჭვირვალე ნათება-ხორცისფერი ტუჩსაცხითა თვალების კუთხეების შევსებით დარწმუნდებით, რომ ყველგან "ანათებთ".






