ახალ ინტერვიუში ბექჰემმა შეუდარებელი კანის საიდუმლო გაამჟღავნა:
„ლოს-ანჯელესში ერთ არაჩვეულებრივ დერმატოლოგს შევხვდი. მე ძალიან პრობლემატური კანი მქონდა და მან მითხრა, რომ ყოველ დღე ორაგული მეჭამა. მე დავეჭვდი, მან კი გამიმეორა: „დიახ, ყოველ დღე, საუზმეზე, ლანჩსა თუ სადილზე, ყოველი დღის მანძილზე ერთხელ ორაგული უნდა მიირთვა.“
აღსანიშნავია, რომ ორაგული და მისი ოჯახის წარმომადგენელი თევზები უამრავ ვიტამინს შეიცავენ, განსაკუთრებით კი A და C ვიტამინებს. მეცნიერებაც აჩვენებს ჯანსაღი კანის თევზეულთან კავშირს. ისინი, ვინც თევზისა და ბოსტნეულის დიეტას იცავენ, აკნე ნაკლებად აწუხებთ. ორაგული კანს აქტიურად იცავს სწორედ აკნესგან.
თუ ვიქტორია ბექჰემის მსგავსი კანი გსურთ, მაშინ ექიმი ლანსერის რეცეპტი თქვენთვისაა: „მსუბუქად გამომცხვარი ორაგული“.