მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავური ჟურნალის ქართული გამოცემის პირველი ნომერი 2014 წლის 1 აგვისტოს გამოვიდა და ჟურნალ OK!-ს მრავალმილიონიან აუდიტორიას ბრიტანეთის, ამერიკის, ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის შემდეგ, ქართველი მკითხველიც შეურთდა.
ქართული OK! საქართველოში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ-კლასის ჟურნალია.
მოდა, პარფიუმერია, საოჯახო ტექნიკა, კულინარია, მოგზაურობა და ყველა ის ინდუსტრია, რაც თანამედროვე ადამიანის კომფორტულ ცხოვრებას უკავშირდება, ჟურნალ OK!-ს სავალდებულო სარეკლამო პლატფორმად მიიჩნევს, რადგან იციან, რომ მათი არსებული თუ პოტენციური კლიენტები OK!-ს მკითხველები არიან.
როგორც ჟურნალ OK!-ს საერთაშორისო დირექტორი ნაულე ტირი თვლის, „ქართული OK! ქართველ მკითხველს ახლოს გააცნობს ცნობილ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან და ამავე დროს ეს იქნება ფანტასტიური შესაძლებლობა საერთაშორისო და ლოკალური ბრენდების რეკლამირებისთვის, რადგან ჟურნალი OK! პირველია და, დარწმუნებული ვარ, პირველი იქნება საქართველოშიც.“
„ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკო წერეთელი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჟურნალ OK!-ს საქართველოში შემოყვანით სრულიად ახალ სტანდარტს ვამკვიდრებთ ქართულ მედიაში, კონკრეტულად კი ბეჭდვითი მედიის იმ სეგმენტში, რომელიც ცნობილ ადამიანებსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს ეძღვნება. ეს არის თემატიკა, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მკითხველის მხრიდან და ჩვენც შევეცდებით, რომ ქართული OK! ყველაზე პრეტენზიული მკითხველისა და რეკლამის შემკვეთის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდეს“.
ჟურნალ OK!-ს ოფიციალური ვებგვერდი www.okmagazine.ge 2015 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს.
გამომცემელი: გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი: ოლგა ბაბლუანი
აღმასრულებელი რედაქტორი: ნიკა გომართელი
რედაქცია: გვანცა სალაყაია, თამთა დალაქიშვილი, თაკო გვაზავა, ხატია შამუგია, ნინუცა მაისურაძე, მარიანა გოჩაშვილი, მახო ჯიღაურიშვილი
სტილი: ბაჩო კვირტია
კორექტურა: ნანა ქართველიშვილი
ფოტო: ირაკლი დოლიძე, Room Digital, ლუიზა ჩალათაშვილი
დიზაინი: მიხეილ მჭედლიშვილი, ანი ლოლაძე
მარკეტინგი და გაყიდვები: სესილი თიკარაძე, ლანა არავაძე, თეა ყიფიანი, ეშლი მალიანი, ანუკა ფოლადიშვილი, გეორგი გოგია, მაკო ბურდული
მაიკო წერეთელი: აღმასრულებელი დირექტორი
შპს „ინტელიჯენტ მედია“ OK!-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტი საქართველოში