„თუ მოწყენილი ხარ, ტუჩსაცხი წაისვი და შეტევაზე გადადი“-ამბობდა ლეგენდარული კოკო შანელი. ჩვენი სიის ვარსკვლავები მას სრულად ეთანხმებიან, რადგანაც სწორად შერჩეული ტუჩსაცხის ტონალობას მართლაც შეუძლია სახის მთლიანი შეცვლა და შინაგანი სიძლიერის გამოხატვა. რას ირჩევენ ვარსკვლავები?
კირა ნაიტლი CHANEL
Chanel ROUGE COCO SHINE
ტონალობის შერჩევისას კირა პასტელურ ფერებს ამჯობინებს: ხორცისფერს, გამჭვირვალეს ან ღია ვარდისფერი გამას. მთავარია მსახიობის ტუჩებს განსაკუთრებული მგრძნობელობა შეემატოს.
ბელა ჰადიდი DIOR
თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ სუპერმოდელს მაკიაჟში კაშკაშა აქცენტები არ უყვარს-მის ექსპრესიას ულტრასექსუალური ტანისამოსი ეხამება. პოდიუმის მიღმა ბელა ან საერთოდ უარს ამბობს მაკიაჟზე, ან ყავისფერ და ვარდისფერ გამას ამჯობინებს, რომელიც მის სახისა და თმის ფერს იდეალურად ერგება.
მონიკა ბელუჩი - DOLCE & GABBANA
Dolce & Gabbana INTENSE COLOUR GLOSS Honey 137
ბევრისთვის მონიკა ვნებიან იტალიელ ქალბატონთან ასოცირდება, რომელსაც კლასიკური წითელი ტუჩსაცხი უნდა ესვას. თუმცა, ბელუჩის სილამაზე იმდენად კოლორიტულია, რომ ზედმეტ სპეცეფექტებს აღარ მოითხოვს.
ჯენიფერ ლოპესი - L'OREAL PARIS
L'Oreal Paris INFAILLIBLE
ჯენიფერი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალის სახელით სარგებლობს. 47 წლის მომღერალი ელეგანტურობით თავს იწონებს. მისი მაკიაჟიც ქამელეონივით მუდამ იცვლება. ერთ-ერთი ფავორიტი კი მარჯნისფერი ტუჩებია გარუჯულ კანზე.
კარა დელევინი - YVES SAINT LAURENT
Yves Saint Laurent VERNIS À LÈVRES POP WATER
მიუხედავად კარა დელევინის „ბიჭური“ სტილისა, ის ხშირად ქალურობითაც გვაწონებს თავს: smoky eyes, ნათელი კანი და მბზინვარე წითელი ტუჩები-მისი სინაზის დამახასიათებელი ნიშნებია.
ჯიჯი ჰადიდი - MAYBELLINE
Maybelline COLOR SENSATIONAL VIVID MATTE
ჯიჯი ჰადიდს ბუნებრივად სავსე ტუჩები აქვს. ხალხში გამოჩენისას სუპერმოდელი ხშირად ირჩევს კაშკაშა ფერთა ტონალობებს. ბარხატისფერი გამა მისი ტუჩების ლამაზი ფორმის გამოკვეთას ახდენს და ვიზუალურად უფრო ზრდის მას.
პენელოპა კრუსი - LANCÔME
Lancôme L’Absolu Rouge
ტემპერამენტიან ესპანელს მაკიაჟში აქცენტის გაკეთება თვალებზე უყვარს. ტუჩებს კი თითქმის არ ეხება. თუმცა, საღამოს წვეულებებზე გამჭვირვალე ტუჩსაცხსა და ხორცისფერ პასტელურ გამას ანიჭებს უპირატესობას.
კიმ კარდაშიანი - NYX
ექსპერიმენტების მოყვარულ ვარსკვლავს ხშირად ვხედავთ სხვადასხვა იერით. თუმცა, ტუჩები ისევ ისე რჩება: ნათელი, კანზე გამოკვეთილი, ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი.