ზაფხული კარს მოგვადგა და საუკეთესო დროა ვარჯიშს მივმართოთ, რათა საზღვაო სეზონს მომზადებულად შევხვდეთ. სპორტით რეგულარული დაკავება უკვე წარმატებაა.
ბოლო დროს სპორტის უამრავი მიმართულება განვითარდა: იოგითა და პილატესით დაწყებული კროსფიტით დამთავრებული. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ბევრი ახალი ვარჯიში ძველ აერობიკას დიდად ვერ ჯაბნის. კარდიო, ძალის დატვირთვა, თუ სხვა დავალებები, რომლებიც 90-იანებში იყო ცნობილი, ნამდვილად ემსახურება სხეულის ჯანსაღი ფორმების შექმნას. სწორედ აერო მეთოდებს ამჯობინებს საკულტო მოდელი სინ კროუფორდიც.
წარმოგიდგენთ მის ვიდეოს: „იდეალური სხეული 10 წუთში." ცნობილ ტრენერთან ერთად შემუშავებული გეგმა დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
ამ 10 წუთიანი ვარჯიშის ეფექტურობა მის უბრალოებასა და უნივერსალურობაშია. არცერთ ვარჯიშს არ სჭირდება დამატებითი მოწყობილობები. ის ითვალიწინებს კუნთების მოკლე ვარჯიშს: ხელის, ფეხის, პრესისა და დუნდულების.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 15 წლის წინ შეიქმნა, ახლაც აქტუალურია. მათი შესრულება შესაძლებელია სახლშიც და სუფთა ჰაერზეც, სხვადახვა ძალითა და ინტენსიურობით.
სინდის შეხედულებით, სპორტით დაკავება სიამოვნებად უნდა იქცეს და არაა აუცილებელი მისთვის ბევრი დროის გამოყოფა. ამიტომაც, თუ არ გაქვთ დრო ან სპორ-დარბაზში სიარულის შესაძლებლობა, მიბაძეთ სინდის. 51 წლის ასაკში არაჩვეულებრივ ფორმაშია და ორი შვილის დედა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ყოველდღიური ვარჯიშის დამსახურებაა, რა თქმა უნდა ბალანსირებულ კვების რაციონთან ერთად. ის საერთოდ არ იღებს ფქვილის პროდუქტებს და ხანდახან სუპის დიეტას იცავს.