ინსტაგრამზე ახალი სილამაზის სტანდარტი გავრცელდა-წარბები, რომლებიც ბუმბულს ჰგავს. მისი გამეორება ადვილია: წარბების გელი ან ტუჩსაცხიც გამოდგება.
გრძელი და ბუნებრივი წარბები ბოლო წლების მთავარი ტრენდია. მას აქტიურად იყენებენ ცნობილი გოგონები: ლილი კოლინზი, კარა დელევინი, ნატალია ვოდიანოვა....
რამდენიმე დღის წინ, ფინელმა ვიზაჟისტმა ინსტაგრამზე ბუმბულის ფორმის წარბების ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის ახალი ტრენდია, ინტერნეტმა ის სერიოზულად მიიღო და უფრო და უფრო მეტმა ხალხმა აიტაცა სტელას შემოთავაზება.
ინსტაგრამის ახალი ტრენდის ეფექტი ადვილი მისაღწევია- მთვარია წარბები ფართო, ხოლო თმის ღერები გრძელი იყოს.
ახალი ტრენდი პოპულარული გახდება პოდიუმებსა და თემატურ წვეულებებზე. თუ ნათელ აქცენტს თვალზე დაიტანთ, ბუმბულის ფორმის წარბები მაკიაჟის ორიგინალური ვარიანტი იქნება.