თუ სპორტულ დარბაზში სიარული გეძნელებათ, აქტივობის შეცვლაზე დაფიქრდით. ექიმი სტივ ფოლკნერი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ცხელი აბაზანა ისეთივე სასარგებლოა, როგორც ყოველდღიური ვარჯიში. აღმოჩნდა, რომ ცხელი წყალი არამარტო სტრესის მომხსნელი, არამედ გასახდომიცაა.
ფოლკნერი დააკვირდა, როგორ იცვლება შაქრის ხარისხი სისხლში და რამდენი კალორია იხარჯება ბანაობისას. გამოკვლევაში 14-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 40 გრადუსი ტემპერატურის ცხელი აბაზანა მიიღეს და 1 საათის განმავლობაში ველოსიპედით იარეს.
მეცნიერებმა ამ ორ ქმედებაში დახარჯული ენერგიის მარაგი შეადარეს. ველოსიპედმა უფრო მეტი კალორია დაწვა, თუმცა ცხელმა წყალმა ნახევარ საათიან სწრაფ სიარულს აჯობა.
ფოლკნერი ასევე ამატებს, რომ პროცედურა იმუნიტეტს აუმჯობესებს, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე. წყალი ზედმეტად ცხელი არ უნდა იყოს, ხანგრძლივობამ კი 15 წუთს უნდა გადააჭარბოს.