ცნობილი ადამიანებიც ხშირად არიან ცუდ ხასიათზე: წარუმატებელი სცენარი, კონფლიქტები გადასაღებ მოედანზე ან თუნდაც არასასურველი კომენტარები ინტერნეტში-ვარსკვლავები ყოველთვის იდეალურად უნდა გამოიყურებოდნენ, ამიტომაც ხშირად დეპრესიაც სტანჯავთ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანის ხერხებს სტრესის წინააღმდეგ.
ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერი ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მისი წყობიდან გამოყვანა ნებისმიერ რამეს შეუძლია. კონტროლისა და სიმშვიდის დაბრუნებაში კი ბავშვებთან ურთიერთობა, ორსაათიანი ცეკვა და მოსადუნებელი აბაზანა ეხმარება.
როზი ჰანტიგტონ-უაიტლი
ორსულობის დროს ხასიათის ცვლილების გამოკეთებაში ხშირ შემთხვევაში მას არა ჯეისონ სტეტჰემი, არამედ თავისი ტაქსა ეხმარება. სუპერმოდელი გიჟდება თავის შინაურ ცხოველზე და ყველა მივლინებაში თან დაჰყავს. მისივე თქმით, ძაღლის სიახლოვის გარეშე დაძინებაც კი არ შეუძლია.
ბელა ჰადიდი
20 წლის მოდელი დარწმუნებულია, რომ დეპრესიას ერთადერთი გამოსავალი აქვს-ამერიკის ქალაქების აეროპორტები. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ის მაშინვე მიფრინავს ოკეანის სიახლოვეს. ბიკინი, კოქტეილები და სანაპიროს წვეულებები-ცუდი განწყობა მაშინვე ქრება.
სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი და მისი ცნობილი პერსონაჟი კერი ბრედშოუ ორი კარდინალურად განსხვავებული ტიპაჟები არიან, თუმცა ერთი კი ნამდვილად საერთო აქვთ: ლამაზი ფეხსაცმელების სიყვარული. მსახიობმა საკუთარი ფეხსაცმლის ხაზიც კი გამოუშვა და გამოტყდა, რომ სულიერ სიმშვიდეს მაშინ აღწევს, როცა ახალ ესკიზს ხატავს.
ქეით ჰადსონი
ყოველთვის ოპტიმისტური ქეითის შემხედვარე, რთულია მისი ცუდი ხასიათი წარმოიდგინო. მსახიობის დევიზია: ნებისმიერ გაურკვეველ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სპორტით დაკავდი. ხასიათის ამაღლებისთვის პილატესს მიმართავს. ამასთან, საიდუმლო ნიჭიც აქვს: სიმღერა, რომელიც მას მხოლოდ დადებით ემოციებს სძენს.
რიზ უიზერსპუნი
მსახიობი ახალ პროექტებში გადაღებას, საქველმოქმედო საქმიანობასა და სამი შვილის გაზრდას წარმატებულად ახერხებს. ამასთან, წიგნების დიდი მოყვარულიცაა და თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე ხელში წიგნს იმარჯვებს. რთული დღეების გადატანაში სწორედ კითხვა ეხმარება: „ვგიჟდები კითხვაზე-ეს რეალური შესაძლებლობაა პრობლემებს ცოტა ხნით მოწყდე“.