იმას, თუ როგორ ატარებთ თქვენს დილას, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გარეგნობაზე. როდის გაიღვიძეთ? რა მიირთვით საუზმეზე? რა ქმედებები განახორციელეთ? ეს ყველაფერი თქვენი დღის წარმართვაზე მეტყველებს.
მოდით ვნახოთ რა ხდება პლანეტის სექსუალური ქალბატონების ცხოვრებაში მაღვიძარას დარეკვის შემდეგ...
06:00-11:00
მერლინ მონრო
ერთ-ერთ ინტერვიუში მონრო გამოტყდა: „ბევრი ამბობს, რომ ჭამაში უცნაური ჩვევები მაქვს, მაგრამ მე ასე არ მგონია. სანამ დილის გამამხნევებელ შხაპს მივიღებ, რძეს ვათბობ, მასში 2 უმ კვერცხს ვტეხავ, ვურევ და ვსვამ. შემდეგ ვიტამინებს ვაყოლებ. მეეჭვება გოგონასთვის, რომელიც ბევრს მუშაობს, ამაზე სასარგებლო საუზმე არსებობდეს.“
ალესანდრა ამბროსიო
ლონდონი, პარიზი, ლოს-ანჯელესი თუ მშობლიური ბრაზილია-მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში იღვიძებს, სუპერმოდელის რიტუალები უცვლელია. „ვცდილობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ზუსტად დილას მივიღო-ამბობს ალესანდრა. გამოფხიზლების შემდეგ იოგითა და პილატესით ვკავდები. ვარჯიში ჩემი ცხოვრების ნაწილია.“ პოდიუმის ვარსკვლავის იდეალური საუზმეა ავოკადო კვერცხითა და ქოქოსის ზეთით. და რა თქმა უნდა ყავა დიდი ჭიქით!
როზი ჰანტიგტონ-უაიტლი
როგორ შეიცვალა ბრიტანელის რაციონი ორსულობისას, ჯერ უცნობია. მანამდე კი როზიმაც გაგვიმხილა თავისი დილის საიდუმლო: პირველ რიგში 15 წუთიანი გასეირნება ძაღლთან ერთად, დაბრუნებისას დიეტური საუზმე, შემდეკ ვარჯიში საბალეტო ელემენტებით. მოდელი მწვანე სმუზს სვამს, წერილებს პასუხობს და მსუბუქ მაკიაჟს იკეთებს. მისი სისუსტე კი ყავაა. „სანამ ცხელი ყავის ერთ ჭიქას არ დავლევ, მე სავსებით უსარგებლო ვარ!“
ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერის დილა 2 ძირითადი რამისგან შედგება: ბავშვები და ფიტნესი. ტყუპები საუზმის თხოვნით მას 6:15-ზე აყენებენ. დედის როლს სიყვარულით ასრულებს და შემდეგ ყოველდღიური ერთ საათიანი ვარჯიშების შესრულებას იწყებს. მისი სხეულიდან გამომდინარე დილის ფიტნესი ნამდვილად მოქმედებს!
კარლი კლოსი
„ვგიჟდები დღის პირველ ნახევარში ვარჯიშზე. სახლში ყველაზე ადრე ვიღვიძებ, ყავას ვსვამ და დარბაზში მივდივარ. ვარჯიშმა სულ რომ 20 წუთი დაიკავოს, ის მაინც მთელი დღის ენერგიას მაძლევს. რაც შეეხება საუზმეს, ჩემი საყვარელი ვარიანტია ომლეტი ისპანახით, ავოკადო და კიტრი. შემდეგ კი სახლიდან გავრბივარ“
მირანდა ქერი
„ჩემი დილა შვილთან ჩახუტებით და მედიტაციით იწყება. ის მე პოზიტიური ენერგიით მავსებს. შემდეგ 20 წუთს ვარჯიშს, კერძოდ კი იოგასა და პილატეს ვუთმობ.“ მოდელს საფირმო სმუზი აქვს: ქოქოსის, ნუშის კენკრისა და კაკაოს შემცველობით.
კარა დელევინი
რამდენიმე წელია კარა დილას ფსიქოლოგიური რიტუალით იწყებს: გაღვიძების შემდეგ ის 3 გვერდამდე ტექსტს წერს ყველაფერზე, რაც თავში მოსდის: „რთულია, მაგრამ საინტერესო იდეები სწორედ დილის გონებაში მოდის.“
ოდრი ჰეპბერნი
ცნობილია, რომ ოდრი საუზმეს არასოდეს ტოვებდა. მისი კლასიკური ვარიანტია: 2 კვერცხი და 1 ნაჭერი ტოსტი. იდეალური ფიგურისთვის კი თვეში ერთხელ დეტოქსიკაციას იტარებდა.
ჯენიფერ ენისტონი
ამერიკელი მსახიობი თავს იწონებს გასაოცარი გარეგნობით. მისი ერთ-ერთი საიდუმლო ადრე ადგომაა. მსახიობი 4:30-ზე დგება. მისი დილის რიტუალი მოიცავს ერთ ჭიქა თბილ წყალს ლიმნით, შხაპსა და 20 წუთიან მედიტაციას. ენისტონის საყვარელი საუზმე პროტეინის კოქტეილია, შემდეგ კი პირად ტრენერთან ვარჯიშობს 40 წუთი იოგასა და სპორტულ აქტივობებს უთმობს.
კიმ კარდაშიანი
კიმი დილის 6 საათზე დგება, მათ შორის არდადეგებზეც. შემდეგ საშინაო ფიტნეს ცენტრში ერთი საათი ვარჯიშობს, ხანდახან კეინისთან ერთად. დილის 8 საათზე საუზმობს, ძირითადად კვერცხით, შვრიის ფანტელებითა და ხილის კოქტეილით. 9 საათზე შხაპს უთმობს. თუ იმ დილას მის სახლში შოუს გადაღებებია დაგეგმილი, მაშინ კიმი მაკიაჟს იკეთებს, რომელსაც 90 წუთი მიაქვს. თუ შეხვედრაზე მიდის, მაშინ 15 წუთს უნდება.