2016 წლის ბოლოს კორტნი კარდაშიანი შესამჩნევად გახდა და მას შემდეგ ინარჩუნებს წონას. ვარსკვლავმა 10 კილო მოიკლო. როგორ გამოუვიდა? მან უარი თქვა რძის პროდუქტებზე, რაციონიდან მთლიანად ამოიღო ტკბილეული, თეთრი ბრინჯი და ხორბლის პური. ინსტაგრამზე თავის მიმდევრებს ასევე გაუმხილა, რომ ფორმაში ჩადგომა გასახდომი ჩაის წყალობითაც შეძლო.
დიეტოლოგის კომენტარი: მოზრდილი ადამიანის ორგანიზმს არც გენეტიკურად და არც ევოლუციურად არ შეუძლია დიდი რაოდენობის რძის პროდუქტების მონელება. ასაკთან ერთად, ცილების მომნელებელი ფერმენტების სინთეზი მცირდება. რის გამოც 21 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ცხიმოვანი უჯრედების გაფართოვებას და წონის მატებას უწყობს ხელს. სწორედ ამის გამო უჩნდებათ ქალების უმრავლესობას ცელულიტი.
რაც შეეხება გასახდომ ჩაის, ის შარმდენთა კატეგორიას მიეკუთვნება და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. თუმცა მას უარყოფითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს, შესაძლოა თირკმლის დატვირთვა მოახდინოს.