მცირე რაოდენობით საფუარა სოკოები ვაგინაში მუდმივად ცხოვრობენ, მაგრამ მათი რაოდენობის ზრდა არასასურველია, რადგანაც ეს ვაგინალური სოკოვანი ინფექციის ჩამოყალიბებას ნიშნავს. შემთხვევათა უმრავლესობაში სოკო, რომელიც ინფექციას იწვევს კანდიდა ალბიკანსია. ოთხიდან სამ ქალს სოკოვანი ინფექცია ერთხელ მაინც ჰქონია ცხოვრებაში, ის არასასიამოვნოა, თუმცა, საბედნიეროდ, მისი მკურნალობა მარტივია.
ჯანმრთელ ვაგინაში მცირე რაოდენობით საფუარა სოკო და ბევრი ბაქტერია, მათ შორის არის ბაქტერია ლაქტობაცილა აციდოფილუსი, რომლის ფუნქცია, სხვა ორგანიზმების, მათ შორის სოკოების, კონტროლი და მიკროორგანიზმების ბალანსის დაცვაა. როდესაც ეს წესრიგი ირღვევა, სოკოების რაოდენობა იმატებს და ყალიბდება ვაგინალური ინფექცია.
ვაგინაში მიკრო ორგანიზმების ბალანსის დარღვევას ზოგჯერ იწვევს ანტიბიოტიკების მიღება, მისი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ფეხმძიმობის ან ჰორმონალური თერაპიის დროს ესტროგენის მომატებული მაჩვენებელი. ხშირია სოკოვანი ინფექცია აივ ინფიცირებულ და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
როგორია სოკოვანი დაავადების სიმპტომები?
სოკოვანი ინფექცია იწვევს ქავილს და ტკივილს. ზოგჯერ ქალს აქვს სქელი, თეთრი, უსუნო გამონადენი, რომელიც ხაჭოს მსგავსი შეხედულებისაა. ინფექციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და წვა მოშარდვისა და სექსის დროს. ჩამოთვლილი სიმპტომები, ძირითადად მენსტრუაციიდან 1 კვირით ადრე ჩნდება.