ბრენდი გაზაფხულზე ახალ სუნამოს Mon Guerlain-ს უშვებს. ფრანგულმა კომპანიამ თავის სახედ ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი აირჩია. მსახიობის მონაწილეობით ექსკლუზიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ანჯელინა ახალ არომატს არეკლამებს.
გადაღებები პროვანსში მიმდინარეობდა, სადაც სუნამოსათვის შესაფერის ინგრედიენტებს აგროვებენ. მოკლე ფილმი ტერენს მალიკის, ანჯელინა ჯოლისა და მოდის სახლის Guerlain-ის საერთო ნამუშევარია. სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია ძლიერი ქალის ისტორია, რომელსაც ცხოვრების ყოველი წუთით შეუძლია ტკბობა.
სუნამო ვანილის, ლავანდის, ჟასმინისა და თეთრი ყვავილების არომატს შეიცავს. საბოლოო ჯამში ქალური და ძლიერი კომპოზიცია ელეგანტური და ჰარმონიულია.