ვიქტორია სეკრეტის მოდელების ფორმებიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო რომ ისინი ჰაერით იკვებებიან და დარბაზებში ათენებენ. ლამაზმანები მართლაც სპეციალურ რეჟიმს მისდევენ და ზედმეტის უფლებას თავს ვერ აძლევენ. მაგრამ მათაც გააჩნიათ გარკვეული ადამიანური სისუსტეები.
კენდალ ჯენერი
კარდაშიანების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც მოდელის ფორმები აქვს კენდალ ჯენერია. გოგონას მცენარეული სასმელების სიყვარული შველის. კენდალი დღეში 10-მდე ლიმნიან ჩაის სვამს. მისი რაციონი ცილის პროდუქტებისგან, ხილისგან და ბოსტნეულისგან შედგება. დესერტად კი ვაშლს მიირთმევს, რაც იშვიათად იცვლება ბურგერებით. მოდელი არც სწრაფი კვების სიყვარულს მალავს და ხშირად აზიარებს მას Snapchat-ის გვერდზე.
ალესანდრა ამბროსიო
ბრაზილიელი გოგონას გასაოცარი ფიგურა ვერც დედობამ დააზიანა. ამასთან, მოდელი ამტკიცებს, რომ მკაცრ დიეტას არავითარ შემთხვევაში არ იცავს. ალესანდრას იაპონური სამზარეულო უყვარს, თხილსაც ხშირად მიირთმევს და ვახშამზეც არ ამბობს უარს. გოგონა გამოტყდა, რომ თუ რაიმე არაჯანსაღი სურს, უარს არ ამბობს სიამოვნებაზე. განსაკუთრებულ სიმკაცრეს ის ნერვული სისტემის მიმართ იჩენს.
ადრიანა ლიმა
ადრიანა ბრენდში 1999 წლიდან მოღვაწეობს. მას ესმის, რომ ეს საქმე სიზარმაცეს ვერ იტანს. ბრაზილიელის კვება დაკვირვებითაა შერჩეული: ყოველდღიური რაციონი თევზისგან ან ქათმისგან შედგება, ბოსტნეულის გარნირით, ასევე მარცვეულისგან დამზადებული ფაფებით. შესვენებებზე სტაფილოსა და კიტრს ამჯობინებს, ნახშირწყლების მაგივრად თაფლს ან შოკოლადის ფილას, ძილის წინ ხილის ან ბოსტნეულის სალათას. ამ ყველაფერს კი მკაცრ ვარჯიშს უმატებს, განსაკუთრებით ბოქსით დატვირთვა უყვარს. ამგვარი რეჟიმის დაცვა ადვილი არაა, მაგრამ წესებიც იმიტომ არსებობს, რომ დაარღვიო, არც ადრიანაა გამონაკლისი, მისი სისუსტე დესერტებია, მაგრამ მათაც იშვიათად თანხმდება.
ჯოან სმოლსი
ჯოან სმოლსის ტანის საიდუმლო ორგანიზებულ კვებაშია. მოდელი დღის განმავლობაში პორციის რაოდენობასა და კვებას შორის ინტერვალებს აკონტროლებს. ჯოანი 4 საათში ერთხელ, შემცირებული პორციის კვებას ცდილობს. ის აღიარებს, რომ ბოსტნეულს ვერ იტანს, თუმცა პუერტორიკული სამზარეულოს დიდი გულშემატკივარია.