ცხიმის დაწვა გახდომის პროცესის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია და ალბათ სწორედ ამიტომ მის შესახებ უამრავი მითი თუ სტერეოტიპი არსებობს, რომელთა დაჯერება და გათვალისწინებაც დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ.
მითი 1: ცხიმის წვა მხოლოდ 30-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ იწყება
ცხიმის წვის პროცესი ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ხდება და გახდომის მთავარი საშუალება იმაზე მეტი ცხიმის დაწვაა,ვიდრე ვიღებთ მას. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მხოლოდ 15 წუთის მანძილზე ივარჯიშებთ და მსუყე ვახშამს გაექცევით, შედეგი აუცილებლად არ დააყოვნებს.
მითი 2:ძლიერი ვარჯიში ცხიმს კუნთად აქცევს
ძლიერი ვარჯიშის დროს კუნთი ყალიბება - ეს მართალია, თუმცა ცხიმით კუნთი ვერ ფორმირდება. ამასთანავე,რაც უფრო დიდია კუნთოვანი მასა, ორგანიზმს მით მეტი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, მეტ ცხიმსაც წვამს.
მითი 3.ცხიმის წვა ყველაზე აქტიური დილით არის
ლოგიკურია თუ დილით საუზმემდე დაკავდებით ფიზიკური აქტივობებით, ორგანიზმი სათდარიგო ენერგიას გამოიყენებს. სწორედ ამიტომ სათარიგო გლიუკოგენები იდელაურად იწვის, თუმცა აქ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტიც - ერთი კილოგრამი ცხიმის დასაწვამად საჭიროა 7000 კალორიის დეფიციტის შექმნა.ამიტომ თუ ვარჯიშის შემდეგ საკუთარი თავის სწრაფი კვების ობიექტით განებივრებას აპირებთ, მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევთ.