კომპანია „ჰისპანია“ ესპანეთში წარმოებულ თავის მოვლის, კოსმეტიკური, საყოფაცხოვრებო და საწმენდი საშუალებების საქართველოში იმპორტს ახორციელებს. იგი დაარსების დღიდან მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, „ჰისპანია“ თავის ერთგულ კლიენტებს მუდმივად ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით. OK! პირადად გაესაუბრა „ჰისპანიას“ მფლობელ თეა ბობოხიძეს.
გვიამბეთ „ჰისპანიას“ შექმნის ისტორია.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ვარ ემიგრანტი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ესპანეთში. დაოჯახების შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე − კარლოს ბერენგუერი, რომელიც ამ პერიოდში იყო ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის გაყიდვების მენეჯერი, ხშირად ჩამოვდიოდით საქართველოში და შევამჩნიეთ, რომ ქართულ ბაზარზე ის ესპანური პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმარდით ყოველდღიურად ოჯახში − როგორც ჰიგიენური, ისე საყოფაცხოვრებო ნაწარმი, აქ ზედმეტად ძვირი იყო. ამის გამო, გაგვიჩნდა სურვილი ისინი თავად შემოგვეტანა და მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის რეალურ ფასად. ჩემი მეუღლის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა, რომ სურვილი რეალობად გვექცია. პირველი მოლაპარაკება შედგა ისეთ უდიდეს ფირმასთან, როგორიცაა „ქუიმი რომარი“, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი პროდუქცია 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და შესაბამისად, წამყვანი როლიც მიუძღვის გაყიდვების სფეროში.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს „ჰისპანია“ მომხმარებლებს?
ჩვენ ვთავაზობთ ესპანურ პროდუქტებს ისეთივე ფასად, როგორც ევროპაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული პროდუქცია არ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას რაიმე სახის ზიანს. როგორც უკვე აღვნიშნე, „ჰისპანიაში“ შესაძლებელია როგორც ჰიგიენური, ისე საყოფაცხოვრებო ნაწარმის შეძენა. ჩვენს კომპანიაში წარმოდგენილი ბრენდი „ამალფი“ ბაზარზე გამოირჩევა თავისი მოცულობითა და ფასით. მოსახლეობის ხშირი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ისეთ ბრენდებთან გვეთანამშრომლა, რომლებიც უსულფატო და პარაბენების გარეშე იქნებოდა, ამიტომ ისევ და ისევ ჩემი მეუღლის დამსახურებით შედგა მოლაპარაკება უდიდეს ფირმასთან, რომელსაც აქვს 60 წელზე მეტი ხნის გამოცდილება და კვლევა პროფესიული სილამაზის სალონის სექტორში. „ალეს“ პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივ ექსტრაქტებზე, რომლებიც თმისთვის მეტად საჭიროა. იგი შექმნილია მალაბარის, აკაის, ბროწეულის, არგანის, ბამბუკის, ლიმას და ალოეს ექსტრაქტებზე. „ჰისპანია“ მომხმარებლებს ჰპირდება ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა: თმის ცვენა, ცხიმიანობა, დამწვარი და დაზიანებული თმა, ქერტლი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ალეს“ თმის მოვლის ხაზი არ შეიცავს პარაბენებს. ჩვენ აგრეთვე მომხმარებელს ვთავაზობთ კერატინით დასწორებას სახლის პირობებში, ბუნებრივი პროდუქტით, რომელიც არ აზიანებს თმის სტრუქტურას. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც ევროპის ბაზარზეა წამოდგენილი.
სად შეუძლიათ მომხმარებლებს „ჰისპანიაში“ წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა?
მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ჩვენს Facebook − https://www.facebook.com/HispaniaGeorgia და ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.hispania.ge, სადაც გავუწევთ კონსულტაციას და შევარჩევინებთ მათი თმისთვის შესაფერის პროდუქციას. „ჰისპანია“ ასევე წარმოდგენილია „ემ ფასმას“ აფთიაქებსა და სხვადასხვა ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში. „ჰისპანია“ არის „ქუიმი რომარის“, „ალეას“, „დაენისა“ და „ლა კასა დე არომას“ ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში.