LACOSTE მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ სპორტულ სამოსს და ტანსაცმლის ხაზს, არამედ სხვადასხვა აქსესუარს, ფეხსაცმელს, და რა თქმა უნდა, სუნამოებს.
ბრენდმა ისტორია პარფიუმერიაში 1968 წელს გამოშვებული სუნამო Eau de Sport-ით დაიწყო. LACOSTE-მ წლების განმავლობაში უამრავი არომატი შემოგვთავაზა − როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ LACOSTE-მ თბილისში ახალი არომატის პრეზენტაცია გააკეთა. ღონისძიება მკაცრი რეგულაციებით ჩატარდა. სტუმრების ხუთკაციანი ჯგუფებისთვის თითო საათი იყო გამოყოფილი და ღია სივრცეში მოხდა სუნამოს წარდგენა.
მამაკაცის ახალი არომატი Match Point მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. ელეგანტურობა, სამართლიანი თამაში და მტკიცე ხასიათი − ეს არის LACOSTE-ს მამაკაცის საიდუმლო და რაც მთავარია, დახვეწილი სტილი. შეუპოვრობა და სითამამე წარმოადგენს მისი წარმატებისა და ქარიზმის მთავარ გასაღებს, ამ მამაკაცის გამორჩეული და მაცდური ძალის წყაროს. არომატი შექმნილია დახელოვნებული პარფიუმერის, Sophie Labbe-ის მიერ.
ეს სუნამო აგებულია 2 მთავარ ნოტზე: მწვანე ნოტები − რეჰანის მომაჯადოებელი მწვანე ენერგია და მწარე ჯენტინის ტალღები. შავი ნოტები – ვეტივერისა და კაშმირანის ინტენსიური, ხისტი ვიბრაცია. სწორედ ეს ნოტები ქმნის ძლიერ, მტკიცე მასკულინურ არომატს, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს − ნიანგს.
Match Point სუნამო: როდესაც ემოცია გიბიძგებს მოქმედებისკენ. ისუნთქეთ Lacoste-ს ახალი მამაკაცური სურნელით, ორი კონტრასტული აკორდის ფეთქებადი შერწყმით, და ითამაშეთ თქვენი რაუნდი!
Match Point-ის არომატი წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ და 100 მლ-იან ფლაკონებში.