თბილისის ბალნეოლოგიური სპა-კურორტი მუდმივად განახლებულ პროცედურებს გვთავაზობს. ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა თავის განებივრება გოგირდის თბილი წყლითა და საუკეთესო მასაჟებით. რა თქმა უნდა, მოსასვენებელი სივრცეები და სასარგებლო პროცედურები, განწყობის გარდა, ჩვენს ჯანმრთელობასაც ეხმარება.
ფუზის მასაჟი
უნიკალური, ახალი პროცედურა ბალნეოლოგიურ სპა-კურორტზე – ფუზისა და ყურძნის სკრაბის მასაჟი.
ყურძნის წიპწის ფუზი პროდუქტია, რომელიც მიიღება ზეთის პირველადი ცივი გაწურვის მეთოდით დამუშავებისას. ყურძნის წიპწის ნაწილები – თესლის გარსი და მარცვალი ზეთის გაწურვის მომენტში ხვდება ჭურჭელში ყურძნის ზეთთან ერთად. ზეთის ფილტრაციის შემდეგ, წიპწის მარცვლის დანალექი ნარჩენები გროვდება ფილტრიდან და ქმნის ფუზს.
საკუთარი მახასიათებლებით, ფუზი ზეთია, რომელიც შედგება ყურძნის თესლის ზეთის მცირე ზომის ნაწილაკებისგან, ძირითადად ყურძნის წიპწის მარცვლებისგან. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყურძნის ფუზი გახლავთ იდეალური საშუალება კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის. ფუზი შეიცავს სულ მცირე 6% ყურძნის პოლიფენოლს, რომელიც დაწნეხვის მომენტში არ უერთდება ზეთოვან მასას.
ყურძნის წიპწის სკრაბი პროდუქტია, რომელიც მიიღება ზეთის პირველადი ცივი გაწურვის მეთოდით (5% ყურძნის ზეთის მასიდან). ყურძნის წიპწის ნაწილები (თესლის გარსი და მარცვალი) ზეთის გაწურვის მომენტში ხვდება ჭურჭელში ყურძნის ზეთთან ერთად. ზეთის წიპწის ნაწილებისგან გათავისუფლების დროს, სწორედ თესლის გარსი ილექება და გროვდება ჭურჭლის ძირზე.
თავისი მახასიათებლებით, ყურძნის სკრაბი ზეთია, რომელიც შეიცავს ძირითადად ყურძნის წიპწის თესლის გარსისგან წარმოქმნილ კოპტონის მსხვილ ნაწილაკებს. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყურძნის სკრაბი გახლავთ იდეალური საშუალება კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის. უმცირეს ნაწილაკებს აქვს ყურძნის თესლის ფხვნილისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანთვისება და გამოიყენება სკრაბის სახით. ამასთანავე, ყურძნის ზეთი ამდიდრებს კანს ვიტამინებითა და მიკრონაწილაკებით. სკრაბი შეიცავს სულ მცირე 7% ყურძნის ტანინს.
ფაქტობრივად, აღნიშნულ ორ პროდუქტს აქვს ყურძნის წიპწის ზეთის და ყურძნის წიპწის ფხვნილისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო ნიშანთვისება.
საკუთარი მახასიათებლებით, ფუზი წიპწის ზეთისა და ყურძნის წიპწის მარცვლების მცირე ზომის ნაწილაკების ნაერთია, რომელიც ორმაგად ეფექტიანად მოქმედებს კანის სტრუქტურასა და მის გაჯანსაღების პროცესზე.
სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ყურძნის ფუზი გახლავთ იდეალური საშუალება კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის.
ფუზში არსებული წიპწის მცირე ნაწილაკები ფლობს ყურძნის ყველა დადებით თვისებას და მოქმედებს, როგორც კოსმეტიკური სკრაბი; ამდიდრებს კანს ვიტამინებით, მინერალებითა და მიკრონაწილაკებით; ყურძნის წიპწის ფუზის გამოყენებისას იზრდება კანის მოვლისას გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებების ანტიოქსიდანტური პოტენციალი.
ყურძნის წიპწის ზეთისა და ფუზის უნიკალურობა მის შემადგენლობაშია: შეიცავს ომეგა 6-ს და ვიტამინ E-ს. გამოირჩევა კანის რეგენერაციისა და მკვებავი თვისებებით, წარმოადგენს დაბერების საწინააღმდეგო დამარბილებელ ზეთს, რომელიც კანს ნაზსა და ელასტიკურს ხდის; ნატურალური პროდუქტია, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს დამატენიანებლის ფუნქციას და მცენარეული წარმოშობის ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.
კლეოპატრას რძის აბაზანა
ბუნების მზრუნველობით შექმნილი სილამაზის საიდუმლო – კლეოპატრას რძის აბაზანები, უკვე თბილისის ბალნეოლოგიურ SPA-კურორტზე .
ლეგენდარული რძის აბაზანის ისტორია საუკუნეებს ითვლის. კლეოპატრას საყვარელმა პროცედურამ, რომელიც მისი შეუდარებელი გარეგნობის საიდუმლო იყო, უდიდესი ადგილი დაიკავა თანამედროვეობაშიც და სილამაზის ბუნებრივ წყაროდაც იქცა.
აბაზანის უნიკალური კომპონენტები იდეალურად აახალგაზრდავებს, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით ავსებს სხეულისა და სახის კანს.
ასევე, რძის აბაზანები ამსუბუქებს მრავალი დერმატოლოგიური დაავადების სიმპტომებს და მისი ნეიტრალური ცხიმები საგრძნობლად აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. რძის აბაზანები ორგანიზმს კვებავს E ვიტამინითა და მცენარეული ექსტრაქტებით.
თაფლისა და რძის კომბინაცია, მათი უნიკალური თვისებები იდეალურია კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებისთვის. რძეში შემავალი ორგანული მჟავები ღმად წმენდს კანს და ათავისუფლებს მას მკვდარი უჯრედებისგან, თაფლი კი ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაშიც მრავალრიცხოვანი ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები შედან. თაფლისა და რძის კომბინაცია განაახლებს კანის სტრუქტურას, ფერს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შესაბამისად, ასეთი კომბინაციით ბუნებრივი პროდუქტები ორმაგად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, იგი ხდება გლუვი და ელასტიკური.
აღსანიშნია ისიც, რომ კლეოპატრას რძის აბაზანები ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
არომათერაპია
არომათერაპია უძველესი მეცნიერებაა და დაკავშირებულია ესთეტიკასთან და მედიცინასთან. პროცედურა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება რელაქსაციის, სულისა და სხეულის ჰარმონიულობის შენარჩუნებისთვის. სხვადასხვა არომების ენერგია პროცედურის დროს გამოიყენება, როგორც სიმშვიდის, სილამაზისა და ასევე, ყველა სხვა თვისებათა ჰარმონიზაციისათვის. ძველ ცივილიზაციებში სურნელის არომატს იყენებდნენ სხეულის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის მინერალებით შესავსებად, გონების მოსადუნებლად, სილამაზისა და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. პროცედურის დროს გამოიყენება ვარდის, ევკალიპტის, ლავანდის, როზმარინისა და სხვა არომატული ზეთები.
მეცნიერულად დადასტურებულია სხვადასხვა არომატის გავლენა ორგანიზმზე სამედიცინო მიმართულებითაც. არომატებს შეუძლია არტერიული წნევის შემცირება, დაძაბულობისა და სტრესის მოხსნა. სურნელი ზემოქმედებს ტვინის ჰემისფეროებზე. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ არომათერაპიის როლი ფსიქოლოგიურ მართვაზეც ძალიან დიდია.
არომათერაპიული მასაჟი იდეალურია სხეულის მოსადუნებლად, რელაქსისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იდეალურია კუნთების ტონუსისთვის, სხეულისა და გონების დასამშვიდებლად და ბიოენერგეტიკული ბალანსის განახლება-შენარჩუნებისთვის.