1905 წელს იტალიელი ფარმაცევტების − ჩიკარელების ოჯახში იმ დროისთვის განსაკუთრებული პროდუქტის წარმოების ინოვაცია დაიბადა. PASTA DEL CAPITANO-მ მაშინვე მოიპოვა პრესტიჟული ბრენდის სტატუსი, როგორც პირველმა პროდუქტმა კბილებისთვის, პასტისა და არა ფხვნილის სახით. სხვადასხვა რჩეული შემადგენლობით და ფარმაცევტული მკაცრი კონტროლით შექმნილმა პროდუქტმა, საუკუნის შემდეგაც ისტორიული ხაზის გაგრძელება შეძლო და პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტების სრულყოფილი სერიის წარდგენით, წელს ქართულ ბაზარზეც ახალი სიტყვა თქვა.
კომპანია „ლიბო გრუპი“ ის ხიდი აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას სრულიად განსხვავებულ პროდუქციასთან, „პასტა დელ კაპიტანოს“ ბრენდის უნიკალურ იდენტობასთან, იტალიურ სულისკვეთებასთან დაკავშირების საშუალება მისცა. ინოვაცია, ხარისხი და კვლევა − „პასტა დელ კაპიტანოს“ ღირებულებების მიღმა საინტერესო წარსული, წლების გამოცდილებაზე დამყარებული წარმატებული აწმყო და მომავლის მიზნად უწყვეტი განვითარება დგას. უფრო მეტს ბრენდის შესახებ OK!-ის მკითხველს „ლიბო გრუპის“ მარკეტინგის მენეჯერი, ეკა მაღლაფერიძე უამბობს.
„ჩვენი ოჯახიდან თქვენს ოჯახში“ − ასეთია ბრენდის სამახსოვრო სლოგანი. რა ფასეულობები დგას „პასტა დელ კაპიტანოს“ მიღმა, რის გამო მან თითოეულ ოჯახამდე მისვლა შეძლო, საუკუნეს გაუძლო და არასდროს შეუწყვიტავს განვითარება?
1905 წელს იტალიელ ფარმაცევტ კლემენტე ჩიკარელის (ფარმაკოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და სამეფო არმიის კაპიტანი) მიერ შექმნილი PASTA DEL CAPITANO − კბილის პირველი პასტაა იტალიაში, რომელიც რეკომენდებულია იტალიელ სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ და დღესაც ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული იტალიური კბილის პასტის სტატუსს, წარმოადგენს იტალიელთა ღიმილის ისტორიას 1905 წლიდან.
საოჯახო კომპანია, მისი ერთგული და საიმედო მომხმარებლების წყალობით, დღესაც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მსგავსი წარმატების მიზეზი, ვფიქრობ, მისი უნიკალური უნარია, იყოს ყველა დროის ინოვატორი.
პროდუქციის შემადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა, რითაც ბრენდი პოზიციონირებს და წლებია, არც ერთი წამით არ დაუკარგავს მომხმარებელთა ნდობა. ხაზი შეიცავს Sulfetal ZN ®-ს, დაპატენტებულ და ექსკლუზიურ მოლეკულას, რომელიც დაფუძნებულია თუთიაზე. აღნიშნული ინოვაციური გადაწყვეტის შედეგად, ბრენდმა უარი თქვა ნატრიუმის ლაურილ სულფატზე, ტრიკლოზანზე, პარაბენებსა და სხვა კონსერვანტებზე.
ხარისხის ინოვაცია გამოიხატება პროდუქტის შიგთავსში და არა მხოლოდ მის ფორმატში, თუმცა „პასტა დელ კაპიტანოსთვის“ ფორმატიც ძალიან დიდი უპირატესობაა.
მართლაც, აუცილებლად აღსანიშნავია პროდუქციის წარდგენის განსაკუთრებული ფორმატი. როგორია ისტორია შთამბეჭდავი დიზაინის მიღმა?
ჩიკარელების ოჯახისთვის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ხარისხზე ზრუნვა 1821 წლიდან, პირველი აფთიაქის გახსნიდან. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო იტალიელი მომხმარებლებისთვისაც და მათ დასარწმუნებლად, რომ პროდუქტი ნამდვილად ჩიკარელების ოჯახის წევრი ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ იყო წარმოებული, გადაწყდა შეფუთვაზე დატანებულიყო დამფუძნებლის სახე, და ეს დღემდე არსებული ლოგოა. სხვათა შორის, ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც კომპანიის მფლობელი გახლდათ, პირველი აღმოჩნდა, ვინც სატელევიზიო სივრცეში საკუთარი პროდუქციის პოპულარიზებისთვის გამოჩნდა.
მას შემდეგ, პროდუქციის შეფუთვასა და სარეკლამო მასალებზე გამოსახული შემქმნელის პორტრეტითა და ხელმოწერით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქციით.
დიზაინის დიდი ნაწილიც შესაბამისად ვინტაჟური და გამორჩეულია − ზუსტად გვიამბობს „პასტა დელ კაპიტანოს“ ისტორიის სიღრმეს.
გვიამბეთ, რა სახის პროდუქციას აერთიანებს „პასტა დელ კაპიტანოს“ ბრენდი?
განვაგრძოთ ვინტაჟური დიზაინით და გეტყვით, რომ Pasta del Capitano-ს ახალი პრემიუმხაზი შთაგონებულია ორიგინალური უძველესი შეფუთვის იდეით. ვინტაჟური სტილით, რომელიც შექმნის ბრენდის ახალ დღეს. აღნიშნული ხაზი აერთიანებს 4 სახეობის კბილის პასტას, მათ შორის: ნახშირის, ორიგინალი რეცეპტის, მათეთრებლის, მწეველებისთვის, ექსკლუზიურად ვინტაჟურ კბილის ჯაგრისს, რომელიც, საშუალო სიხისტის ჯაგრულებით, ხელმისაწვდომია 3 ფერში.
დღეს PASTA del CAPITANO წარმოადგენს სპეციალური პროდუქტების სრულყოფილ ხაზს პირის ღრუს მოსავლელად, რომელიც კოლექციაში აერთიანებს კბილის პასტას სპეციალურად ღრძილების დასაცავად, მათეთრებელსა და სრული კომპლექსური დაცვის კბილის პასტებს. ასევე, კბილის ჯაგრისებს პირის ღრუს კომპლექსური წმენდისთვის (მოქნილი თავით, ერგონომიული სახელურით, მომრგვალებული Tynex ჯაგრულებით, ღრძილების მასაჟორით, ასევე ლოყებისა და ენის საწმენდით).
პრემიუმხაზთან ერთად, ბრენდი წარმოადგენს ხაზს „სტანდარტი“, რომელიც იდეალურია პირის ღრუს ყოველდღიური, სათანადო ჰიგიენისათვის და განკუთვნილია, ასევე, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მიუხედავად მაღალი მსყიდველობითი უნარის არქონისა, დაინტერესებულნი არიან ხარისხიანი კბილის პასტის გამოყენებით. ასევე, ხაზს „საბავშვო“.
როგორც უკვე ვთქვი, მრავალი წლის გამოცდილებით შემუშავებული ტექნიკური კვლევის შედეგად, შემოწმებული შემადგენლობის პრიორიტეტს თითოეული პროდუქტის ხარისხი წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილია ყველა საჭიროების მქონე მომხმარებელთა კეთილდღეობისათვის.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვინტაჟურ ხაზში წარმოდგენილია კბილის ჯაგრისი უნიკალური სტილითა და ფორმით. ის ჩიკარელის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი ორიგინალური ვერსიის ზუსტი რეპროდუქციაა, განსაკუთრებული დიზაინით, უფრო დიდი თავით, მოდური სახელურით, ზედ კაპიტნის ხელმოწერით, მთლიანი პლასტიკური საფარით, რომელიც უზრუნველყოფს მის სისუფთავესა და უსაფრთხოებას, სადაც უნდა წახვიდეთ. ეს არის ორიგინალური პროდუქტი მათთვის, ვისაც სურს იქონიოს განსაკუთრებული ნივთი აბაზანაში. საუკეთესო საჩუქარი თქვენი საუკეთესო მეგობრისთვის, შესაფერისი პროდუქტი, ვისაც უყვარს ვინტაჟი და ნამდვილად სურს რაიმე განსაკუთრებული.
რადგან უსაფრთხოება და საბავშვო ხაზი ვახსენეთ, საინტერესო იქნება, მეტად განვავრცოთ აღნიშნული მიმართულების წარმოებაც...
Pasta del Capitano-ს ასორტიმენტში ჩვილებისა და ბავშვებისათვის განკუთვნილი ახალი, სპეციალური პროდუქტებიც გვხვდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრენდმა მოზრდილთა ხაზის არსებობის მნიშვნელობაც სათანადოდ განმარტა.
დავიწყოთ იმით, რომ პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე, მათი გაწმენდა უნდა მოხდეს მხოლოდ კბილის ჯაგრისის გამოყენებით, 6 თვის ასაკიდან 3 წლამდე. სასურველია, ბავშვებმა მიიღონ დღეში 0,25 მგ ფტორი (წვეთების სახით), 3 წლის ასაკიდან, კბილების გაწმენდა უნდა მოხდეს კბილის ჯაგრისითა და პასტით (6 წლამდე ასაკის ბავშვები − უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ), ყველა ეტაპზე შესაბამისი პირობის შექმნას ბრენდი საკუთარი პროდუქციით უზრუნველყოფს.
კბილის პასტები და ჯაგრისები 3 და 6 წლის ასაკიდან ორი დამოუკიდებელი ხაზია, რომლებიც სტომატოლოგიური მოვლის სპეციალურ ასორტიმენტს წარმოადგენს. ნაკრები განკუთვნილია ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრებისათვის. შექმნილია სპეციალურად მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და წარმოადგენს თანამგზავრს ადრეული ასაკიდან სკოლის დაწყებითი წლების პერიოდამდე. სასიამოვნო გემოსა და ფერადი მიკროგრანულების წყალობით, კბილის პასტები ახალისებს ბავშვების კბილების გამოხეხვის რუტინას. ფორმულა გამოირჩევა დაბალი აბრაზიულობის ინდექსით და არ შეიცავს პარაბენებს.
დაბოლოს, რასთან ასოცირდება „პასტა დელ კაპიტანო“ პირადად თქვენთვის?
ჩემთვის ბრენდი საიმედოობისა და სანდოობის ტრადიციის უწყვეტი გაგრძელება, იტალიური სულისკვეთებით გაჯერებული წარმოებაა. ეს არის სახელი, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, რომლებიც დღეს აღარ არიან თანახმა, მიიღონ კომპანიებისგან უჩვეულო დაპირებები და არადამაჯერებელი შედეგები. ბრენდი რეცეპტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი თავისთვის საუკეთესოს ირჩევენ.