თმის გადანერგვის თანამედროვე მეთოდები თმის ცვენის პრობლემის მქონე მამაკაცებს გარეგნობის გაუმჯობესების უალტერნატივო, უსაფრთხო და ეფექტიან გამოსავალს სთავაზობს. კლინიკა „დეამედის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თმის გადანერგვა და თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტზე კომფორტულ გარემოში პროფესიონალებმა იზრუნონ.
კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორია პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი
• საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი (GeoPRAS)
• თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი (ISHRS, აშშ)
• რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების „RSHRS“ პრეზიდენტი
• რუსეთის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი
დეა პაპასკირს ეკუთვნის მსოფლიოში ერთადერთი სადისერტაციო ნაშრომი ნაწიბურებში თმის გადანერგვის შესახებ. არის ორი გამოგონებისა და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი თმის გადანერგვის სფეროში
დეა პაპასკირი: „თმის ცვენა ყოველთვის იყო მეტად შემაწუხებელი და ემოციურად დამთრგუნველი პრობლემა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ჩვენი კლინიკა გახლავთ თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო, სამეცნიერო ცენტრი. თვრამეტ წელზე მეტია, ვემსახურები ამ მეტად რთულ საქმეს. კლინიკა „დეამედში“ თმის ცვენის მკურნალობასა და დიაგნოსტიკაშიც, გამოიყენება მსოფლიოში დღეისათვის არსებული ყველა უახლესი მეთოდი.
კლინიკაში მუშაობენ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი დერმატოლოგები – ტრიხოლოგები. ტრიხოლოგია გახლავთ მეცნიერება თმის ცვენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გასცვენიათ თმა, ჩვენ ვუნიშნავთ თმის ცვენის შემაჩერებელ, ეფექტურ მკურნალობას. ხოლო, მათ, ვისაც უკვე სჭირდება თმის გადანერგვა, ვთავაზობთ მსოფლიოში აპრობირებულ, ეფექტურ და აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდებს“.
რა შეიცვალა თმის გადანერგვაში? რას ნიშნავს თანამედროვე ხედვა ამ სფეროში?
კლინიკაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დაზიანების გარეშე მოვიპოვოთ და გადავნერგოთ ნებისმიერი ტიპის თმა, რაც თავისთავად აისახება გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობაზე და შედეგზე. ამავდროულად, არ რჩება ოპერაციის არანაირი კვალი, არის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო. თავისუფლად შეგვიძლია მოვახდინოთ თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციისადმი დაყენებული მოთხოვნების რეალიზაცია. სწორედ ამას ითვალისწინებს „დეამედ“-სტანდარტი.
ანუ
• გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა
• პროცედურის სწორი დაგეგმვა და პაციენტის ოპერაციის შემდგომი ვიზუალის ოპტიმალური დიზაინი, მისი ასაკობრივი ცვლილებების გათვალისწინებით
• არანაირი ოპერაციის შემდგომი კვალი თავის თმიან საფარველზე
• პაციენტის მაქსიმალური კომფორტი
• რეაბილიტაციის მინიმალური პერიოდი
• არანაირი გართულება!
თამამად ვიტყვი, რომ „დეამედ“-სტანდარტი გვაძლევს საშუალებას სრულად აღვადგინოთ გამელოტების ნებისმიერი ხარისხი. რა თქმა უნდა, პაციენტის სადონორო თმის მარაგიც მნიშვნელოვანია.
როდის არის კმაყოფილი პაციენტი?
დავიწყებ იმით, რომ თმის გადანერგვა ქირურგიული პროცედურაა, მართალია მცირე ინვაზიური, მაგრამ მაინც ქირურგიული და მას უნდა ასრულებდეს ქირურგი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება.
მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს პაციენტის კმაყოფილებას, არის მისი მოლოდინის თანხვედრა ამ შედეგთან. მხოლოდ ქირურგს, პლასტიკურ ქირურგს აქვს უნარი სწორად შეაფასოს პაციენტის გამელოტების ხარისხი და ისე დაგეგმოს მისი ოპერაცია. არცთუ იშვიათად, პაციენტებს უქმნიან გადაჭარბებულ მოლოდინს, მათი საბოლოო შედეგის შესახებ, რაც იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას. თმის გადანერგვის შემთხვევაში, შუბლის ხაზის მოხაზულობა, გადასანერგი თმის სიხშირე და მისი ბუნებრივად გადანაწილება; სადონორო არესთვის ბუნებრივი ვიზუალის შენარჩუნება − ეს ის დეტალებია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ქირურგმა თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად.
თუ სწორად დაისვა დიაგნოზი, სწორად შეირჩა სადონორო თმა და სწორად დაიგეგმა ოპერაცია, თმის გადანერგვით მივიღებთ ძალიან მაღალ ეფექტს. როცა პაციენტი იქნება სრულად ინფორმირებული, მაშინ შედეგითაც კმაყოფილი დარჩება.