ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი ამბავია, რომ კლინიკა „ნეო-ნეო“ ლიდერი ესთეტიკური ცენტრია ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობს. ჩვენ უკვე არაერთ პროცედურაზე ვისაუბრეთ და შედეგებიც თავად ვიხილეთ. ამჯერად გიამბობთ ინოვაციური თერაპიის − მანუალური მასაჟის შესახებ, რომელიც ხერხემლის მკურნალობას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პროცედურა, რომლის ჩატარებასაც გადავწყვეტთ, აუცილებლად პროფესიონალის მიერ უნდა განხორციელდეს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თერაპია, როგორიც მანუალური მასაჟია. კლინიკა „ნეო-ნეო“ რომ პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს, ამაზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ამჯერად კი მანუალურ თერაპევტ ტარიელ ლობჟანიძეს გაგაცნობთ, რომელიც დეტალურად გვიამბობს ამ პროცედურის შესახებ.
რა არის მანუალური თერაპია?
მანუალური თერაპია იგივე ხელებით მკურნალობაა. ვატარებთ ლოკალურად დოზირებული ზემოქმედებით სახსრებზე, ხერხემალზე, კუნთებზე, მყესებზე და ფასციებზე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობის დარღვევის გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა და კვლევები?
თუ გაჩნდა ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნიშნები, პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტი გასინჯოს კვალიფიციურმა მანუალური თერაპიის სპეციალისტმა, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს ნევროლოგიური და ორთოპედიული დარღვევები, დანიშნოს აუცილებელი გამოკვლევები დიაგნოზის დასასმელად. არასწორად დასმულმა დიაგნოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მანუალური თერაპიის სპეციალისტის პროფესიულ თვისებებზეა დამოკიდებული მკურნალობის რეალური შედეგი. ხერხემლის არხისა და ხერხემლის მალის თიაქრის მანუალური თერაპია, როგორც წესი, მოითხოვს დიდ სიფრთხილეს.
თავდაპირველად, მანუალური თერაპევტი მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე ფუნქციის დარღვევისა და შესაძლო ბლოკების ლიკვიდაციის, ასევე რბილი ქსოვილების მოდუნებისა და ორგანიზმის სისტემების სწორ რიტმში მუშაობის მიზნით. ამის ხარჯზე უმჯობესდება ორგანოების სისხლით მომარაგება, ნივთიერებათა ცვლა, აღდგება შინაგანი ორგანოების მუშაობა, სახსრების ბუნებრივი მდგომარეობა, ხდება ზემოქმედება კუნთების გარკვეულ ჯგუფზე, იწყება ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელება და ამგვარად გადაიჭრება რეაბილიტაციის ძირითადი ამოცანები.
ძირითადად, რა სახის ჩივილების გამო ტარდება მანუალური თერაპია?
ყველაზე ხშირი ჩივილები, რომელთა გამო უნდა ჩატარდეს მანუალური თერაპია, არის უეცარი ძლიერი ტკივილი წელის არეში, ქრონიკული ან ქვე-მწვავე ტკივილი წელის არეში, ქაჩვითი ტკივილები ფეხში, რომელსაც ახლავს წელის ტკივილი; ტკივილები კისრის არეში, გულ-მკერდის არეში, ბეჭების არეში, მუხლის სახსრის ტკივილი, მენჯ-ბარძაყში და დუნდულების არეში.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზები არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზიო.
მანუალური თერაპიით მკურნალობის რამდენი სეანსია საჭირო?
მანუალური თერაპიით მკურნალობა საშუალოდ საჭიროებს 5 სეანსიდან 10 სეანსამდე. მისი ჩატარების რეკომენდებული სიხშირე არის წელიწადში ერთხელ, თუმცა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინდივივიდუალური ვარიანტიც.
მანუალური თერაპიის რომელი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, ამას წყვეტს უშუალოდ ექიმი-მანუალისტი, ჩატარებული გამოკვლევებისა და პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე. მანუალური თერაპიის ყველა მეთოდი მიმართულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობის გაუმჯობესებისკენ. პაციენტთა მკურნალობისას, ექიმ-მანუალისტს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატის ინიექციები (ლოკალური ან ბლოკადა) მტკივნეულ არეებში.
რა მიიღწევა მკურნალობის შედეგად?
მანუალური თერაპია აღმოფხვრის არა მარტო სიმპტომებს, არამედ არსებული დარღვევების მიზეზებს. მკურნალობის შედეგად მიიღწევა: ტკივილების დაქვეითება ან სრულად გაქრობა; მოძრაობის ნორმალიზება; სწორი ჯდომისა და დგომის ჩვევის გამომუშავება; ბიოქიმიური პროცესების ნორმალიზება. მიმართულია ხერხემალში, სახსრებსა და კუნთოვან აპარატში პათოლოგიური გამოვლინების კორექციასა და ლიკვიდაციაზე.
მის: ბახტრიონის 11 ბ
592 19 11 00
www.neoneoaesthetic.ge