ჩვენი რესპოდენტი იამზე ყრუაშვილი, განათლებით პედაგოგია. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ პროფესიით და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ კოსმეტოლოგიამ უფრო გაიტაცა. ამიტომ გადაწყვიტა დიდი დრო დაეთმო საკუთარი ვიზუალისთვის და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მეშვეობითად არა მარტო საკუთარ არამედ სხვა ქალბატონების სილამაზეზეც იზრუნებდა. როგორც თავად ამბობს ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
იამზე, პირველ რიგში გაგვეცანით.
პირველად, როდესაც მუვხვდი სინამდვილეში რა პროფესიისაც მინდოდა ვყოფილიყავი უკვე პედაგოგი და ორი შვილის დედა ვიყავი. ცივი, გაყინული 90–იანი წლებიც იდგა და ცხადია ჩემი ოცნება ექიმობასთან დაკავშირებით, ოცნებად დარჩა.
როდის გადაწყვიტეთ საკუთარი მაზების წარმოება?
როგორც ჩემი ახლობლები ამბობენ პრანჭია ვიყავი. გარდა ჩემი პროფესიული ოცნებისა, მუდმივად ვაკვირდებოდი ჩემს გარეგნობას და სახეზე პირველი ნაოჭის აღმოჩენამ განსაზღვრა ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რასაც ჩემი მაზების შექმნა და გამოჩენა უკავშირდება. მაშინვე კარგი შედეგი დავდე და მეუბნებოდნენ, რომ ყველაზე დიდი შედეგი თავად ვიყავი, ფაქტობრივად სრულად გავაქრე ნაოჭები სახიდან.
უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
ვთავაზობ ჩვენს მიერ ცივი დაწურვის მეთოდით, ნატურალურ ზეთებითა და ინგრედიეტებით დამზადებულ პროდუქციას, რაც ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის. რაჭის მთებში შეგროვილი მცენარეებითა და ბალახებით, ვამზადებთ ზეთებს და ჰიდროლატებს, ყოველგვარი კონსერვანტებისა და პარაბენების გარეშე. სწორედ ამიტომაა ჩვენი პროდუქცია მისაღები და მომხიბვლელი ფართო მომხმარებლისთვის.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ სტიმულს თქვენს საქმიანობაში?
მადლიერი დამკვეთები, რომლებიც მელოდებოდნენ, მერე კი თავიანთ ემოციას მიზიარებდნენ, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო პირველივე დღიდან. თითოეულ ადამიანს თავისი, ინდივიდუალური მაზი ჭირდება, სრულფასოვნად რომ გამოიყურებოდეს. ეს კი ჩემი ყოველდღიური საქმე გახდა, რომელიც დიდ სიხარულს და სიამოვნებას მანიჭებს.
და ბოლოს...
ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა მინდა, რა მიყვარს და მთელი სული და გული ჩავდე ამ საქმიანობაში, ამიტომ ჩემს თავსაც ვახარებ და სხვასაც. მადლობა ჩემს ყველა ერგულ მომხმარებელს, რომლებიც დიდ ძალას და ენერგიას მაძლევენ.