სტრესი რომ ცუდად მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე, ეს უკვე ყველამ კარგად იცის. ამიტომაც სპეციალისტები მუდმივად გვირჩევენ სისტემატურად გამოვნახოთ დრო საკუთარი თავისთვის და შევძლოთ სეირნობა, განმარტოება, გონების გათიშვა, სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი, სპაპროცედურები.
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე სარელაქსაციო ოთახი დაგხვდებათ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი გონების განტვირთვისა და უნიკალურ, გოგირდის წყალში ნებივრობისთვის. აქ გატარებული 1 საათი საოცრად აგავსებთ ენერგიით და გამოსვლისას გეგონებათ, რომ ერთკვირიანი დასვენება მოიწყვეთ.
კეთილმოწყობილ, იზოლირებულ სივრცეში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ სიმშვიდის საათის მოწყობა. აქ საკუთარი აბაზანა, საპირფარეშო, გოგირდის ცხელი თუ თბილი აბაზანები და სპეციალურ ტემპერატურაზე გამთბარი თერმული ქვების დასაწოლი შეზლონგები დაგხვდებათ.
კურორტზე სამკურნალოდ გამოყენებული მრავალი ფაქტორიდან, გოგირდის მინერალური წყალი ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო ფაქტორია. გოგირდის მინერალური წყალი რეკომენდებულია ძვალსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა სისტემის, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
მას ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და ორგანიზმში იწვევს დადებით ძვრებს, როგორიცაა:
უჯრედებში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ენერგეტიკული ცვლის გაძლიერება, თერმორეგულაციური რეფლექსების კორექცია, სისხლის მიმოქცევის, ქსოვილებში მიკროცირკულაციის და ტროფიკის, ცვლითი პროცესების, ნერვ-კუნთოვანი აპარატის მუშაობის გაძლიერება.
გოგირდის წყალს ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება.
ყველა ზემოჩამოთვლილი მექანიზმი აძლიერებს ორგანიზმის ენერგეტიკულ რესურსებს, გარემოს უარყოფითი ფაქტორებისადმი მდგრადობას.
გოგირდოვანი წყალი დადებით გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, ვინაიდან კანი ერთდროულად ასრულებს იმუნოგენეზის ცენტრისა და პერიფერიული ორგანოს ფუნქციებს.
ზამთრის დამდეგს განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმუნიტეტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს. სისხლძარღვების ჯანმრთელობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ სერიოზულ დაავადებას აიცილებთ თავიდან, თუ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებით. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ჯანსაღი სისხლძარღვები სწორი მასაჟის შედეგია. რეგულარული პროცედურების ჩატარება აუცილებელია, თუმცა თუ ამას მუდმივად ვერ ახერხებთ, ერთი კურსიც შეიძლება დიდი შვება იყოს.
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ჩატარებული წყალქვეშა მასაჟების დროს, რა თქმა უნდა, გოგირდის წყალი გამოიყენება, რაც პროცედურის ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად ზრდის. წყალქვეშა მასაჟი გოგირდოვან წყალში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, შეიძლება ითქვას, უალტერნატივოა. ამ პროცედურის დროს სხეული ტონუსს იძენს, წონა იკლებს. რაც ყველაზე სასიამოვნო და თვალნათელია, სხეულის კორექცია ხდება, ცელულიტი მნიშვნელოვნად მცირდება და წონაშიც საგრძნობლად მოიკლებთ.
რეკომენდებულია მოტეხილობისა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ძვალსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა სისტემის, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ერთი პროცედურის ხანგრძლივობა 25-30 წუთია და კურსი საშუალოდ 10 პროცედურისგან შედგება. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმთან გასაუბრებით, თქვენი საჭიროებისამებრ დაინიშნება პროცედურების რაოდენობაც.
აქვე აუცილებლად უნდა გიამბოთ ახალ სივრცეზე თბილისის ბალნეოლოგიურ SPA-კურორტზე, სადაც ტალახის აბაზანის უნიკალურ პროცედურებს ჩაიტარებთ.
პელოიდოთერაპია კურორტულ მედიცინაში ყველაზე აქტიურ მეთოდად მიიჩნევა. თბილისის ბალნეოლოგიურ SPA-კურორტზე გამოიყენება ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი.
ტალახის აბაზანის მიღების დროს ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეწოვა კანში.
პროცედურას აქვს სარელაქსაციო, ანტისტრესული, იმუნიტეტის ასამაღლებელი (რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) და დაბერების პროცესების შემაფერხებელი მოქმედება.
თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ტალახის აბაზანა ფართოდ გამოიყენება კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ანტიეიჯ სამკურნალო პრაქტიკაში ნაოჭების მკურნალობისა და პრევენციისთვის, აგრეთვე, მეტაბოლიზმის გაძლიერების გზით ანტიცელულიტური და წონის კლების მიზნით.
ტალახის აბაზანა ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც შემდეგი დაავადებები აწუხებს: ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები; ნერვული სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები; უროლოგიური დაავადებები; კანის დაავადებები; სისხლძარღვთა დაავადებები; მუცლის ღრუს ანთებითი პროცესის შედეგები და, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც სხეულის კორექცია გსურთ ესთეტიკური თვალსაზრისით.
ტალახის აბაზანის პროცედურის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმიდან სითხის სახით გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტოქსინი და წიდა.
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე მოგემსახურებათ კვალიფიციური ექიმებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ამ უნიკალური პროცედურის ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარებას.
გამოსცადეთ ტალახის ეს ყველა სასარგებლო თვისება საკუთარ თავზე.
შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა, სილამაზე და ახალგაზრდობა ვულკანური წარმოშობის ტალახის აბაზანებით!
სასურველი მომსახურების დასაჯავშნად დარეკეთ: 2439090