ესთეტიკური კოსმეტოლოგიის სფეროში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად ტუჩის ფორმის აუგმენტაცია/გადიდება და კორექცია მიიჩნევა. გასათვალისწინებელია, რომ ტუჩის ფორმის ტენდენციები მუდმივად იცვლება დროთა განმავლობაში. შეიცვალა პროცედურის ჩატარების მეთოდებიც. მაგალითად, თუ აქამდე არასასურველ შედეგს ვიღებდით არაგაწოვადი ფილერის გამოყენების დროს, ახლა ეს ასე აღარაა, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის თვითგაწოვის გზით აღარ რჩება ორგანიზმში. ეს შესაძლებლობას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ არასასურველი გვერდითი ეფექტი, რომელსაც ადრე ვიღებდით არაგაწოვადი მუდმივი პრეპარატების გამოყენების დროს. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, OK! ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმ-კოსმეტოლოგ ლელა მეფარიშვილს ესაუბრა.
რამდენ ხანში და რა შედეგს ვიღებთ ტუჩის ფორმის აუგმენტაცია/გადიდებისა და კორექციის ჩატარებით?
ამ პროცედურით შესაძლებელია ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა, ასევე ასიმეტრიის გასწორება. ეფექტს ვიღებთ მომენტალურად და ის დღითი დღე უმჯობესდება.
რომელი ასაკიდან ტარდება აღნიშნული პროცედურები და რატომ არის მიზანშეწონილი ამ პროცედურის ჩატარება განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად?
პროცედურების ჩატარება შესაძლებელია სრულწლოვანი ასაკიდან. ცნობილია, რომ ტუჩებს ისევე სჭირდება დატენიანება და მოვლა, როგორც მაგალითად, სახეს, დეკოლტეს, ყელს, ხელს... ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება, რაც გათხელებას და ფერის შეცვლას იწვევს. ეშვება ტუჩის კუთხეები და საერთო ჯამში, ტუჩი ხდება ესთეტიკურად ნაკლებად მიმზიდველი.
განსაკუთრებით ვისთვისაა რეკომენდებული ტუჩის მოცულობის გაზრდა?
რეკომენდებულია:
გოგონებისთვის, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მეტი მოცულობის ტუჩები, ვიდრე ეს ბუნებრივად აქვთ;
35-40 წლის ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ ტუჩის მოცულობის აღდგენა;
ასაკოვან ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ ტუჩზე ნაოჭების გასწორება და დატენიანება;
ასევე რეკომენდებულია ასიმეტრიული ფორმის ტუჩის კორექცია.
ტარდება თუ არა აღნიშნული პროცედურა მამაკაცებზე?
დიახ, ბოლო პერიოდში მამაკაცებიც აქტიურად მოგვმართავენ ტუჩის ასიმეტრიის გასასწორებლად.
რა ტიპის პრეპარატებს იყენებთ აღნიშნული პროცედურისთვის და როგორ ხდება ექიმი-კოსმეტოლოგის მიერ სწორი პრეპარატის შერჩევა?
ტუჩის მოდელირება ხორციელდება ბიოთავსებადი პრეპარატებით, რომელიც დამზადებულია ჰიალურონის მჟავაზე. ეს ჩვენი ორგანიზმისთვის არ არის უცხო და სრულად უსაფრთხოა.
ჩვენს კლინიკაში ძირითადად ვიყენებთ ე.წ. ლუქსბრენდებს, როგორიც არის: Restylane, Juvederm, Belotero და ა.შ. მათ მინიჭებული აქვთ FDA-სერტიფიკატი. ექიმ-კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შედეგად, ხდება წინასწარ შეთანხმება, თუ როგორი ფორმის ტუჩის მიღება სურს პაციენტს. ასევე, ექიმი განსაზღვრავს, არის თუ არა რეალურად შესაძლებელი იმ შედეგის მიღება არსებული ტუჩის ფორმისგან, რაც სურს პაციენტს, რადგან თუ ტუჩი ძალიან თხელია, შესაძლოა პროცედურის 2 ეტაპად ჩატარების საჭიროება დადგეს. ასევე, წინასწარ ხდება პრეპარატის შერჩევა.
რა უპირატესობა აქვს ჰიალურონის საფუძველზე დამზადებულ ფილერებს?
ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ფილერები არის ბიოგაწოვადი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითგაწოვის გზით აღარ რჩება ორგანიზმში. ეს შესაძლებლობას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ არასასურველი გვერდითი ეფექტი, რომელსაც ვიღებდით ადრე არაგაწოვადი მუდმივი პრეპარატების გამოყენების დროს.
ანუ გამოდის, რომ თამამად შეგვიძლია ამ პროცედურის ჩატარება და არ შეგვეშინდეს შედეგის, რომელსაც ვიღებდით ხოლმე არაგაწოვადი ფილერის გამოყენების დროს?
დიახ, ჰიალურონის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების ყველაზე დადებით მხარეს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, არასასურველი ტუჩის ფორმის მიღების შემთხვევაში, პაციენტის მოთხოვნისამებრ შეყვანილი პრეპარატი ფერმენტით უმტკივნეულოდ დავშალოთ და ტუჩს პირვანდელი ფორმა დავუბრუნოთ.
იყენებთ თუ არა ბოტოქსს ტუჩის ფორმის შესაცვლელად?
ზოგადად, ტუჩის აუგმენტაცია არ ხორციელდება ბოტოქსით. ბოტულოტოქსინით შესაძლებელია მხოლოდ ტუჩის მსუბუქი ე.წ. „ამობრუნება“ და ასევე გინგივიალური ღიმილის კორექცია გარკვეული კუნთის მოდუნების ხარჯზე.
რა შემთხვევაში არ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება?
დიაბეტის, აუტოიმუნური დაავადებების, სისხლის შედედების პრობლემების, მწვავე ჰერპესის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
საჭიროა თუ არა პროცედურამდე წინასწარი მომზადება?
პროცედურამდე არ არის მიზანშეწონილი სისხლის გამათხევადებლების, ასევე ვიტამინების (მათ შორის E) და ალკოჰოლის მიღება.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, ის მოიცავს აპლიკაციურ გაუტკივარებას და ჯამში 20-40 წუთი გრძელდება.
რა შეიძლება აღენიშნებოდეს პაციენტს პროცედურის ჩატარების შემდეგ?
პროცედურის ჩატარების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი ცხელი საკვების მიღება 2 დღის განმავლობაში, ხოლო საუნა და სოლარიუმი არ არის რეკომენდებული 2 კვირა.
რამდენ ხანს ნარჩუნდება ფილერის ეფექტი?
ზოგადად, ფილერის მოქმედების პერიოდი დაახლოებით 10-14 თვეს შეადგენს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, პროცედურის გამეორება შესაძლებელია უფრო ადრეც. პრეპარატის ხანგრძლივობა ზოგადად დამოკიდებულია ასაკზე, მეტაბოლიზმზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, მწეველობაზე.
აუგმენტაციის შედეგად, ვიღებთ დატენიანებულ, ახალგაზრდულ, ვნებიან და მიმზიდველ ტუჩის ფორმას, რაც გვმატებს მეტ თავდაჯერებულობასა და სილამაზეს.
მის: ბახტრიონის 11 ბ
592 19 11 00
www.neoneoaesthetic.geა