იმუნური სისტემა დამცველობით რეაქციათა რთული კომპლექსია, რომელიც, როგორც წესი, რეაგირებს ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათო „უცხო“ ფაქტორებზე. მისი წყალობით დაზღვეული ვართ ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებითა და პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებისგან. სწორედ აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, გაიძლიეროს იმუნიტეტი და ხელი შეუწყოს ორგანიზმის მდგრადობას. იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად OK! „აიპი გრუპის“ დირექტორს, ქეთი კაკაბაძეს ესაუბრა.
ქეთი, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ „აიპი გრუპის“ შესახებ. რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?
ფარმაცევტული კომპანია IP Grup 2014 წელს დაფუძნდა, როგორც ფარმაცევტული მარკეტინგული კომპანია და ამბიციური მიზანი დაისახა: მეცნიერულ კვლევებსა და განვითარებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ინოვაციური და ჯენერიული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების შემოყვანა საქართველოს ბაზარზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მიზნის მისაღწევად, კომპანია კვალდაკვალ მიჰყვება მედიცინისა და ფარმაციის სიახლეებს და ირჩევს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მედიკამენტებს, რომელთა ხარისხი დადასტურებულია EU GMP, FDA და ISO-სერტიფიკატებით.
მაღალი სტანდარტი, მუდამ მზარდი და განახლებადი პორტფოლიო, ინოვაციები მარკეტინგულ მიდგომებში, გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რითაც ვართ გამორჩეულები და განსხვავებულები, და ვპასუხობთ კომპანიის მთავარ მისიას – დაუღალავად ვიშრომოთ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
როგორ აისახება დაქვეითებული იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმზე?
ადამიანის ორგანიზმი შედგება რამდენიმე სისტემისგან: გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და ა.შ. და ასევე არსებობს სისტემათა კომპლექსი – იმუნური სისტემა. მასში მონაწილეობს ორგანიზმის თითქმის ყველა რგოლი, ძალიან ბევრი უჯრედი და ქსოვილი, მაგრამ მათი კომპონენტების ერთობლივი მუშაობა აყალიბებს ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას უამრავი გამომწვევის მიმართ, რომელიც უხილავად გვესხმის თავს. ჩვენ ირგვლივ მილიონობით ბაქტერია თუ ვირუსი ცხოვრობს და შესაბამისად, ეს დარტყმა ყოველთვის მოდის ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა როგორც კი უცხო სხეული შეიჭრება მასში, ირთვება მექანიზმთა მთელი კომპლექსი, რომელიც უვნებელყოფს უცხო გენეტიკურ მასალას და ცდილობს მის გამოდევნას. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც სისტემა, რომელიმე რგოლის გაუმართავი მუშაობის გამო, ადვილად იღებს უცხო გენეტიკურ მასალას და მარტივად სნეულდება სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებით.
განსაკუთრებით რა აისახება უარყოფითად ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებაზე?
ძალიან ბევრი გარემოფაქტორია, რომელიც უარყოფითად აისახება ადამიანის იმუნიტეტზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტრესი, რადგან სწორედ ის ანგრევს მთლიანად ადამიანის ორგანიზმს. სოციუმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თავადაა სტრესირებული – საყოფაცხოვრებო პრობლემიდან დაწყებული, გლობალური პრობლემით დასრულებული. და ახლა ამ ყველაფერს დაერთო უხილავი მტერი – COVID 19, რომელთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, არ ვიცით როგორ ცხოვრობს, როგორ კვდება, რაზე რეაგირებს, ამიტომ გვიწევს ჩვენი დასკვნების გამოტანა. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ დაინფიცირების შემთხვევაში, რა გველოდება, როგორ შევებრძოლოთ, და სწორედ ეს ფაქტორები და გაურკვევლობები ქმნის სტრესულ გარემოს და უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონურობას, რადგან მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ნუტრიენტებით მდიდარი საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ორგანიზმმა ბალანსის შესავსებად, დეფიციტშია, ანუ ბევრი პრობლემა ებმის ერთმანეთს და ჩვენი ორგანიზმიც ძალიან ზარალდება ამ ყველაფრით. აქედან გამომდინარე, ქვეითდება ორგანიზმის უნარი, შეებრძოლოს და გაუმკლავდეს უცხო გენეტიკურ მასალას.
როგორ შეაფასებდით დღევანდელ რეალობას ვირუსთან მიმართებით?
დღემდე ვერ მოხერხდა ვირუსის ქცევის იდენტიფიკაცია. საქართველოში ძალიან კარგად გვქონდა შეკავების ფაზა და ის, რაც სხვა ქვეყნებმა უკვე გაიარეს, ჩვენთან ახლა მიმდინარეობს. ჩვენი კომპანიაც ეცადა ისეთი პროდუქტების პორტფელი შემოეტანა, რომელიც უპასუხებდა ამ გამოწვევას, მაგრამ ახლა გრიპისა და გაციების სეზონია და ინფექციათა თანხვედრის გამო იდენტიფიცირება გართულებულია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და დავიცვათ გარშემომყოფები, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები. შესაბამისად, ხელის შეწყობა, რეკომენდაციების გათვალისწინება და ფსიქოლოგიური სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.
როგორ პასუხობს გამოწვევებს „აიპი გრუპი“?
ჩვენი მისია ყოველთვის იყო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა და მათში პრევენციის კულტურა ჩამოგვეყალიბებინა, ამიტომ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით. პანდემიამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ამაში. როდესაც დადგა ეს რეალობა, გადავხედეთ ლიტერატურას და მოცემულობას, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი პრეპარატი ან ინგრედიენტების კომპლექსი, რომელიც გარკვეული პროცენტით წვლილს შეიტანდა ორგანიზმის მდგრადობის გაძლიერებაში. მოკვლეული მასალის მიხედვით აღმოჩნდა, რომ C ვიტამინს, თუთიას და კვერციტინს აქვთ ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული ეფექტები. ამ დაავადების სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს. არსებობს მკურნალობის სტრატეგიები, რომელთა გარჩევა სიმპტომთა გამოვლინების მიხედვით ხდება. მოვიძიეთ ინფორმაცია და ვნახეთ, რომ სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ უკვე დადასტურებული ეფექტები აქვს თუთიას, ცალკე აღებულ C ვიტამინს და ასკილის ექსტრაქტში შემავალ კვერციტინს. რატომ არ შეიძლება, იგივე მექანიზმი მუშაობდეს იმ ვირუსთან მიმართებაში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ C ვიტამინის, თუთიისა და კვერციტინის შემცველი პრეპარატი, საღეჭი აბები, სადღეღამისო საპროფილაქტიკო დოზით – C ვიტამინი თუთიითა და ასკილის ექსტრაქტით, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა სეზონის განმავლობაში დღეში ერთი ტაბლეტი. პროდუქტი ხელმისაწვდომია, შეგვიძლია შევიძინოთ ყველა სააფთიაქო ქსელში. კოლოფში 90 ცალია, ანუ სამი თვის დოზაა და მისი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 24 ლარია.
ირინა ონაშვილი: „ამ პერიოდში, ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენი და ჩვენი შვილების იმუნიტეტის გაძლიერებაზე, მით უმეტეს როდესაც ვიცით, რომ საკვებიდან ჩვენ ვერ ვიღებთ იმ რაოდენობით ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მოვიძიე და მივაგენი ვიტამინების ნაკრებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის C ვიტამინის საღეჭი აბები, რომელიც სპეციალისტებისგან აღიარებულია, როგორც სასუნთქი სისტემის ინფექციებისგან დაცვის უნივერსალური საშუალება“.
ლალი ტოტიკაშვილი:
ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ზრუნვა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ მთელი ჩემი ოჯახისთვის ვიყენებ ვიტამინებს, რომელსაც ექიმები გვირჩევენ, და აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად მშვიდად ვარ.
ნუცა სურგულაძე:
ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე ჩვევად ვაქციე. ფიზიკური აქტივობა, მრავალფეროვანი საკვები და საჭირო კვებითი დანამატები ამაში ძალიან მეხმარება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, მე ვიღებ „ფიტოლორს“.
გოგა ჩანადირი:
საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი მაქვს და ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სუფთა ჰაერმა, ცხოვრების ჯანსაღმა წესმა და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ვიტამინებს. განსაკუთრებით C და D ვიტამინს. C ვიტამინი ხშირად ბოსტნეულისა და ხილის სახით მიიღება, მაგრამ ზამთარში, როდესაც ამის ნაკლებობაა, შეუცვლელი ხდება ხოლმე ვიტამინი. ვფიქრობ, მედიცინა წინ წავიდა სწორედ მაშინ, როდესაც დამხმარე საშუალებად ვიტამინები გამოიყენა.
ხათუნა პიტიურიშვილი – პედიატრი, ოჯახის ექიმი:
„იმუნურ სისტემას აქვს თავისი ცენტრალური და პერიფერიული ორგანოები. ცენტრალურ ორგანოებს მიეკუთვნება: თიმუსი და ძვლის წითელი ტვინი, პერიფერიულს კი ლიმფური კვანძები, ლიმფური სადინარები, ელენთა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განლაგებული პეიერის „ფოლაქები“. იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ცენტრალური და პერიფერიული ორგანოები „შეთანხმებულად“ მუშაობს. იმუნიტეტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ, ანუ პასიურ იმუნიტეტს ადამიანის ორგანიზმი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს. შეძენილი, ანუ აქტიური იმუნიტეტი ადამიანს რომელიღაც ინფექციური დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ გამოუმუშავდება.
ზოგჯერ იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს, როგორც ერთიანი მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია იმუნური სტატუსი. ძლიერი იმუნიტეტი ადამიანის ფარია დაავადებების წინააღმდეგ. მის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს. ის ქვეითდება უმეტესად შემოდგომა/ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება.
გთავაზობთ რამდენიმე გზას იმუნიტეტის გასაძლიერებლად:
1. მიიღეთ ცოცხალი მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები ხილიდან (ლიმონი, გრეიფრუტი, ბანანი, კივი, შტოში, უნაბი და ა.შ.) და ბოსტნეულიდან (ბროკოლი, სტაფილო, ისპანახი და ა.შ.). სასარგებლოა საკვები, რომელიც მდიდარია ფლავონიდებით და ვირუსისგან საიმედოდ გვიცავს პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცისტეინს;
2. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;
3. ძილი მინიმუმ 6 საათი, როგორც პრიორიტეტი;
4. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ ოთახი, შეამცირეთ სტრესის დონე.
მიირთვით ყოველ დილით უზმოდ 2 ჩ/კ თაფლი, საღამოს კი მწვანე ჩაი, როგორც ანტიოქსიდანტი. სასარგებლოა ლიმონის, გრეიფრუტის, ჯანჯაფილის და თაფლის ნაზავი, გახსნილი წყალში. აგრეთვე არ უნდა დაგავიწყდეთ ბუნებრივი ფიტონციდი – ნიორი, და D ვიტამინის მიღება. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა. დასაშვებია ზომიერი რაოდენობით წითელი ღვინო. უარი თქვით თამბაქოზე, შაქრის შემცველ და სწრაფი კვების პროდუქტებზე, მინიდიეტებზე და ხანგრძლივ შიმშილზე. მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ თვითნებურად ანტიბიოტიკი და 38,5°C ტემპერატურამდე ანტიპირეტიკი.
იმუნიტეტის სტიმულირება შესაძლებელია აცრებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით და იმუნური პრეპარატების მიღებით. ზოგჯერ საჭირო ხდება იმუნიტეტის ასამაღლებლად დამხმარე საშუალებების, ე.წ. საკვები დანამატების მიღებაც, რომელიც უმჯობესია შეიცავდეს შემდეგ ნივთიერებებს: ბეტა გლუკანი, C ვიტამინი, თუთია Zn, პროპოლისი (დინდგელი), Se სელენი.
მიეცით ორგანიზმს საშუალება თვითონ გაუმკლავდეს ინფექციას, უხეშად ჩარევის გარეშე. ნებისმიერი ვიტამინების კომპლექსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გისურვებთ ჯანმრთელობას!