ჯანსაღი ღიმილი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარია, რის გამოც თითოეული ადამიანი ცდილობს მოუაროს კბილებს და შეუნარჩუნოს მას თეთრი ფერი. ყოველივე ამას ხელს უწყობს ქართველი წარმატებული და პროფესიონალი სტომატოლოგი თერაპევტ - პაროდონტოლოგი ელენე შამუგია, რომელიც სპეციალიზირდება ესთეტიკის განხრით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, OK! ესტუმრა და გაესაუბრა მას.
მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
სტომატოლოგია ავარჩიე, რადგან ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ყოველთვის მიყვარდა ექიმობა და ადამიანებზე ზრუნვა. სამედიცინო განათლება საქართველოში მივიღე. ეს ძალიან წარმატებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი სტიპენდიანტი და ვცდილობდი ყოველმხრივ გამომეჩინა თავი, რაც ნამდვილად გამომდიოდა. ვიმუშავე არაერთ კლინიკაში და დღეს ჩემი მთავარი მიზანია, ვიყო გამორჩეული და ვიზრუნო ჩემს პაციენტებზე. ვაპირებ განსხვავებული მიდგომა შევქმნა და ამაზე ვმუშაობ კიდეც. პაციენტთან ურთიერთობა არის პრიორიტეტული. შესაბამისად, დიდ დროს ვატარებ მათთან საუბარში, დეტალურად განვიხილავ მკუნალობის გეგმას და შემდგომ ერთად ვიღებთ სწორ და მიზანშეწონილ გადაწყეტილებას. მიხარია, რომ პაციენტებს მათთვის მისაღებ ფასად უმაღლესი დონის მასალასა და მომსახურებას ვთავაზობ.
ელენე, თქვენ პრაქტიკოსი ექიმი ხართ და ამავდროულად აქტიურად ატარებთ ტრენინგებსა და ლექცია - მასტერკლასებს. შეგიძლიათ, გვესაუბოთ ამასთან დაკავშირებით?
დიახ, ვინაიდან ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართულებით ვარ სპეციალიზირებული, გადავწყვიტე კბილების გათეთრების შესახებ ლექცია - მასტერკლასი ჩამეტარებინა. ღონისძიება საკმაოდ დატვირთული გამოვიდა, კოვიდ - პანდემიის დასრულების შემდეგ მათ ჩატარებას განვაგრძობ და ის გაცილებით მეტი მსურველისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
გთხოვთ, უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ Beautiful smile box-სა და მათში განთავსებული პროდუქციის შესახებ.
მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე ჩემი პაცინტებისთვის ყოველთვიურად შემეთავაზებინა სასაჩუქრე ბოქსები! პირის ღრუს მოვლის საშუალებების პატარა ნაკრები. დასაწყისისთვის ის შეზღუდული რაოდენობით იქნება, თუმცა ყველასთვის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად! ამჟამად ე.წ. ბოქსებში წარმოდგენილია: მათეთრებელი კბილის პასტა აქტივირებული ნახშირით - „ლაქშერი ბლექი“ ყოველდღიური გამოყენებისთვის; თანამედროვე ჯაგრისი ინტერმედისაგან და აგრეთვე 130 ლარიანი ფასდაკლება პირის ღრუს პროფესიონალურ წმენდასა და გათეთრებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვაუჩერს პირადად მე ვთავაზობ ჩემს პაციენტებს, საერთო ღირებულებას აკლდება მისი ფასი.
რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?
დღევანდელი გადმოსახედიდან, უპირველესყოვლისა, თითოეულ ადამიანს ვუსურვებდი ჯანმრთელობასა და მხნეობას. რაც შეეხება რჩევას, ჩემს პაცინტებსა და ზოგადად ყველას ვურჩევ, მოუაროს კბილებს, რადგან ჯანსაღი ღიმილი ბუნებრივი სილამაზის საწინდარია.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი