15 ოქტომბერს საბურთალოს "სითი მოლში" "ლუტეცია" განახლებული ფილიალით ბრუნდება, რასაც ბრენდი სპეციალურად გახსნასთან დაკავშირებული -20%-დან 50%-მდე ფასდაკლებითა და საინტერესო საჩუქრებით აღნიშნავს.
"ლუტეციას" ქსელი უკვე წლებია მომხმარებლების მშვენიერებასა და ბედნიერებაზე ზრუნავს. თითოეულ ფილიალში შესულს პარფიუმერიის მომაჯადოებელი სურნელი და თავის მოვლისა თუ სილამაზის საშუალებების მრავალფეროვნება გიპყრობს. "ლუტეციას" ნებისმიერ მაღაზიაში კონსულტანტების დახმარებით მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო ის პროდუქტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნება შენი ყოველდღიურობა, კომპანიის მხრიდან ხშირი აქციებით კი თითოეულ ვიზიტს კიდევ უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.
სწორედ იმისათვის, რომ შოპინგი ქალბატონებისა თუ მამაკაცებისათვის საინტერესო თავგადასავლად ექცია კომპანიამ არაერთი მაღაზია გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ბოლო დროს საბურთალოს "სითი მოლში" მისულ მომხმარებლებს არ გამორჩებოდათ, რომ მათი საყვარელი ფილიალი დროებით არ ფუნქციონირებდა.
15 ოქტომბრიდან კი უკვე თამამად შეგიძლიათ საბურთალოს "სითი მოლის" განახლებულ ფილიალს ესტუმროთ და კვლავ დარწმუნდეთ, რომ "ლუტეცია" ნამდვილად ის კომპანიაა, რომელიც მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული.
15-18 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დაინახავთ რომ თუ მშვენიერების სამყაროში თქვენს თანამგზავრად "ლუტეციას" აირჩევთ სიურპრიზები არასოდეს დასრულდება. ამ 4 დღის განმავლობაში საბურთალოს "სითი მოლში" მოსულ სტუმრებს, "ლუტეცია" სრულ ასორტიმენტზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას და დამატებით საჩუქრებს შესთავაზებს, რათა შოპინგი კიდევ უფრო ხელსაყრელი და სასიამოვნო გახადოს.
რჩეული ბრენდები, კომფორტული გარემო, მიმზიდველი ფასები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც "ლუტეციას" განახლებულ ფილიალში გელოდებათ.