საქართველოში შემოდგომა ყველაზე ხშირად რთველთან ასოცირდება. ეს არცაა გასაკვირი ღვინის სამშობლოდ წოდებული ქვეყნისთვის. ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ყურძნის წიპწისგან წარმოებული თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება: სკრაბები, ზეთები, სხვადასხვა ელექსირი...
თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე „შუხმანის ღვინის სპა“ გაიხსნა. ეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და „შუხმან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია.
სივრცის დიზაინი, სადაც „შუხმანის ღვინის სპა“ არის განთავსებული, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. მყუდრო გარემო, ღვინის აქსესუარების დეტალები, ღვინის კასრი გემოვნებითაა ინტეგრირებული გოგირდის წყლის აუზსა და შხაპთან. აქ განსატვირთად ყველა პირობაა შექმნილი.
სპა „შუხმანის“ ვენახების ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ექსკლუზიური,100%-ით ბიოპროდუქტებით არის მომარაგებული. თერაპევტები ღვინის სპაში მოსული სტუმრებისთვის უნიკალურ პროცედურებს ასრულებენ: ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენო-პროცედურები, აბაზანებში ცხელი ღვინის პროცედურები, ყურძნის წიპწის ზეთით მასაჟი...
„შუხმანის“ ყურძნის წიპწის ზეთი უნიკალური მახასიათებლით გამოირჩევა და კიდევ ერთხელ აღსანიშნია ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, არაა პარფიუმერირებული და მისი დამუშავების მეთოდი გარანტირებულად უნარჩუნებს საუკეთესო თვისებებს.
ყურძნის წიპწის ზეთი − ვაზის უნიკალურობა ყურძნის ზეთშია, რომელიც შეიცავს ომეგა 6-ს და ვიტამინ E-ს. გამოირჩევა კანის რეგენერაციისა და მკვებავი თვისებებით.
ყურძნის პოლიფენოლები შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანტიჰილურონიდაზას, რომელიც მცენარეული წარმოშობის ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომელიც კანის დაბერების მიზეზია.
პროცედურის დამთავრებისთანავე, მომენტალურად იგრძნობთ, როგორ დატენიანდა და დარბილდა კანი. რადგან ზეთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია და ეფექტურად ებრძვის დაბერების პროცესს, კანს ნაზსა და ელასტიკურს ხდის. მასაჟის ფინალური აკორდი აბაზანაა, სადაც სრულად მოდუნდებით. „შუხმანის“ ღვინისა და უნიკალური გოგირდის წყლის ერთობლიობა საკუთარ ჯადოქრობაში პროცედურის დამთავრებისთანავე დაგარწმუნებთ.
ღვინის სპაში მისული სტუმრებისთვის შესრულებული უნიკალური – ყურძნის წიპწის სკრაბის რეგენოპროცედურები, აბაზანებში ცხელი ღვინის პროცედურები, წიპწის ზეთის მასაჟი ოთხ ხელში, არავის ტოვებს გულგრილს და ერთხელ მისულს მუდმივად სურს დაბრუნება.
სტრესისგან გათავისუფლება და ჯანმრთელობისთვის ზრუნვა დღეს ალბათ ყველასთვის ძალიან აქტუალურია. სწორედ ამიტომ OK! გირჩევთ შემოდგომის ტრენდს – „შუხმანის ღვინის სპას“ ქალაქის გულში, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.