შაკო აბულაძე და ნათია ნუცუბიძე ოჯახურ თანაცხოვრებასთან ერთად საყვარელ საქმიანობაშიც ერთად არიან, ემსახურებიან სფეროს, რომელიც ადამიანებს თავდაჯერებასა და ცხოვრების ხალისს სძენს. ყველას სურს, საკუთარ ასაკზე მეტად ახალგაზრდულად, სპორტულად გამოიყურებოდეს და სწორედ ამის უზრუნველსაყოფად, შაკოსა და ნათიას დღე, უკვე წლებია, დილის 9 საათზე იწყება, ერთ პაციენტს მეორე ცვლის და ამბობენ, რომ ასე, დღე ერთი ამოსუნთქვით, მომავალი დღისთვის უკვე ჩაფიქრებული საინტერესო გეგმებით მთავრდება. ცენტრი La forme, რომელსაც ისინი უძღვებიან, პაციენტებს სხვადასხვა ესთეტიკურ პროგრამას სთავაზობს. მათ შორის: სხეულის კორექციის, ანტიცელულიტური, კუნთების მოდელირების, სხეულის გამკვრივების მასაჟებს, ასევე, ზოგადად, სახისა და სხეულის მოვლის ინდივიდუალურ პროგრამებს, რომელიც საოცარ შედეგს ხელშესახებს ხდის.
რა ჩვენებებით მოგმართავენ პაციენტები, რომლებიც ცენტრს La forme სტუმრობენ?
(შაკო): ჩვენი პაციენტები რამდენიმე პრობლემით მოგვმართავენ. ქალბატონები, როგორც წესი, მოდუნებულ, მოშვებულ კანს, ცელულიტსა და ფორმების დაკარგვას უჩივიან. ხოლო მამაკაცები − მუცლის ზონას, გვერდებს, მკერდსა და ღაბაბს. მათ ვეხმარებით, რომ უკეთ გამოიყურებოდნენ.
გვიამბეთ ცენტრისა და თქვენი საქმიანობის შესახებ. როგორ გადანაწილდა როლები?
(ნათია): ჩვენს ცენტრში გუნდურად ვმუშაობთ და ყველა საკუთარი საქმის მცოდნე, კვალიფიციური კადრია. რაც შემეხება მე, ვატარებ კონსულტაციებს, ვწერ პროგრამას და ვათანხმებ შაკოსთან, რომელიც თავის ასისტენტთან ერთად პროგრამას ახორციელებს.
(შაკო): მიღწეულ შედეგებსა და თანმდევ სირთულეებს გუნდი ყოველ კვირა განიხილავს, რის საფუძველზეც შესაძლოა, ამა თუ იმ პაციენტს პროგრამაში რაიმე დაემატოს. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს და სწორედ ამიტომ, თითოეული მათგანის მიმართ ექსკლუზიური მიდგომა გვაქვს.
რამდენად მოკლე დროშია შედეგების მიღწევა შესაძლებელი?
(ნათია): შედეგების მიღწევის დრო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და უკავშირდება როგორც შინაგან განწყობას, ასევე გენეტიკას; თუმცა, ვინაიდან ცხიმის დაშლასა და კანის ელასტიკურობის აღდგენასთან გვაქვს საქმე, ამ მიმართულებით პროცესი ხანგრძლივია. ცხიმის დაშლისა და ჩვენი ორგანიზმიდან მისი გამოდევნის პროცესს 6-თვიანი ციკლი აქვს.
პროგრამა გათვლილია ყველა ტიპის მდგომარეობაზე და რაც მთავარია, სტრესის მიღების გარეშე, რათა ცხიმის დაშლა ორგანიზმისთვის იყოს მხოლოდ დადებითი ხასიათის სტიმულაცია. ამასთანავე, ჩვენთან ერთ პროცედურაში მაქსიმუმი კეთდება.
რას ურჩევდით პაციენტებს?
(შაკო): ბანალურად, თუმცა არც ისე მარტივად ჟღერს, მაგრამ ყველა პაციენტს ვურჩევდი, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ. დაბალანსებული კვება იმ ნივთიერებების მიღებას გულისხმობს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. წყალი მთავარი ელექსირია. სპორტი დაბერების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებად შეიძლება ჩავთვალოთ და სტრესული მდგომარეობის თავიდან არიდება (ხშირად ღამის თენება, ალკოჰოლი, თამბაქო) ამ პროცესებში მთავარ როლშია.
როგორია თქვენი თანაცხოვრება, როცა საქმიან ურთიერთობაშიც ერთად ხართ?
(შაკო): ძალიან საინტერესოა საერთო საქმეში მუშაობა. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ეს პროფესიულად უფრო გვზრდის.
(ნათია): ფაქტს არაერთი დადებითი მხარე აქვს. მივლინებებსა და ოჯახურ საქმეებში ერთმანეთს ძალიან ვუდგავართ გვერდით. შაკოსთან მუშაობა კომფორტულია, ის ასეთ ატმოსფეროს ქმნის საქმიან ურთიერთობებშიც და ოჯახშიც.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(ნათია): სამომავლო გეგმები ყოველთვის გვაქვს. ვცდილობთ, ყველა მასტერკლასსა თუ სემინარს დავესწროთ ევროპასა და აშშ-ში და ახალი მიდგომებით ჩვენი მომხმარებელი გავანებივროთ.
(შაკო): ჩვენი გამოცდილება ევროპაშიც აინტერესებთ და ჩვენ მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ ერთ-ერთ სემინარზე აღფრთოვანებაც გამოიწვია. მასში ის ქიმიური რეაქციები ავხსენით, რომელიც პროცედურების პარალელურად ორგანიზმში ხდება.
(ნათია): წლიდან წლამდე ვიზრდებით და თანამშრომელთა წრეც ფართოვდება. მინდა, შევქმნათ ისეთი ადგილი, სადაც თითოეული სტუმარი დარწმუნებულია, რომ მასზე ზრუნავენ.