მურატ ცინცაძე ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგია, რომლის საქმიანობაც უკვე წლებია „ტოტალ შარმს“ უკავშირდება. ესთეტიკურ მედიცინაში უნიკალური მიგნების ელჩი მრავალ ქვეყანაში გამხდარა, უპირველესად კი საქართველოში ის გამოჩენილი ქართველი ქირურგის – მარლენ სულამანიძის 25 წლის წინანდელი გამოგონების ერთ-ერთი წამყვანი კურატორია.
პლასტიკურ კოსმეტოლოგიაში რევოლუცია APTOS-მა მოახდინა, რომელმაც სახის კანის გაახალგაზრდავება, უნიკალური ძაფის საშუალებით მისი გადაჭიმვა შესაძლებელი გახადა და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსგავსი ეფექტის მისაღწევად ყველა სხვა მანიპულაციას მხოლოდ ქირურგია გვთავაზობდა. აპტოსის ძაფებმა მცირე ინვაზიური მეთოდით გასაოცარ შედეგს მიაღწია; გამოგონება მალევე აღიარა მსოფლიომ, ხოლო ავტორი − მარლენ სულამანიძე, და მისი ოჯახი, საქართველოში საავტორო მეთოდს საკუთარ კლინიკა Total Charm-ში იყენებენ. აღნიშნულ ექსკლუზივს მურატი საკუთარი საქმიანობის თანმდევ უპირატესობად მიიჩნევს და აპტოსით მუშაობის პარალელურად, ის კლინიკაში ესთეტიკური მედიცინის კიდევ არაერთ მიმართულებას უძღვება.
წლებია, რაც ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე APTOS-ი არსებობს. წლების განმავლობაში მასზე სამეცნიერო ჯგუფის წევრები მუშაობთ. რას მიიჩნევთ „აპტოსის“ მორიგ, უახლეს მიგნებად, რომელიც მას გამოარჩევს?
„აპტოსის“ ძაფები ესთეტიკურ მედიცინაში წლებია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, რასაც ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში მასზე უცვლელი მოთხოვნა და ნდობა განაპირობებს. რასაკვირველია, ის ფაქტიც, რომ არასდროს ვწყვეტთ განვითარებას. უკვე მესამე წელია, რაც ჰიალურონის მჟავის შემცველი ძაფებით − აპტოსის მეთოდით ვმუშაობთ. ეს, ფაქტობრივად, სამმაგი ეფექტურობის განმსაზღვრელია (პრევენცია, ლიფტინგი და გამაახალგაზრდავებელი პროცესების პროვოცირება).
რას გვეტყოდით APTOS-ის მიღწევების შესახებ?
„აპტოსი“ ნებისმიერ კონტინენტზე პოპულარული პროდუქტია, მისი დისტრიბუცია 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. დიდი წარმატებით რეალიზდება უკვე ამერიკაშიც, სადაც იმ იშვიათი პროდუქტების გვერდით დაიკავა საპატიო ადგილი, რომელთაც FDA-სერტიფიკატი ერგოთ.
როგორ იხსენებთ თქვენს პირველ შეხებას „აპტოსთან“ და რით მოგხიბლათ ამ მეთოდით მუშაობამ?
ეს დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა. მაშინ „ტოტალ შარმის“ ბათუმის ფილიალში ვმუშაობდი. როცა პროდუქტს გავეცანი, პირველივე დღიდან მოვიხიბლე და გავიზიარე ის უპირატესობა, რის გამოც პაციენტები „აპტოსს“ ირჩევენ. ეს არის მცირე ინვაზიური ჩარევით მიღწეული საოცარი შედეგის გარანტია. თითქმის არ არსებობს რეაბილიტაციის პერიოდი, შედეგი კი 2 წლამდე გრძელდება. რაც მთავარია, მასალის გაწოვის შემდეგაც კი, პაციენტს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე აპტოსის გაკეთებამდე აღენიშნებოდა, რადგან ძაფები ასევე ქსოვილების სტიმულაციას, მათ გამოცოცხლებას უწყობს ხელს.
„აპტოსის“ საშუალებით, ერთი ნაჩხვლეტითაც კი შესაძლებელია რამდენიმე ზონის 15-20-წუთიან ერთადერთ სეანსში მოდელირება. რაც შეეხება ანესთეზიას, უმტკივნეულო პროცედურა მხოლოდ ადგილობრივი გაყუჩების ფონზე მიმდინარეობს.
რომელ ზონებზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს APTOS-ი?
„აპტოსი“ 30-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ჩვენებისა და ზონის გამოსწორებისთვის გამოიყენება. სახის ოვალის ფორმირება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასწორება, ყვრიმალის მოცულობის ზრდა, წარბების აქაჩვა, ცხვირის კორექცია თუ სხვა − ეს ყველაფერი „აპტოსის“ პრეროგატივაა. სხეულის მოდელირებაც ხდება − არსებობს პროდუქტები, რომელთა მეშვეობითაც მკერდის გაახალგაზრდავება, მისი კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და მუცლის კორექციაც ხერხდება. აღსანიშნავია მოშვებული კანისა თუ სტრიების მკურნალობის შესაძლებლობაც.
ყოველდღიურობაში რა აქცევს თქვენს საქმიანობას საინტერესო გამოწვევად?
გარდა იმისა, რომ კლინიკაში ვმუშაობ, „ტოტალ შარმის“ გუნდთან ერთად სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული ვარ და „აპტოსის“ გარშემო არაერთ საინტერესო კვლევას ვაწარმოებთ.
რასაკვირველია, მთავარი მამოტივირებელი პაციენტებთან ურთიერთობაა. ჩვენ განსხვავებულ პაციენტებს ვემსახურებით, რადგან ისინი გადაუდებელი მიზნებისთვის არ გვსტუმრობენ − მათ უბრალოდ სურთ, თავი უკეთ, უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ. მათ მოლოდინთან თანხვედრა აზარტული გამოწვევაა.
წლების წინ, რამ განაპირობა თქვენ მიერ პლასტიკური ქირურგიის არჩევა?
ექიმების ოჯახში გავიზარდე. დედა რევმატოლოგი, მამა კი დერმატოლოგია. თავად მცირე ასაკიდან მქონდა კავშირი ხელოვნებასთან, ხატვა მიტაცებდა და როცა არჩევანის გაკეთების დრო დადგა, ვფიქრობდი, მხატვრობას გავყოლოდი თუ მედიცინას, რომელიც ჩემი ინტერესის სფერო ყოველთვის იყო. მივხვდი, რომ პლასტიკური ქირურგის ამპლუაში, საშუალება მომეცემოდა ამ ორი მიმდინარეობის სინთეზში მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მიმეღო.
რაში პოულობთ შთაგონებას?
ინსპირაციის წყარო ნებისმიერი ადამიანია. პაციენტები, რომელთა შემთხვევების კონვერტაციასაც ჩემს საყვარელ საქმიანობაში ვახდენ. როცა მადლიერი პაციენტი გიკავშირდება, ეს საოცარი ენთუზიაზმით გავსებს.
აპტოსის პარალელურად, „ტოტალ შარმში“ თქვენი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ. რა პროცედურებს ემსახურებით?
მცირე ინვაზიურ ესთეტიკას ვკურირებ − პროცედურებს, რომელიც მარტივი ზემოქმედებითა და მაქსიმალური შედეგით გამოიჩევა. მათ შორისაა: ლიპოსაქცია, ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების კორექცია), ბიშექტომია (ლოყის ცხიმის ბალიშებისგან გათავისუფლება, სახის მოდელირებისთვის) და ასევე ლიპოფილინგი, რომელიც სხეულის გარკვეული ნაწილიდან ცხიმის გამოღებას, მის გასუფთავებას, გადამუშავებას და შემდეგ შემავსებლის, ე.წ. ფილერის სახით სხვა ზონაში შეყვანას გულისხმობს (მაგალითად, ღაბაბიდან ყვრიმალებში). ეს ლიპომოდელირებაა, რომლის საშუალებითაც ხდება ცხვირის ფორმის კორექცია, ყვრიმალებისთვის მოცულობის გაზრდა ან უბრალოდ, ცხიმის შეყვანა იქ, სადაც მოცულობის ნაკლოვანება აღინიშნება. ეს ორგანიზმისთვის ყველაზე ბუნებრივი „ფილერია“.
ახლა როგორია გატაცებები, რომლითაც კარიერის კვალდაკვალ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვნდება?
ახლა აღარ ვხატავ. გადავწყვიტე, სხვების საინტერესო ნამუშევრებს მოვუყარო თავი და კოლექციონერობას ვამჯობინებ. ჩანახატებს ვწერ და ვაგროვებ. წარმოშობით აჭარიდან, ბათუმიდან ვარ, ხშირად ვწერ ჩემს კუთხეზე და მიტაცების მისი სამზარეულო.
ეთნოკულინარია ასევე ჩემი გატაცებაა და ვცდილობ ფართო მასშტაბით ვაჩვენო მისი განსაკუთრებულობა. პროფესიული კულინარიიდან არაერთი მეგობარი მყავს, მათ შორისაა ქალბატონი ესმა კუნჭულია, რომელთან ერთადაც ხშირად ვაგროვებ რეცეპტებს და ვემსახურებით მათ აღდგენას.
მყავს მეუღლე და უძვირფასესი ოჯახი, რომელთან ერთადაც თავისუფალ დროს ვატარებ.
დაბოლოს, როგორ ასპარეზად იქცა თქვენთვის „ტოტალ შარმი“? როგორ მისდევთ თვითგანვითარებას?
„ტოტალ შარმი“ ექიმებისთვის ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით − ახალგაზრდა თაობისთვის. ვფიქრობ, ძალიან სწორად არჩევენ კადრებს და მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევენ, ამ მისიას კი საკუთარ თავზე ერთეულები იღებენ. საზღვარგარეთ გავლილი ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, კლინიკაში ოთხ უდიდეს ექიმთან (ბატონი მარლენ სულამანიძე და მისი ვაჟები − კონსტანტინე და გიორგი, ასევე, ქალბატონი ალბინა ქაჯაია) თანამშრომლობა წარმატებისთვის უკვე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ერთად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე, მათ კვლევასა და საზღვრებს გარეთ შესაბამის წარდგენაზე. გამოვცემთ კრებულებს, ვატარებთ ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც უცხოეთიდან ჩვენთან უამრავი ექიმი ჩამოდის, რათა „აპტოსის“ პროდუქციის შესახებ მეტი გაიგონ. ამ მხრივ, „ტოტალ შარმი“ დედაქალაქია.
განვითარება არასდროს წყდება, არც ექიმის ამპლუადან გამოდიხარ, როცა სამუშაო საათები სრულდება. ვმონაწილეობ კონგრესებში, მათ შორის ორი უდიდესი შეკრება პარიზსა და მონაკოში ყოველწლიურად იმართება, სადაც სპიკერის ამპლუაში საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს ვუზიარებ და მედიკოსებისგან ასევე დიდ გამოცდილებას ვიძენ.