რა სახის მეთოდები არსებობს კანის გაახალგაზრდავებისთვის?
ჩამოვთვალოთ: არსებობს აპარატურული მეთოდები და პრეპარატებით გაახალგაზრდავება. პრეპარატებიდან აღსანიშნავია ბიორევიტალიზაციის, მეზოთერაპიის, პლაზმოლიფტინგის პროცედურები, ხოლო აპარატული მეთოდებიდან, მინდა გამოვყო ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენი კლინიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, უკვე დავრწმუნდით, რომ საუკეთესოა.
რატომ არის ფოტოფრაქციული მეთოდი საუკეთესო?
ფოტო-IPL არის ინტენსიური ფოტოსხივი, რომლის დროსაც ხდება ეპიდერმისზე და დერმაზე სხვადასხვა ფილტრის მეშვეობით კანზე ზემოქმედება. ფოტოსხივი ორმაგად გამოიმუშავებს ელასტინს და კოლაგენს, რის შედეგადაც კანის ფერი იცვლება, წვრილი ნაოჭები სწორდება, კანი ხდება ერთგვაროვანი. აღსანიშნავია, რომ IPL-ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ აახალგაზრდავებს კანს, ასევე კარგად უმკლავდება მასზე არსებულ სხვა პრობლემებს, როგორიც არის აკნე, ჰიპერპიგმენტაცია (ქლოაზმა, მელაზმა), კუპეროზი, ვარდისფერი ფერიმჭამელა.
რა ხდება ფრაქციული ლაზერით გაახალგაზრდავების დროს?
ფრაქციული გაახალგაზრდავების დროს ხდება არააბლაციური ლაზერული სხივით ზემოქმედება კანზე. კერძოდ, ლაზერის სხივი აკეთებს მიკროჩანაჭედვებს, მიკროკოაგულაციებს ეპიდერმისში, ამის შედეგად კი ხდება კოლაგენის, ელასტინის სრული განახლება და დაბერებული კანის მოცილება. კანის ოვალის შეცვლა და ლიფტინგი.
პაციენტი, რომელსაც 40 წლამდე არანაირი კოსმეტოლოგიური პროცედურა არ აქვს ჩატარებული და უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს, პროცედურებს ვიწყებთ ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავებით და ბიორევიტალიზაციისგან განსხვავებით, უფრო თვალსაჩინო შედეგს ვიღებთ.
30 წლის შემდგომ ასაკში ამ პროცედურის დაწყება დაიცავს კანს ასაკთან დაკავშირებული სწრაფი ცვლილებებისგან, გააძლიერებს მის ჯანმრთელობას, სიჯანსაღეს, და გაგიხანგრძლივებთ კანის ახალგაზრდობას.
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ინოვაციური ლაზერული აპარატები, რომელიც შეესაბამება უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის ერთ-ერთი „კოზირი“ არის Lumenis M22 აპარატი, რომელიც აღჭურვილია სამი თავაკით. ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურისას ხდება IPL-თავაკის და ფრაქციული ლაზერის გამოყენება.
რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
პრაქტიკულად, უმტკივნეულოა. პროცედურამდე ხდება საანესთეზიო მალამოს მეშვეობით გაყუჩება.
როგორი რეჟიმი უნდა დავიცვათ ფოტოფრაქციული პროცედურის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ აუცილებელია გამოყენებულ იქნას მზისგან დამცავი საშუალებები 3-4 კვირის განმავლობაში.
როდის მივიღებთ შედეგს, მას მერე, რაც ჩავიტარებთ პროცედურას?
პროცედურების შედეგი განსაკუთრებით საგრძნობია 2-3 თვის შემდეგ, როდესაც მთლიანად დასრულებულია კანის კოლაგენისა და ელასტინის განახლება.
რამდენი პროცედურის ჩატარებაა საჭირო?
წელიწადში სასურველია 3 პროცედურის ჩატარება 1 თვის ინტერვალით.
მისამართი: თბილისი, ბახტრიონის 11ბ
ტელეფონი: 592191100
www.neoneoaesthetic.ge