„კლინიკის დაარსების დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ცენტრში მოსულ მომხმარებელს მომსახურების მაღალი სტანდარტი შევთავაზოთ. სწორედ აღნიშნულმა მიდგომებმა მოგვიტანა საზოგადოების ნდობა, რომელსაც არასდროს ვღალატობთ“, – აღნიშნა ესთეტიკურ ცენტრ „ესტიას“ დამფუძნებელმა, ექიმ-კოსმეტოლოგმა ნათია ბერიძემ. სფეროში 18-წლიანი გამოცდილება აძლევს შესაძლებლობას გრძნობდეს, რა პროცედურების ჩატარება ესაჭიროება მომხმარებელს და ზუსტად მოერგოს მათ საჭიროებებს. უკრაინაში განათლებისა და უდიდესი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და გადაწყვიტა შეექმნა მყუდრო სივრცე, სადაც ადამიანები, სასარგებლო პროცედურებთან ერთად, სულიერად დაისვენებდნენ და ყველა იმ კითხვაზე ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს მიიღებდნენ, რაც მათ სილამაზესა და ჯანმრთელობას ეხება. პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებულმა ესთეტიკურმა ცენტრმა სწრაფად შეძლო ადამიანებში ნდობის მოპოვება. ცენტრის ოფიციალურ გვერდზე მადლიერების არაერთ ტექსტს ამოიკითხავთ, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ „ესტია“ არის ადგილი, სადაც მათ კომფორტზე ზრუნავენ. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ამბობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა სფეროში არსებულ სიახლეებს, რათა მზად იყოს თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად. თუ გსურთ მაღალშედეგიანი პროცედურები მიიღოთ, რომელიც თავს ნამდვილ ქალღმერთად გაგრძნობინებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ესთეტიკურ ცენტრს „ესტია“, რომელიც თურმე ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთის სახელია ბერძნულ მითოლოგიაში.
ქალბატონო ნათია, როდის დააარსეთ ესთეტიკის ცენტრი „ესტია“ და რა იყო თქვენი მიზანი?
„ესტია“ 2017 წელს დავაარსე. მას შემდეგ ვცდილობთ ამ სფეროს განვითარებას, ევროპული სტანდარტის საქართველოში დანერგვას და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების გაზიარებას. „ესტიაში“ სახისა და სხეულის მოვლისთვის ყველა უახლესი მეთოდია დანერგილი, რომელსაც კიდევ უფრო ეფექტურს ჩვენი ცენტრის პროფესიონალ ექიმთა გუნდი და ტექნიკური მხარდაჭერა ხდის. ცენტრში შექმნილმა კომფორტულმა გარემომ, თანამედროვე სტანდარტმა, განაპირობა ის, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა დადებით რეკომენდაციებს გვიწევს. მთელ გულს და სულს ვდებ ჩემს საქმიანობაში, ძალიან ბევრი წელი მივუძღვენი და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან შენთან ჩატარებული პროცედურებით ბედნიერება მიანიჭო ადამიანს, რომელიც ერთი პროცედურის გაკეთებისთანავე ნათლად ხედავს შედეგს, აღუწერელი სიხარულია. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ „ესტიაში“ მოსული მომხმარებლისთვის შევქმნათ ოჯახური გარემო, სადაც სილამაზე და კომფორტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
აღნიშნულ ბაზარზე მზარდი კონკურენციაა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?
ჩვენი წარმატების მიზეზი პროფესიონალთა გუნდი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საქმისადმი დიდი სიყვარულია, რასაც ცენტრში ფეხის შემოდგმისთანავე გრძნობენ ადამიანები. გრძნობენ, რომ ზუსტად იქ მოხვდნენ, სადაც მათი მოლოდინი აუცილებლად გამართლდება.
სერვისების მრავალფეროვნება...
ესთეტიკის ცენტრი ESTIA შემდეგი სახის მომსახურებას გთავაზობთ: სახისა და სხეულის მოვლის უახლეს სამედიცინო მეთოდებს, აპარატულ კოსმეტოლოგიას (დერმაბრაზია, რადიოტალღური ლიფტინგი, RF-ლიფტინგი, მიკრონიდლინგი, სახის აპარატული წმენდა), ინიექციურ კოსმეტოლოგიას (ბიორევიტალიზაცია, პლაზმოლიფტინგი, ოვალის მოდელირება, ფილერი, მეზოთერაპია, ბოტოქსი), ვარიკოზის მკურნალობას (სკლეროთერაპია, ლაზერით მკურნალობა), სხეულის კორექციას (ანტიცელულიტური მასაჟი, რელაქსაციური მასაჟი), ლაზერულ ეპილაციას, ბიოეპილაციას, ფრჩხილის მოვლას, პერმანენტულ მაკიაჟს.
როგორც ვიცით, ესთეტიკის ცენტრი „ესტია“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გარკვეულ პროექტებშია ჩართული. კონკრეტულად რა ტიპის აქტივობებზე ამახვილებთ აქცენტს?
როგორც მოგეხსენებათ, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვების განვითარებასა და განათლებას. ჩვენი ცენტრი ცდილობს მცირე წვლილი შეიტანოს აღნიშნულ ქველმოქმედებაში და ამისთვის პერიოდულად ატარებს უფასო თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს. ხშირად ვჩუქნით უფასო პროცედურებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ვფიქრობთ, სოციალური პასუხისმგებლობა უპირველესი უნდა იყოს თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციისათვის.
დღეს საკმაოდ რთული მოსაპოვებელია ნდობა. როცა აღნიშნული მიმართულებით უამრავი შემოთავაზებაა, როგორ მოახერხეთ ირგვლივ ამდენი კმაყოფილი მომხმარებლის შემოკრება?
თუ ვისაუბრებთ, რითი გამოირჩევა ჩვენი ესთეტიკის ცენტრი და რა მიდგომები გვაქვს მკურნალობასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩვენ არ ვიწყებთ პაციენტის მკურნალობას, ვიდრე არ შევაგროვებთ მასზე ანამნეზს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა პაციენტთან, ანუ, თუ პაციენტის ჯანმრთელობასთან შეუთავსებელია კოსმეტოლოგიური ჩარევა, ამ შემთხვევაში არ ვიწყებთ მკურნალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა ადამიანი ათვითცნობიერებს, რომ რეალურად ზრუნავენ მასზე, უჩნდება ნდობა და ბედნიერი ვარ, რომ ერთგულ მომხმარებელთა მთელი არმია გვყავს. ჩვენი ცენტრით არა მარტო ქართველები, უცხოელებიც სარგებლობენ და გვიცხადებენ ნდობას.
თქვენთვის, როგორც ექიმ-კოსმეტოლოგისთვის, რაში მდგომარეობს სილამაზის საიდუმლო?
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ სილამაზის საიდუმლო ჩვენი ცხოვრების სტილში მდგომარეობს. ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველესია, რაც ბევრად თავდაჯერებულსა და ლაღს გაგხდით.
რას ურჩევთ მათ, ვისაც მუდმივად ფორმაში ყოფნა სურთ?
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალს სურს მუდამ ახალგაზრდა და მიმზიდველი იყოს, თუმცა ცუდია ის, რომ დაბერების საწინააღმდეგო 100%-იანი ეფექტური საშუალება არ არსებობს. კარგი ის არის, რომ კომპეტენტურ ექიმს შეუძლია დაადგინოს მიზეზი, თუ რატომ გვეტყობა ასაკი ასე ძალიან (მემკვიდრეობა, ცხოვრების წესი და ა.შ.). აქედან გამომდინარე, იფიქრეთ იმ ზომების მიღებაზე, რაც თქვენს გარეგნობას იდეალურობას შეუნარჩუნებს.
როგორია „ესტიას“ სამომავლო გეგმები?
უპირველესად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული კმაყოფილი პაციენტი/მომხმარებელი არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია სამომავლო განვითარებისთვის. გვინდა შევინარჩუნოთ ინდივიდუალური მიდგომა პაციენტებთან, ასევე დავნერგოთ საერთაშორისო ესთეტიკის სფეროში არსებული ახალი ინოვაციები. ჩვენი მომხმარებლებისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად ვგეგმავთ ვერანდა მოვაწყოთ, ეგრეთ წოდებული „ზამთრის ბაღი“, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიირთვან ყავა, დაისვენონ. კომფორტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები, პროფესიონალი ექიმები – გვეწვიეთ ჭავჭავაძის 76 ნომერში. „ესტიას“ მთელი გუნდი გვიგულეთ თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის სამსახურში.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე