საქართველოში ესთეტიკური მედიცინის კუთხით მოქალაქეების მხრიდან დღითი დღე იზრდება მოთხოვნა. სხვადასხვა სახის პროცედურის მიღების შესაძლებლობას არაერთი კლინიკა გვთავაზობს, თუმცა მნიშვნელოვანია იმ კლინიკაზე შევაჩეროთ არჩევანი, რომელიც უახლოესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხიან მომსახურებას გვთავაზობს. გვინდა გესაუბროთ ამ კუთხით საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ კლინიკაზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ყველა პირობას გიქმნის იმისათვის, რომ თავი მიმზიდველად და გამორჩეულად იგრძნო. „ია დარსაველიძის კლინიკა“, დერმატოვენეროლოგმა, დერმატოკოსმეტოლოგმა და ლაზერთერაპევტმა, ია დარსაველიძემ დააფუძნა. როგორც ქალბატონმა იამ ჟურნალ OK! ბათუმთან განაცხადა, ის და მისი გუნდი პროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი კომფორტისა და სილამაზის გარანტი იყვნენ. რა ტიპის სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რუჯის მიღებისას რა უნდა ვიცოდეთ კანის დაზიანებისგან თავის ასარიდებლად და რა მიაჩნია წარმატების მისეულ ფორმულად – აღნიშნულ კითხვებზე პასუხები წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
ქალბატონო ია, თქვენი კლინიკა რა ტიპის სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს?
ჩვენი კლინიკა გახლავთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, სადაც წარმოდგენილია როგორც თანამედროვე დერმატოკოსმეტოლოგიური, ასევე ლაზეროთერაპიული პროცედურები. კოსმეტოლოგია მოიცავს ყველა სახის ინიექციურ პროცედურებს: მიმიკური ნაოჭების კორექცია (ბოტულინოთერაპია), ტუჩის მოცულობისა და ფორმის შეცვლა, ცხვირტუჩის, ნიკაპის, ყვრიმალის მოდელირება და კონტურული პლასტიკა, ცხვირის არაოპერაციული ინიექციური რინოპლასტიკა, ბიორევიტალიზაცია, პილინგი, პლაზმოლიფტინგი, პერმანენტული მაკიაჟი, ჰიპერჰიდროზის, ანუ ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა, სახის კანის მოვლა, პაპილომებისა და არასასურველი ხალების მოცილება. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია უახლესი თაობის ჭარბთმიანობის სამკურნალო ალექსანდრიტის (CANDELA) ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომელიც გახლავთ ოქროს სტანდარტად აღიარებული პროცედურა. ასევე ფუნქციონირებს მასაჟის კაბინეტი, სადაც ტარდება როგორც სხეულის მაკორექტირებელი, ასევე სამკურნალო გამაჯანსაღებელი მასაჟი. გვაქვს ფიტნეს დარბაზი მხოლოდ ქალბატონებისათვის, სადაც ტარდება კომპლექსური ვარჯიშები, რომელიც მოიცავს აერობიკა პილატესს და კარდიო ვარჯიშების ელემენტებს, ასევე ხერხემლის სამკურნალო ვარჯიშებს და სპეციალური პროგრამაა ორსულთათვის, რომელიც ეხმარება წონის შენარჩუნებასა და სიჯანსაღეს.
არსებობს საშუალებები, რომლებიც დაზიანებისგან დაიცავს კანს, და ამავდროულად, შევძლებთ რუჯის შენარჩუნებას?
ლამაზი და ჯანმრთელი კანი ადამიანის სიჯანსაღის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში ისე გავირუჯოთ, რომ არ მოხდეს ისეთი სახის დაზიანებები, როგორიცაა, მზის ზედმეტი ინსოლაციით მიღებული დამწვრობა. ამისთვის არსებობს მზისგან დამცავი SPF ფაქტორის მქონე საშუალებები, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენი კანი სრულიად დაცული იქნება მზის დამწვრობისგან, თუმცა უმნიშვნელოვანესია ამ შემთხვევაში ყურადღება მივაქციოთ მზისგან დამცავ საშუალებას SPF, რომელიც უნდა იყოს 50+ და წყალგამძლეობას. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა ჩვენ მაინც ვერ ვიცავთ თავს და გვაქვს მზით დამწვრობის პრობლემა, მინდა რეკომენდაცია გავუწიო ევროპულ პრეპარატს – „ლარიფან უნგო“ 0,05% მალამოს, როგორც მზით დამწვრობის სამკურნალო, ძალიან სწრაფი ეფექტის მქონე საშუალებას. ეს არის კანის დამცავი, დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალება. პირველივე გამოყენების შემდეგ აქრობს მზით დამწვრობის სიმპტომებს – ტკივილს, შეშუპებას, ბუშტუკებს, ინარჩუნებს რუჯს, სრულიად აღადგენს კანის ტენიანობას და სირბილეს. ძალიან ამშვიდებს კანს და იცავს გამოშრობისგან, გაღიზიანებისგან. ვინაიდან ზაფხული ბევრისთვის ტუჩის და ცხვირის ჰერპესის სეზონიცაა – „ლარიფანი უნგო“ 0,05 მალამო ამ შემთხვევაშიც უებარი საშუალებაა, რადგან იმ ეფექტების გარდა, რაც უკვე მოგახსენეთ, მისი მოქმედი ნივთიერება ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებით გამოირჩევა ძალიან დიდი რაოდენობით ვირუსების მიმართ, მათ შორის ძალიან ეფექტიანია ჰერპესისა და პაპილომების წინააღმდეგ. ასე რომ, „ლარიფანი უნგო“ არა მხოლოდ მზით დამწვრობისა და გამომშრალი კანის სიმპტომებს მოგიხსნით, არამედ უმკურნალებს თქვენს ჰერპესსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლარიფანის“ მალამო არის ძალიან უსაფრთხო, გამოიყენება ყველა ასაკში, ჩვილებისა და ორსულების ჩათვლით.
რას ურჩევთ ცხიმიანი კანის მქონე პაციენტებს, რომლებსაც აკნესკენ აქვთ მიდრეკილება?
განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება ცხიმიან კანს. მზის ინსოლაცია მწვავე აკნეს შემთხვევაში დაუშვებელია, მხოლოდ აკნეს შემდგომ პერიოდში ნამკურნალებ კანზე დადებითად მოქმედებს რუჯი. აქაც მინდა შევეხო „ლარიფანის“ მალამოს, როგორც ეფექტურ, აღმდგენ საშუალებას კანის გაღიზიანების დროს, მით უმეტეს, აკნეს მქონე პაციენტებში, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ ადგილობრივი აღდგენითი პროცესების პრობლემა, რასაც „ლარიფანი“ 100%-ით აწესრიგებს, მისი ყოველდღიური გამოყენების პირობებში – მთავარია გამოიყენონ ყოველდღე, მინიმუმ ყოველ დილით. თუმცა, მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ „ლარიფანის“ გამოყენებას დღეში ორჯერ – დილით, მაკიაჟის ქვეშ და საღამოს, დაბანილ სახეზე.
რამდენად შესაძლებელია ნამზეური სიმსივნური დაავადებების წარმოშობის, ან დაჩქარების მიზეზი გახდეს?
მოგეხსენებათ, კანი არის ადამიანის სხეულის საფარველი და ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. როგორც აღვნიშნეთ, მზეზე ყოფნის დროს აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებით მივიღოთ რუჯი. შუადღის მზეზე ყოფნა, ანუ მაშინ, როცა მზე ზენიტშია და ყველაზე მეტად მავნეა მისი გამოსხივება (ასევე დიდი დროით სოლარიუმში გარუჯვა), შესაძლოა გახდეს კანის სიმსივნური დაავადებების წარმოშობისა და დაჩქარების მიზეზი.
ქალბატონო ია, ჩვენს მკითხველს ასევე აინტერესებს, საშიშია თუ არა ნამზეური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულზე მრავლად აქვთ სხვადასხვა სახის წარმონაქმნები?
კანზე არსებული ყველა სახის წარმონაქმნი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებულად რუჯის მიღების დროს. უსიამოვნო შედეგებს თავიდან ავიცილებთ, თუ გამოვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, განსაკუთრებით აღნიშნული წარმონაქმნების ლოკალიზაციის უბანში.
თქვენგან ასევე სასიამოვნო იქნება რჩევების მიღება, როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის ცხელ სეზონზე...
მათ, ვინც ზაფხულის სეზონზე აქტიურად ირუჯება, უპირველესად, მინდა ვურჩიო სწორად მიიღონ რუჯი, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და სილამაზეს. ნამდვილად მოსაწონია ნამზეური კანი, თუმცა დიდი დროით მზეზე ყოფნა აზიანებს კანს. ასეთ დროს კანი შრება, ნაოჭდება, უსიცოცხლო ხდება, ასე რომ დაიცავით ზომიერება და შეინარჩუნეთ მოვლილი კანი. რაც შეეხება მათ, ვისაც გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი აქვთ, ასევე დაქვეითებული აქვთ კანის აღდგენითი ფუნქცია, ადვილად უჩნდებათ და უჩირქდებათ გამონაყარი – ვურჩევ გამოიყენონ „ლარიფან უნგო“ 0,05%-იანი მალამო ყოველდღე – სუფთა კანზე, დილით. შეგიძლიათ მაკიაჟის ქვეშ გამოიყენოთ და საღამოს – ძილის წინ. „ლარიფანის“ მალამოს მოხმარება უნდა გადავიდეს ყოველდღიურ ჩვევაში, რათა კანი იყოს მუდმივად ფორმაში კლინიკური თვალსაზრისით, ანუ ნორმაში იყოს კანის დამცველობითი ფუნქცია, არ დაქვეითდეს კანში აღდგენითი პროცესები და კანი იყოს ჯანმრთელი.
როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა? რა არის იმისთვის საჭირო, რომ მოიპოვო საზოგადოების ნდობა?
ჩემი აზრით, საკუთარი საქმის სიყვარული, პაციენტების მიმართ გულწრფელი და გულისხმიერი დამოკიდებულება მთავარი ფაბულაა პროფესიული წინსვლისა და წარმატებისთვის.
გამოწვევები, რომელსაც „ია დარსაველიძის კლინიკა“ პასუხობს...
მყუდრო და სასიამოვნო გარემო, ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალური პროგრამა, თანამედროვე მიდგომები, კონფიდენციალურობა... რაც მთავარია, შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი.