თითოეული ჩვენგანი თავს იმ საქმეს უძღვნის, რომელიც შესისხლხორცებული აქვს და ათწლეულების განმავლობაში უამრავი გამოცდილება დაუგროვდა, რაც გვაძლევს უფლებას თამამად ვთქვათ –„ლაზერ მედი“ პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც სილამაზესა და ესთეტიკას ემსახურება
„ლაზერ მედის“ დამფუძნებელი ინგა შველიძე.
კლინიკა „ლაზერ მედი“ ათწლეულზე მეტია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მომსახურების მაღალს ხარისხსა და სტანდარტს სთავაზობს მომხმარებლებს. დღეს უკვე კარგად ცნობილი ბრენდის სახელის უკან, დგას დიდი ოჯახის ერთობლივი ძალა, მოტივაცია და მუხლჩაუხრელი შრომა, რომელმაც ბრენდის ცნობადობა და ურყევ ხარისხთან ასოცირება განაპირობა.
მოგვიყევით „ლაზერ მედის“ დაარსების ისტორია.
თბილისის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი დერმატო-კოსმეტოლოგიური ან/და ესთეტიკური სილამაზის ხარისხიანი მომსახურების მიღება, ამიტომ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ევროპული დონის მომსახურებასა და ხარისხს შესთავაზებდა საქართველოს დასავლეთ რეგიონს.
რატომ ირჩევენ „ლაზერ მედს“?
იყო პირველი, რთული დავალებაა, სილამაზისა და ესთეტიკის დარგში აპრიორია პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მათი სილამაზის აღქმის გათავისება, ხარისხისა და სტანდარტის დაცვით მაღალი მომსახურების გაწევა. და რა თქმა უნდა, კმაყოფილი პაციენტები, რასაც კლინიკა „ლაზერ მედი“ 12 წელია წარმატებით და ღირსეულად უმკლავდება. უპირველესად, მნიშვნელოვანია სილამაზის, ესთეტიკური მედიცინისა და დერმატო-კოსმეტოლოგიური კუთხით ცნობიერების ამაღლება.
უმრავლეს შემთხვევაში პაციენტებს უწევთ საეჭვო წარმომავლობის პრეპარატებისა და დერმატოკოსმეტოლოგიურ კაბინეტებში მომსახურების მიღება, რაც, თავის მხრივ, უამრავ რისკთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი მანიპულაცია, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო ჭრილში განიხილება და მისი მკურნალობა თუ ინვაზიური/არაინვაზიური ჩარევა უშუალოდ პროფესიონალი დერმატოკოსმეტოლოგის მიერ უნდა ხდებოდეს.
ბევრი გვინახავს ამის სავალალო შედეგები: დამწვარი, დაზიანებული კანიდან ტუჩის, ცხვირის დამახინჯებულ ფორმამდე. კლინიკაში „ლაზერ მედი“ ნებისმიერი პაციენტი დაცულია მსგავსი სახის რისკისგან. პირველი ეტაპი, ეს გახლავთ პაციენტის სურვილების შესწავლა, მასთან კომუნიკაცია, მისი თვალით აღქმული სილამაზისა და შედეგის გააზრება და მხოლოდ შემდეგ უშუალოდ პროცედურის დაგეგმვა. მომსახურების სპექტრი სრულად ერგება ნებისმიერი პაციენტის სურვილებს.
ლაზერული ეპილაცია, კლინიკის ყველა ფილიალში წარმოდგენილია ოქროს სტანდარტად აღიარებული ამერიკული ფირმა Candela-ს მიერ შემოთავაზებული 2019 წლის ალექსანდრიტის ლაზერი. აპარატი არის დერმატოლოგიური დანიშნულების, პროცედურა არ საჭიროებს გაპარსვას, ინტერვალი პროცედურას შორის არის 2 თვე, პროცედურა სწრაფია, უმტკივნეულო, სამმაგი გაძლიერების სისტემის ხარჯზე. 4-5 პროცედურის შემდეგ თმა ქრება.
კონტურული მაკიაჟი, ტუჩის მოცულობა, ცხვირის მოდელირება, 1 საათში, ოპერაციული ჩარევის გარეშე, რომელიც 2019-2020 წლის ტრენდია, ღაბაბის მოცილება და სახის ოვალის კორექტირება, აკნეს მკურნალობა კომპლექსური მიდგომით, ბიორევიტალიზაცია, პლაზმო ლიფტინგი, ბოტულინოტოქსინის ინიექციები, ჭარბოფლიანობის მკურნალობა მხოლოდ 1 პროცედურით, ულ-თერაპია (HIFU) აპარატურული არაინვაზიური მეთოდი, სახის კანის ბუნებრივი გაახალგაზრდავება. აპარატი შექმნილია ქალბატონებისათვის, რომლებსაც აშინებთ ინიექციური პროცედურები და აქვთ ტკივილის შიში, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, შედეგი კი 2-3 წლამდე ნარჩუნდება! ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის, ცხვირის ესთეტიკური კორექცია, ნახშირბადისა თუ ქიმიური პილინგები. კლინიკას აქვს ისეთი უნიკალური მომსახურება, როგორიც არის სხეულის მოდელირება წყლის ჭავლით. „შარკო“ – ეს უნიკალური პროცედურა საქართველოში სულ რამდენიმე ბალნეოლოგიურ კურორტზეა წამოდგენილი. შხაპი „შარკო“, როგორც გასახდომი, ისე, ზოგადად, სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურაა. ამაღლებს სხეულის ტონუსს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხსნის დაღლილობას, ახდენს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აქვს ანტისტრესული და ძილის მოსაწესრიგებელი მექანიზმი, საუკეთესო შედეგია ჭარბი წონის პაციენტებში, აკორექტირებს ცელულიტის კონტურს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. გვაქვს ფიტნეს დარბაზი, რომელიც დატვირთულია, აერობიკის, სტეპაერობიკის, პილატესისა და იოგას სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით. კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა სახის სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟი, მშვიდსა და კომფორტულ გარემოში. თითოეულ მათგანში ხდება მხოლოდ ულტრათანამედროვე აპარატურითა და მსოფლიოში აღიარებული ბრენდული პრეპარატებით მუშაობა.
როგორც ვიცით, მთელი ოჯახით ჩართული ხართ ბიზნესში. რას ნიშნავს თქვენთვის ემსახურებოდეთ აღნიშნულ სფეროს?
ოჯახში მუდმივად ყველა სასაუბრო თემა საბოლოოდ უკავშირდება მედიცინასა და ესთეტიკას, ამან გავლენა, რაღა თქმა უნდა, მომდევნო თაობაზეც მოახდინა და ახლა უკვე ჩემი ქალიშვილი თამთა შავიძე ჩვენი კლინიკის წამყვანი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგია. მისი კვალიფიკაცია და მრავალპროფილური განათლება უფლებას მაძლევს თამამად ვთქვა, რომ ის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს კოსმეტოლოგიურ მედიცინაში, ლაზერულ ეპილაციასა და ზოგადად, სილამაზის სფეროში. ოჯახის ტრადიციას არც მეორე ქალიშვილმა უღალატა და ახლა უკვე მარიამიც მთელი შემართებითა და მონდომებით ეუფლება ექიმ-კოსმეტოლოგის პროფესიას, რაც სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს, რომ „ლაზერ მედი“ კიდევ უფრო სანდო, მყარი, მოთხოვნადი და მაშტაბური გახდეს უახლოეს მომავალში. კლინიკაში „ლაზერ მედი“ მუდმივად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, პრეპარატებისა და მეთოდების დანერგვა-განახლება. პერსონალი გადის დახელოვნების კურსებს, ეცნობა სფეროს გამოწვევებსა და სიახლეებს. ჩვენი ექიმები როტაციის წესით იცვლებიან ფილიალებს შორის, შესაბამისად, პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაეწერონ ნებისმიერ ექიმთან კონსულტაციასა თუ პროცედურაზე. ექიმისადმი ნდობა და განწყობა პირველივე შეხვედრისას ყალიბდება, პაციენტისათვის სწორად მიწოდებული ინფორმაცია გვეხმარება მკურნალობის ზუსტად წარმართვაში, უსარგებლო და ზედმეტი პროცედურების თავიდან აცილებასა და მაქსიმალური შედეგის მიღებაში.
თქვენ, როგორც „ლაზერ მედის“ დამფუძნებელი, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ კლინიკის მუშაობას? რა სიახლეებს უნდა ელოდოს თქვენი ერთგული მომხმარებელი მომავალში?
„ლაზერ მედი“ – ეს არაა მხოლოდ კლინიკა, სილამაზისა და ესთეტიკის კაბინეტი, რომელიც, სამწუხაროდ, უკონტროლოდ მომრავლდა ფეხის ყოველ ნაბიჯზე: საკუთარ სახლებში, სილამაზის სალონებსა და სავაჭრო ცენტრებში. „ლაზერ მედი“ – ეს გახლავთ პროფესიონალი ექიმი-კოსმეტოლოგებით და სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებული ესთეტიკური მედიცინის ფართო პროფილის ცენტრი, სადაც თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომით ისახება მკურნალობისა და კოსმეტოლოგიური პროცედურის დაგეგმვა და შესრულება. სამედიცინო პროცედურებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სტერილიზაციისა და პირობების დაცვით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ტარდება მხოლოდ ლიცენზირებული, სერტიფიცირებული აპარატურითა და უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე