ინტიმური პრობლემების მოგვარება კვალიფიციური მედიკოსის პრეროგატივაა. სრულყოფილი სექსუალური ცხოვრებით ტკბობისთვის, საჭიროა, ყურადღების მიღმა არასდროს დარჩეს არცერთი დეტალი, რასაც წყვილებს შორის დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია. პროფესიონალთან ღიად საუბარი, პრობლემების მიკვლევა, მათთვის თვალის გასწორება − ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც მათ აღმოფხვრას მოკლე დროში რეალურ შედეგად აქცევენ; თანაც მაშინ, როცა თანამედროვე მედიცინაში არაერთი რევოლუციური მიგნება გვხვდება. იცოდით, რომ არსებობს პროცედურა, რომელიც ორგაზმის შეგრძნებებს კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს? როგორ შესწევს მცირე მანიპულაციებს უნარი, სექსუალური კავშირი დაუვიწყარ აქტად აქციოს − ამ და მედიცინის სხვა საინტერესო გარდამტეხ მიღწევებზე მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური კლინიკა „ნეონეოს“ დამფუძნებელი, ეკა დარასელია OK!-ის ესაუბრა.
G წერტილის აუგმენტაცია, როგორც ქალის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონის სტიმულაცია
კლიტორი და G წერტილი ქალის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონებია, რომლებიც ე.წ. „კლიტორ-ვაგინალურ კომპლექს-ერთობლიობას“ ქმნის. მათი სტიმულირება იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს ან/და ორგაზმს. ყველამ იცის, სად მდებარეობს კლიტორი და როგორ უნდა მივაღწიოთ კლიტორულ ორგაზმს, თუმცა G წერტილის შემთხვევაში, ანატომიური მახასიათებლების გამო, ყველაფერი ყოველთვის ასეთი მარტივი არ არის. ფიზიოლოგიურად, ის ყველას აქვს. ვიღაცას უფრო გამოხატულად, ვიღაცას − ნაკლებად. ზოგს კი შეიძლება ისე სუსტად აღენიშნებოდეს, რომ თითქოს საერთოდ არ გააჩნდეს.
G წერტილში ჰიალურონის მჟავის შეყვანა მას უფრო მისაწვდომად აქცევს სტიმულაციისთვის; აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მგრძნობელობას. შედეგად, ეს ხელს უწყობს სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას და სექსუალური კმაყოფილების ზრდას.
როგორ განვავითაროთ და გავაძლიეროთ სენსიტიური G წერტილი
მეთოდის პრინციპია G წერტილის მოცულობაში გაზრდა, რათა სქესობრივი კავშირის დროს, ნებისმიერი პოზის მიუხედავად, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ასევე შესაძლებელია სავნებოს (კლიტორის) ზონის აუგმენტაცია (მისი მოცულობაში მატება), რაც მას ხელს შეუწყობს სქესობრივი კავშირის დროს მეტად მგრძნობიარე გახდეს. ამით ჩვენ ორგაზმის მიღწევის სირთულეების გადალახვა შეგვიძლია.
გინეკოლოგთან, წინასწარი კონსულტაციის დროს, პაციენტს შეუძლია დააკონკრეტოს საკუთარი პრობლემა ან სურვილები.
კონსულტაცია
კონსულტაციაზე ხდება საშოს სტრუქტურის ანატომიური მახასიათებლების მდგომარეობის დაზუსტება, დგინდება ფილერის შეყვანის სავარაუდო ადგილმდებარეობა და ჰიალურონის მჟავის საჭირო ოდენობა; საშოს ლორწოვან გარსზე გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია.
G წერტილის გასაზრდელად, ჰიალურონის მჟავა შედის საშოს კედელსა და შარდსაწვეთს შორის მდებარე სივრცის არეალში. რაც შეეხება შემავსებელს, ის თანამედროვე ესთეტიკურ-გინეკოლოგიურ კოსმეტოლოგიაში ინტიმური ზონებისთვისაა განკუთვნილი.
პროცედურის შემდეგ
პროცედურის შედეგად, დამუშავებული ადგილი ხდება საშოს კედლის ყველაზე მძლავრი წერტილი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია შეხებისთვის. ეს ხელს უწყობს ვაგინალური ორგაზმის მიღწევას, რომელიც აქამდე იშვიათად ან საერთოდ არ იყო, ან იზრდება მისი ინტენსივობის სიხშირე და სიძლიერე, სკვირტინგამდეც კი. სკვირტინგი − ეს არის გამონადენი სექსუალური აღგზნების ან ორგაზმის დროს შარდსადენიდან, მაგრამ არა შარდი, არამედ თეთრი ან უფერული, უსუნო სითხე, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას და გლუკოზას. ამის შესახებ ჯერ კიდევ კამასუტრაში ვხვდებით, ვკითხულობთ ცნობილი ჰიპოკრატესა და ძველ რომაელ ექიმ გალენის ნაშრომებში.
ჰიალურონის მჟავის შეყვანა G წერტილის მიდამოში ასევე საშუალებას იძლევა მოგვარდეს სტრესული შარდის შეუკავებლობის პრობლემა − მიმდებარე ქსოვილების მოცულობის კორექტირების ხარჯზე.
G წერტილში ჰიალურონის მჟავის შეყვანის მიზეზები
ეს ერთგვარი სექსუალური ექსპერიმენტია. არაჩვეულებრივი შედეგია სექსუალური დრაივის, სექსის დროს არსებული შეგრძნებების დაქვეითებასთან ბრძოლისთვის, სექსუალური ინფანტილიზმის, იშვიათი ორგაზმის ან ანორგაზმიის დასაძლევად. ასევე, ვაგინალური ანატომიის დასაკორექტირებლად, რომელიც სექსის დროს ზონების სტიმულირებას ართულებს.
ჩვენს კლინიკაში „ნეო-ნეო“ G წერტილის დამუშავება სპეციალური ევროპული წარმოების ჰიალურონის პრეპარატების ინიექციების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც ქალებში ინტიმური უბნების ინიექციური კონტურის შესაქმნელად საუკეთესო შემავსებლებს წარმოადგენენ.
ინიექციის მეთოდის უპირატესობები
სარეაბილიტაციო პერიოდი მცირეა. ხანმოკლეა პროცედურის ხანგრძლივობაც, რომელსაც 20 წუთიც არ სჭირდება.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას მეთოდის უსაფრთხოებას. შემავსებელი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავა რაც შეიძლება ახლოს არის ქსოვილებში შემავალ ნივთიერებასთან, რაც მთლიანად გამორიცხავს ორგანიზმის მხრიდან შეუთავსებლობას. შემავსებელი არის სრულიად ბიოდეგრადირებადი: ჰიალურონის მჟავა გაიწოვება, ხოლო მეტაბოლური პროდუქტები ბუნებრივად გამოიყოფა.
მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, სპეციალური ატრავმული ნემსებით. ის პაციენტს თავიდან აცილებს დისკომფორტს და ტკივილს როგორც პროცედურის დროს, ასევე მის შემდეგ.
შემავსებლის შეყვანის შემდეგ, G წერტილში ეფექტი 9-12 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.