ყველა ქალის სურვილია იყოს ბედნიერი, ლამაზი, მიმზიდველი და სასურველი, მაგრამ ამავდროულად, თუ ქალბატონს ეჭვი ეპარება ინტიმური ზონის სიჯანსაღესა და მიმზიდველობაში, თავს იჩენს ინტიმური ხასიათის პრობლემები, რაც ცხადია, აისახება პირად, სქესობრივ ცხოვრებასა და პარტნიორთან ურთიერთობაზე. სწორედაც პლასტიკური-ესთეტიკური გინეკოლოგიის მიზანია, გადაწყვიტოს რიგი დელიკატური საკითხები. ისეთი პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ინტიმური ზონის ინდივიდუალურ ფიზიო-ანატომიურ აგებულებასთან და პათოლოგიებთან: მშობიარობის შემდგომი ცვლილებები, ასაკობრივი თუ ჰორმონული დარღვევებით გამოწვეული ცვლილებები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ესთეტიკური გინეკოლოგი თინათინ თომაძე გვიამბობს.
თინათინ, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ „ტოტალ შარმის“ შესახებ. რამდენი ხანია, რაც კლინიკა საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა და რა არის მისი მთავარი კონცეფცია და უპირატესობა?
პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელმა „ტოტალ შარმმა“ სამედიცინო სფეროში უკვე მრავალი წელია პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა. რთული ჩამოსათვლელი იქნება ყველა ის უპირატესობა, რაც „ტოტალ შარმს“ ბაზარზე არსებული კლინიკებისგან გამოარჩევს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს და უზრუნველყოფს მათ განათლებულობას, განვითარებას და წინსვლას. ისინი მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა კომფერენციასა თუ ტრენინგში და იღებენ სერტიფიკატებს. ჩვენი ხელმძღვანელები − მარლენ, გიორგი და კოტე სულამანიძეები მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ძალიან დიდ ინვესტიციას აბანდებენ იმაში, რომ ჰყავდეთ მაღალი დონის ექიმები. სულამანიძეები არიან არაერთი კონგრესის მონაწილენი, მეთოდების დამფუძნებლები და აქვთ უამრავი რეგალია.
კლინიკაში ქალბატონ ალბინა ქაჯაიას ხელმძღვანელობით გვყავს კოსმეტოლოგთა არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც შედგება მაღალკვალიფიციური ექიმებისგან და რომლებიც ასევე მუდმივად წინსვლისა და განვითარებისკენ მიიწევენ.
ექიმები ყოველთვის ერთობლივად ვმუშაობთ. ჩვენი გუნდი წარმოადგენს ერთ ოჯახს, რომლის წევრებიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ და უფრთხილდებიან ერთმანეთს, ერთმანეთის იმიჯს და ერთმანეთის პაციენტებს. დღესდღეობით საკმაოდ იშვიათია ასეთი შეკრული გუნდი, სადაც ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც რასაკვირველია, ხელმძღვანელობის დამსახურებაა. აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადოთ ბატონ მარლენ სულამანიძეს, რომელიც უაღრესად კეთილშობილი პიროვნებაა და რომელმაც აღზარდა ზრდილობიანი, თავისი საქმის პროფესიონალი შვილები − გიორგი და კოტე სულამანიძეები. სწორედ აღზრდიდან მომდინარეობს ისიც, რომ ისინი არაჩვეულებრივი ექიმები არიან, რადგან შეუძლებელია პიროვნება იყოს ცუდი ადამიანი და იყოს კარგი ექიმი. ექიმობა და ადამიანურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. სწორედ ბატონ მარლენის დამსახურებაა კლინიკაში მომუშავე პერსონალის ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება. ჩემთვის სამსახურში მისვლა არ არის ვალდებულება, პირიქით − ყოველი დღე, რომელსაც აქ ვატარებ, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
გვიამბეთ უშუალოდ თქვენი პროფესიის შესახებ.
ძალიან დიდი ხანია, მეან-გინეკოლოგის პროფესიით ვმუშაობ. 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე მშობიარობა და ეს ჩემთვის დაუვიწყარი მომენტი იყო, რამაც გადამაწყვეტინა პროფესიის არჩევა. ეს არის უნიკალური ფენომენი, თუ როგორ ჩნდება ახალი სიცოცხლე და ჩემი პირველი ემოციაც შესაბამისი იყო, ცრემლები ვერ შევიკავე, დღესაც კი მახსოვს განცდა, რომელიც მაშინ ვიგრძენი.
როგორი იყო თქვენი არჩეული პროფესიის განვითარების შემდგომი ეტაპები?
პროფესიის არჩევის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ვხედავდი, თუ რამხელა პრობლემების წინაშე დგებიან ქალები მშობიარობის შემდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოში დავაფუძნე ესთეტიკური გინეკოლოგიის ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც ვარ და ვცდილობ ამ მიმართულების ჩვენს ქვეყანაში განვითარებას. ოცი წლის განმავლობაში ვხედავდი უამრავ ქალს, რომლებსაც მშობიარობის შემდეგ ძალზე ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროებოდათ იმისათვის, რომ გამხდარიყვნენ კვლავ ისეთები, როგორებიც მშობიარობამდე იყვნენ.
მშობიარობის შემდეგ თავისებურ ანატომიურ ცვლილებებს განიცდის საშო, ინტიმური ზონა იერსახეს იცვლის, დგება მთელი რიგი პრობლემები. ხშირი ჩივილები აქვთ შარდის სტრესული შეუკავებლობით, რაც აისახება ცხოვრების ხარისხზე. ხშირად ეს ჩივილები ვითარდება მშობიარობის შემდგომ პრე და პოსტკლიმაქტერიულ პერიოდებში. ასევე ხშირი ჩივილებით მოგვმართავენ სქესობრივი დისფუნქციით, რაც გულისხმობს ანორგაზმიას, ანუ სექსუალური ცხოვრების დროს ქალბატონი სიამოვნებას ვერ განიცდის და შედეგად ვიღებთ ბევრ კომპლექსსა და ურთიერთობაში ფსიქიკურ დაძაბულობას, უგუნებობას და რიგ პრობლემებს.
ქალს უქვეითდება შეგრძნებები, ორი და მეტი ბავშვის გაჩენის შემდეგ კი ეს პრობლემები უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს, რასაც დროთა განმავლობაში მოყვება მეუღლეებს შორის ურთიერთობის გაციება და ღალატი. ამ ყველაფრის გაანალიზებამ დამაფიქრა იმაზე, თუ რითი შემეძლო დავხმარებოდი ქალბატონებს. მინდოდა მიმეღო განათლება ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ დავიწყე საზღვარგარეთ სხვადასხვა ტრენინგსა თუ კურსზე სიარული, რომლებიც ეხებოდა პლასტიკურ ესთეტიკურ გინეკოლოგიას და შევისწავლე უამრავი რამ, დაწყებული მცირე ინვაზიით, და ქირურგიული ჩარევით დამთავრებული.
პლასტიკური ქირურგიული ოპერაციები ოდითგანვე არსებობდა და ეს სიახლე არ არის, მაგრამ მე ყველა ის ჩივილი, რაც ქალბატონებს აწუხებდათ, შევაჯამე და ვუპოვე მკურნალობის მეთოდი. ვინაიდან ისედაც ამ სფეროში ვმუშაობდი და ვიყავი ქირურგი, ჩემთვის ამ ყველაფრის შესწავლა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ევროპის ქვეყნებში ამას ჰქვია პლასტიკური ესთეტიკური გინეკოლოგია. სიახლე ის არის, რომ ერთ სივრცეში ერთიანდება ყველა ნამშობიარები, არანამშობიარები თუ ქალიშვილის პრობლემები, რომლითაც მიმართავენ ექიმს, ამიტომ გადავწყვიტე „ტოტალ შარმთან“ დამეწყო თანამშრომლობა და შევთავაზე ეს სერვისი. ეს კლინიკა იმიტომ ავირჩიე, რომ არიან ინოვატორები, სწრაფად ითვისებენ იმას, რაც კარგია და ახალია. ბატონი მარლენი დიდი ხანია ამ სფეროში საქმიანობს, მიესალმა ჩემს ინოვაციას და მიიღო ჩემი წინადადება, რის შემდეგაც დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.
როგორ შეხვდნენ ქალბატონები თქვენ მიერ შემოტანილ ინოვაციას საქართველოში?
წლები დაგვჭირდა იმისათვის, რომ არააგრესიული ფორმით მიგვეტანა საზოგადოებამდე ჩვენი სერვისი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამი წლის თავზე ნამდვილად დაგვიფასდა შრომა. ქალბატონებმა უფრო აქტიურად დაიწყეს თავის მოვლა, თამამად მოდიან კონსულტაციაზე. მიხვდნენ, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი ექიმთან სირცხვილი არ არის, რადგან მათ უკვე იციან, რომ არსებობს მათი პრობლემების მოგვარების გზები.
არსებობენ კლინიკები და ექიმები, რომელთაც პაციენტებმა შესაძლოა სხვადასხვა პრობლემით მიმართონ, თუმცა ასე, ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა ხასიათის მომსახურება, რომელსაც მე „ტოტალ შარმთან“ ერთად პაციენტებს ვთავაზობ, იშვიათია. ჩემი შრომის შედეგად მივიღე ის, რომ ქართველი ქალები უფრო ინფორმირებულები არიან, თამამად შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერი მსგავსი პრობლემით და დარწმუნებულები იყვნენ, რომ უმაღლესი დონის მომსახურებას მიიღებენ. როგორც სახე, სხეული და თმა უნდა იყოს მუდმივად ფორმაში, ასევეა ინტიმური ზონა, რომელიც აგრეთვე ყოველთვის იდეალურად უნდა იყოს მოწესრიგებული. ყველაფერი ეს ქალის სრულფასოვნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
კიდევ რა სახის პრიორიტეტებით სარგებლობს კლინიკა?
ქალბატონი, რომელიც მოდის ჩვენთან და იღებს სრულ სერვისს, მაგალითად, მკერდი და ინტიმური ზონა, რინოპლასტიკა და ვაგინოპლასტიკა ერთდროულად, როცა ორი ქირურგი მუშაობს ერთ საოპერაციოში და ერთი ოპერაციით ორი ან მეტი პრობლემა გვარდება, საკმაოდ დიდი კომფორტია პაციენტისთვის, რადგან ამ დროს სხვადასხვა ოპერაციისთვის ცალ-ცალკე რეაბილიტაცია არ არის საჭირო.
როგორია სიმპტომატიკა და მკურნალობის საშუალებები?
გინეკოლოგთან ვიზიტის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს და არც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს გინეკოლოგიური პრობლემის კუთხით. ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალს საერთოდ არც კი აქვს დაწყებული სექსუალური თანაცხოვრება, თუმცა აწუხებს გარეთა სასქესო ორგანოების ასიმეტრია, დეფორმაცია და ჰიპერტროფია. ამასთანავე, ხშირია მშობიარობის შემდგომი ჩივილები და დაზიანებები ჩვენს პაციენტებში. ასაკობრივი ცვლილებით გამოწვეული პრობლემები.
იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს და გაახალგაზრდავდეს ინტიმური ზონა, პაციენტებს ვთავაზობთ როგორც მედიკამენტურ და მცირე ინვაზიურ, ასევე ქირურგიულ ჩარევას, საშოს ლორწოვანის ლაზერულ გაახალგაზრდავებას, ინტიმური ზონის პილინგს, პლაზმოლიფტინგს, კონტურულ პლასტიკას შემავსებელი გელებით, ვაგინიზმის ინიექციურ მკურნალობას, ლიპოფილინგს (საკუთარი ცხიმით გარეთა ინტიმური ზონის კონტურირება) და ა.შ.
აპტოსის ძაფები და მეთოდები უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება პლასტიკურ ქირურგიაში და კოსმეტოლოგიაში. გამონაკლისი არ გახდა ინტიმური ზონის მკურნალობა აპტოსის ძაფებით. სწორედ აპტოსის ძაფებით გახდა შესაძლებელი შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა, საშოს კედლების აღდგენა და სხვა მრავალი ჩივილის კორექცია. ეს მეთოდი გახლავთ მსოფლიოში სიახლე და ამ მეთოდის დამფუძნებლად მივიჩნევით მე, თინათინ თომაძე და ბატონი მარლენ სულამანიძე. მედიცინაში და მეცნიერებაში ეს წინგადადგმულ დიდ ნაბიჯად ითვლება, ვინაიდან აპტოსის ძაფების გამოყენებით ვუმკურნალებთ უამრავ ქალბატონს მცირე ინვაზიური გზით, ჭრილობისა და ნაკერის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით. სიამაყითა და დიდი ბედნიერებით ვარ სავსე, რომ ასეთ შესაძლებლობას ვთავაზობთ პაციენტებს.
თინათინ, გვესაუბრეთ შედეგებზე.
გინეკოლოგიური საკითხები, სამწუხაროდ, ხშირად ტაბუდადებული თემაა, რაზეც საუბარს ბევრი ქალი თავს არიდებს. კვლევები კი ცხადყოფს, რომ სწორედ ინფორმაციის არქონა ქმნის ძირითად ინტიმურ პრობლემებს. ესთეტიკური გინეკოლოგია ეხმარება წყვილებს შეინარჩუნონ ბედნიერი, მყარი და სტაბილური ურთიერთობა.
შედეგები საკმაოდ მაღალი გვაქვს. ქალბატონები, რომლებიც ამ პროცედურებს საკუთარ თავზე გამოცდიან, ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, უბრუნდებათ ცხოვრების ხალისი და წყვილები კვლავ ბედნიერად აგრძელებენ თანაცხოვრებას.
პლასტიკური ესთეტიკური გინეკოლოგია არ არის მხოლოდ ცნება, რომელიც ინტიმური ზონის მოწესრიგებას ემსახურება. ჩვენ გავდივართ ფსიქოლოგიის, კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის უამრავ კურსს, რათა მომხმარებელს სრული სერვისი შევთავაზოთ. ამ ყველაფრის ცოდნა გვაყალიბებს პროფესიონალებად და ქალებს ვუბრუნებთ სრულფასოვნების შეგრძნებას. სწორედ ეს არის ჩვენი ინდიკაცია − ვცვლით ადამიანების ცხოვრებას და ვუბრუნებთ ხალისს, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემთვის ყველაზე დიდი ანაზღაურება კმაყოფილი პაციენტია.
ესთეტიკური პროცედურები მოიცავს:
• საშოს ლორწოვანის სიმშრალის მკურნალობას;
• შარდის სტრესული შეუკავებლობის კორექციას;
• საშოს კედლების ელასტიკურობის აღდგენას;
• ინტიმური ზონის მგრძნობელობის მომატებას.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და რა დრო ესაჭიროება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციებს?
ესთეტიკური გინეკოლოგია ემსახურება ქალებს სხვადასხვა ჯგუფისა და ასაკის მიხედვით ღრმა სიბერემდე. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. აქამდე ჩვენს კლინიკაში ძირითადად საქართველოდან დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად წასული ქალები მოგვმართავდნენ, რომლებიც დასავლეთში მსგავსი სერვისების მიღებას მიჩვეულნი არიან. ბოლო პერიოდში კი საგრძნობლად განვითარდა პლასტიკური ქირურგია და მოთხოვნაც გაიზარდა ქართველი ქალბატონების მხრიდან პლასტიკურ ესთეტიკურ გინეკოლოგიაზე. შესაბამისად, დასაწყისთან შედარებით სტატისტიკა დღეს ბევრად მაღალია. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესი ორი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში გრძელდება (დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობის მეთოდზე).
როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულების საქართველოში განვითარება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში?
მომავალში ალბათ აუცილებლად განვითარდება ეს დარგი ჩვენი ქვეყნის სხვა კლინიკებშიც და ეტაპობრივად მოხდება მისი პოპულარიზება, რადგან მიმაჩნია, რომ ესთეტიკურ გინეკოლოგიას უსაზღვროდ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვართ უკონკურენტოდ. ამას ვამბობ თამამად, რადგან „ტოტალ შარმში“ ყველა სერვისი თავმოყრილია ერთ სივრცეში და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით.