ზიზი ჭელიძისთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებისას ინსპირაციას მამა წარმოადგენდა, რომელმაც შვილის გატაცების შემჩნევა შეძლო და წლების წინ, ახალგაზრდა სტომატოლოგს მთავარი ბიძგი მიეცა. ახლა ის წარმატებული სპეციალისტია, რომელიც ჯანმრთელ ღიმილზე ზრუნვისთვის ნაყოფიერად საკუთარ კლინიკაში მუშაობს. „ზიზი ჭელიძის კლინიკა“ მაღალი სტანდარტის მომსახურებას ყველა სახის სტომატოლოგიურ პროცედურაზე აწესებს. თანამედროვე სტანდარტითა და უახლესი ტექნოლოგიებით მკურნალობისას, პაციენტი კვალიფიციურ მომსახურებას იღებს და გამორჩეულად სასიამოვნო გარემოში მათი სტუმრობა ანტისტრესია.
როგორ ფიქრობთ, ასეთ მოკლე დროში რამ განაპირობა თქვენი კლინიკის წარმატება?
პროგრესისკენ სწრაფვამ, პაციენტის სიყვარულმა და თავდაუზოგავმა შრომამ − ყოველივე ეს, წარმატების რეცეპტია.
წარმატებული შედეგისთვის რა არის საჭირო?
პროფესიონალიზმთან ერთად, პაციენტისა და ექიმის სწორი კომუნიკაცია წარმატების განმაპირობებელია.
როგორია თქვენი სამუშაო დღე თქვენსავე კლინიკაში?
სამუშაო დღე ადრე იწყება და ის ბევრი გამოწვევითა და სასიამოვნო სიახლეებითაა სავსე. დამქანცველი დღის ბოლოს, ბედნიერი პაციენტი დაღლილობის საპირწონედ დგას. სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, რომ მომდევნო სამუშაო დღე კვლავაც ნაყოფიერი იყოს. საქმისადმი ერთგულება, ხოლო პაციენტისადმი სიყვარული ის სტიმულია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს!
რა როლი უჭირავს თქვენი დღის წესრიგში თვითგანვითარებაზე ზრუნვას?
დაუღალავი შრომით თვითგანვითარებაზე ზრუნვა შესაძლებელია! 21-ე საუკუნის მრავალი თანამედროვე ტექნოლოგიის, ინფორმაციული წყაროების საშუალებით, მნიშვნელოვანი სიახლეები ხელმისაწვდომია. რასაკვირველია, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობაც ამ მხრივ საინტერესო გამოცდილებების გაზიარება-შემეცნებისთვის შესანიშნავი პლატფორმაა.
რამდენად მნიშვნელოვანია სტომატოლოგისთვის „ხელწერა“ ნამუშევარში?
ახლა, როცა უამრავი კლინიკა არსებობს, არჩევანის გაკეთებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალბათ სწორედ ის „ხელწერაა“, რომელიც ექიმს ახასიათებს.
რა სახის ზოგად რეკომენდაციას გასცემდით პაციენტებისთვის?
დღეს, როგორც არასდროს, სამწუხაროდ მაღალია იმის რისკი, რომ პაციენტებმა არასრულფასოვანი პროდუქტი მიიღონ, ამიტომ მათ ვურჩევდი, დაიცვან საკუთარი ინტერესები და გააკონტროლონ, რომელი ქვეყნის, როგორი წარმოების მასალას სთავაზობთ ორთოდონტი − ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
კლინიკაში დღის უმეტეს ნაწილს ატარებთ. რას აკლდება თქვენი დრო?
დამღლელი დღის ბოლოს ვხვდები, რომ დავაკელი შვილებს დედა, მეუღლეს ცოლი, მშობლებს − შვილი, მაგრამ საკუთარ ქვეყანას ვაჩუქე უფრო მეტი გაღიმებული სახე. ასე ბალანსდება დროის უქონლობით გამოწვეული დანაკლისი.
როგორია თქვენი განტვირთვა?
სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა აუცილებელი პირობაა. მეგობრების კამპანიაში ყოფნა, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ყოველდღიურობაში არჩევა, ცურვა, ვარჯიში − საუკეთესო საშუალებებია ჩემი რელაქსისა და კარგი განწყობისთვის.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
ჩემი საქმიანობის სამომავლო მიზანია, ჩვენი სერვისის ხარისხით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ბევრ მისამართზე ისარგებლოს. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფილიალების გახსნის გეგმა უცხოეთსაც უკავშირდება. ნებისმიერ ჩანაფიქრში ღმერთს მივენდობი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.