ზაფხულის სეზონი ყველა ჩვენგანისთვის დასვენებასთან და ქალაქგარეთ გასვლასთან ასოცირდება, რაც რასაკვირველია, კარგ გარეგნობასა და ჯანსაღი სხეულის ფორმებს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში ძალიან რთული აღმოჩნდა სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი, დედაქალაქიდან გაუსვლელად მომხმარებლებს ერთ სივრცეში თავის მოვლის მიმართულებით ყველა საჭირო პროცედურას სთავაზობს.
პროცედურებს შორის საუკეთესოა და უმოკლეს დროში დაგეხმარებათ სასურველი წონის მიღებასა და ფორმის შეძენაში შარკოს შხაპი, წყალქვეშა მასაჟი გოგირდოვან წყალში და ტალახის აპლიკაცია. თითოეული მათგანი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისითაც. სითბური ეფექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ზედმეტი წონის პრობლემას, შლის ცელულიტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ასევე ამკვრივებს კუნთის სტრუქტურას, სხეულს სძენს ტონუსს და აქვს ანტიცელულიტური მოქმედება. ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და გამოდევნის დიდი რაოდენობით წიდას. ვულკანური წარმოშობის ტალახი კი არბილებს და აცოცხლებს კანის უჯრედებს და ხელს უწყობს მის რეგენერაციას. მოცემული პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტარდება გოგირდის მინერალური წყლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ჩვეულებრივი მტკნარი წყლით მიღებული შედეგი.
თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია თავისი მრავალფეროვანი სერვისით და რაც მთავარია, ბუნებრივი სამკურნალო თვისებების მქონე პროცედურებით. კურორტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გამოირჩევა კვალიფიციური, პროფესიონალი გუნდით, რაც სასურველი შედეგის მიღების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. იმ შემთხვევაში, თუ სამივე პროცედურას კომბინირებულად ჩაიტარებთ, შედეგი ბევრად უნიკალური იქნება.
შარკოს შხაპი
გამოიყენება:
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად
• ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად
• ცენტრალური ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად
• ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად
პროცედურა რეკომენდებულია, თუ გაწუხებთ:
• კუნთების ატონია
• ცელულიტები სხეულზე
• ზედმეტი ზონა
• ტოქსინების დაგროვება
შარკოს შხაპი ააქტიურებს კუნთების მუშაობას და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. პროცედურის სარგებლობიდან გამომდინარე, თქვენი დღე იქნება უფრო ენერგიული და წარმატებული. პროცედურის ხანგრძლივობა 7–10 წუთია.
წყალქვეშა მასაჟი გოგირდოვან წყალში
პროცედურა ხელს უწყობს:
• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
• სხეულისთვის ტონუსის მინიჭებას
• სხეულის წონის შემცირებას
• სხეულის კორექციას
• აქვს ანტიცელულიტური მოქმედება.
პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და გრძელდება 25-30 წუთის განმავლობაში. არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება.
ტალახის აპლიკაცია
გამოიყენება:
• ხერხემალზე ცხელ ქვებთან ერთად
• ქვედა კიდურების ტალახით შეფუთვა ცხელ ქვებთან ერთად
• ტალახის აპლიკაცია სახეზე
• მენჯ-ბარძაყის ტალახის აპლიკაცია ცხელ ქვებთან ერთად
პროცედურა ეფექტიანია:
• ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და წონის კორექციისთვის
• უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და კანის სტრუქტურა
• ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით სითხე, ტოქსინები და წიდები.