ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად, დღითი დღე ვითარდება კოსმეტოლოგია. ჭარბთმიანობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. არასასურველი თმის მოშორება ხშირად ტკივილთან, დამწვრობასთან და არადამაკმაყოფილებელ შედეგთან ასოცირდებოდა. ეფექტი დიდწილად დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმსა და ლაზერული აპარატის შესაძლებლობებზე. ლაზერული ეპილაციის მიღწევებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე გვესაუბრება კლინიკა „ნეო-ნეოს“ ლაზეროთერაპევტი, ექიმი ქეთო გაბუნია.
მოგესალმებით, ქეთო. რომელი ლაზერული აპარატებით სარგებლობთ კლინიკა „ნეო-ნეოში“ და რა უპირატესობით გამოირჩევა ის სხვებისგან?
გამარჯობა. კლინიკა „ნეო-ნეოში“ გვაქვს ბოლო თაობის 2020 წლის სამსხივიანი ლაზერული აპარატი SOPRANO TITANIUM-ი და 2019 წლის SOPRANO PLATINIUM-ი. ორივე აპარატი ინოვაციაა ლაზერული ეპილაციის სფეროში, რომელიც აერთიანებსლაზერული ეპილაციის სამივე ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში, რის შედეგადაც ლაზერის სხივი ახდენს მაქსიმალურ ეფექტს ნებისმიერ ანატომიურ უბანზე. ის განსაზღვრულია ყველა ტიპის კანსა და თმაზე, ღინღლოვან თმის სტრუქტურაზეც კი, რაც ყველაზე დიდ პრივილეგიას წარმოადგენს.
რას გვეტყვით SOPRANO TITANIUM-ზე?
ჩვენი კლინიკა დროსთან მუდამ გამარჯვებულია, რადგან ჩვენთან ყოველთვის ბოლო თაობის ტექნოლოგია, მაღალკვალიფიციური ექიმები და გონივრული ფასებია. ამაყები ვართ, რომ ჩვენ გახლავართ ერთ-ერთი პირველები საქართველოში, ვინც სარგებლობს SOPRANO TITANIUM-ით.
SOPRANO TITANIUM-ი აერთიანებს სამ ყველაზე ეფექტურ სხივს (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში. თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამის შედეგად, პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად იზრდება.
აპარატი წარმოდგენილია ორი კონექტორით. ეს საშუალებას გვაძლევს ერთდროულად შევაერთოთ ორი სხვადასხვა ბუნიკი, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას სამუშაო პროცესში და ნაკლები დროის დანაკარგს ბუნიკების გადაერთებისას სხვადასხვა ზონისთვის. ერთ-ერთი არის 4QUATTRO-მანიპულა. ის წარმოდგენილია განსაკუთრებულად დიდი ზომის 4 სმ-იანი 2 თავაკით, რომელიც ინტეგრირებულია ინოვაციურ სამსხივოვან ტექნოლოგიასთან, რაც პროცედურას 40%-ით უფრო სწრაფს ხდის. Quatro-ს საშუალებით ლაზერული ეპილაცია გახდა გაცილებით სწრაფი, მეტად ეფექტური და კომფორტული როგორც სპეციალისტისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. ასევე მთავარი ღირებულება მისი უწყვეტი კონტაქტური გაგრილებაა, რაც მაქსიმალურად ამცირებს ტკივილის ზღურბლს.
ასე რომ, აპარატს აქვს ისეთ ინოვაციური თვისებები, რომლებიც შექმნილია მკურნალობის დროს პაციენტების კომფორტისთვის. პროცედურა საკმაოდ ეფექტიანია გასაკეთებლად ისეთ დელიკატურ ადგილებში, როგორიცაა სახე და ინტიმური მხარეც კი.
უსაფრთხოა თუ არა SOPRANO TITANIUM-ით ჩატარებული პროცედურა?
რა თქმა უნდა! აპარატის თავაკი წარმოდგენილია ცივი საფირონის ზედაპირით, რომელიც უწყვეტი გაგრილების ფუნქციით ამცირებს ეპიდერმული დაზიანების რისკს, შესაბამისი სითბური ეფექტის შენარჩუნებით სამიზნე ქსოვილებზე. ასევე SHR ტექნოლოგია − ამ პროგრამის გამოყენებით, თმის ფოლიკული ერთეული მაღალი ენერგიის იმპულსის მაგივრად (რომელსაც კანის დაზიანების გამოწვევა შეუძლია), ნადგურდება შედარებით დაბალი ენერგიის განმეორებადი იმპულსებით. მსგავსი ტიპის იმპულსები თანდათანობით ათბობს დერმას თმის ფოლიკულის გასანადგურებლად საჭირო ტემპერატურამდე და ამავდროულად, მინიმუმამდე დაჰყავს კანის დამწვრობის რისკი. აპარატის საუკეთესო მახასიათებლებთან ერთად, უსაფრთხოება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, სპეციალისტზეც. ჩვენი კლინიკა კი წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით. შესაბამისად, შედეგიც საუკეთესოა.
კანის ფერი რამდენადაა დამოკიდებული შედეგზე და როგორ მოქმედებს კანის მუქი ფერის შემთხვევაში?
სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებული მახასიათებელიც, რომ პროცედურის ჩატარება SOPRANO TITANIUM-ის აპარატით შეგვიძლია 6-ივე კანის ფერის ტიპისთვის. მუქი ფერის შემთხვევაში, კანში არსებული მელანინი მეტად მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, თუმცა SHR In-MotionTM მეთოდი კლინიკურად დამტკიცებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო, ყველა ტიპის კანისთვის.
შეიძლება თუ არა Soprano Titanium-ი გამოვიყენოთ ზაფხულში და გარუჯულ კანზე?
წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურა. ჩვენი რეკომენდაციით, რუჯის მიღებიდან 72 საათის შემდეგ სრულიად უსაფრთხოა ეპილაციის ჩატარება, ასევე პროცედურის შემდეგ სასურველია 72 საათი თავი შევიკავოთ მზის ინტენსიური სხივებისგან.
როგორ მოქმედებს ქერა და ჟღალი თმის შემთხვევაში?
ის ეფექტურია თმის ნებისმიერი სტრუქტურისთვის, რომელსაც აქვს მინიმალური ოდენობის პიგმენტიც კი. პროცედურულად რამდენიმე სეანსით მეტია გათვლილი ასეთი პაციენტის მკურნალობისთვის, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა.
რამდენია Soprano Titanium-ით ჩატარებული ლაზერული ეპილაციის ერთი პროცედურის ხანგრძლივობა?
ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კანის ფერზე, თმის ტიპსა და სამუშაო ზონის სიდიდეზე. SOPRANO TITANIUM-ისთვის ერთი სეანსის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს წამები (მაგ: ზედა ტუჩი), ან 5 წუთი (მთლიანი ზურგი).
Soprano Titanium-ის შემთხვევაში, ლაზერული ეპილაციის რამდენი პროცედურა არის საჭირო ხილული ეფექტის მისაღებად?
ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა შედეგი პირველსავე პროცედურაზე იგრძნობა. პროცედურის ჩატარებიდან 10-14 დღის შემდეგ, ხდება თმის გარკვეული ნაწილის ცვენა, რის შემდეგაც თმის ზრდის სიჩქარე საგრძნობლად მცირდება. სასურველია მკურნალობის კურსი ჩატარდეს 21 დღიდან 28 დღემდე შუალედით, უწყვეტად, მინიმუმ 4-6 თვე, რათა შედეგი მაქსიმალურად სწრაფ დროში მივიღოთ. შემდეგ პროცედურებს შორის ინტერვალი იზრდება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით.
რატომ უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ლაზერული ეპილაცია (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) გაპარსულ კანზე?
მაქსიმალური შედეგის მისაღებად, იმისათვის, რომ ტალღის სიგრძემ ბოლომდე მიაღწიოს ფოლიკულამდე. ასევე უსაფრთხოებისთვის − გაუპარსავი კანის ზედაპირზე, ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ განვითარდეს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია და ა.შ.