ყვავილთა მეფედ აღიარებული ვარდი მხოლოდ დეკორაცია რომ არაა, საუკუნეებმა დაადასტურა. ძველ რომში მას ჩაროზად იყენებდნენ – შაქარში არეული ყვავილები და ვარდის ჩაშაქრებული კოკრები საუკეთესო ნუგბარად მიიჩნეოდა. აღმოსავლეთში საგანგებო სტუმრებს ვარდის მურაბითა და ვარდის ფურცლების ნაყენით უმასპინძლდებოდნენ.
ვარდის მურაბას დღესაც ამზადებენ. მას საუცხოო არომატსა და სურნელთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც აქვს. ოდითგანვე, ვარდის ფურცლებს სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდაც იყენებდნენ. ვარდის ფურცლებზე დაყენებული ძმრით, ინფიცირებულ ჭრილობებს მკურნალობდნენ, ღვინოს კი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოსაწესრიგებლად სვამდნენ.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ლეგენდარული არაბი ექიმი, ფილოსოფოსი, უნივერსალური მეცნიერი – ავიცენა წერდა, რომ ვარდი „საუცხოოდ ახშობს ოფლის სუნს, მისი გასრესილი ფურცლები აქრობს მეჭეჭებს და კარგი საშუალებაა წითელი ქარის სამკურნალოდ. გამხმარი ვარდის ნახარში სასარგებლოა ქუთუთოების შეშუპებისა და თვალების ანთების დროს. თუ ფოთლებს ძირებს მოაჭრით, მათი ნახარში ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, ასუფთავებს სახის კანს“.
თანამედროვე ფიტოთერაპიაში ვარდი აქტიურად გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს, ვარდის ზეთი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.
ვარდის ზეთი ძალიან იშვიათი და ძვირფასი პროდუქტია.
ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტისა და ჰორმონული დისბალანსის მოწესრიგების უნარიც კი აქვს.
პარფიუმერიაში ვარდის ზეთი შეუცვლელი კომპონენტია. რაც უფრო ძვირფასია სუნამო, მით მეტია მასში პროცენტულად შემავალი ვარდის ზეთის რაოდენობა. სახისა და ტანის მოვლის საშუალებებში შემავალი ვარდის ზეთი განსაკუთრებულ თვისებებს სძენს მას.
სუფთა სახით ვარდის ზეთი ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია. მისი ძირითადი მწარმოებელი ბულგარეთი და თურქეთია.
წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. იგი სამასამდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ ასის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.
საუდის არაბეთში ვარდისგან გამოყვანილი ზეთი ყველაზე ძვირფას საჩუქრად მიიჩნევა. ეს ღვთაებრივი პროდუქტი და ფუფუნების საგანია. ვარდის ზეთს წინასწარმეტყველ მუჰამედის ცრემლებს უწოდებენ და მხოლოდ შეიხებს აქვთ მისი დიდი რაოდენობით შეძენის შესაძლებლობა.
ალბათ ცოტამ იცის, რომ საქართველოში, ლაგოდეხში, ვარდის პლანტაცია გაშენდა და უძვირფასესი ზეთის მოპოვება ხდება. კომპანიას Pirose ჰქვია – „ფიროსმანის ვარდები“.
შთაგონება სწორედ მილიონი ვარდის ჩუქების ლეგენდიდან მოდის.
Pirose – პროდუქტი, რომელიც სასწაულებს ახდენს და მის მომხმარებლებს თავდაჯერებულობას სძენს. მასთან ერთი შეხებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი საუცხოოდ იგრძნოთ.
როგორ უნდა გამოიყენოთ ვარდის ზეთი?
უამრავი სახით. დიახ, საკვებში დაამატეთ, გაამდიდრეთ თქვენი საცხები მისი ჯადოსნური თვისებებით, წაისვით პულსაციის ადგილებში და მოიპოვეთ სიმშვიდე, აპკურეთ სამოსს, ბალიშს...
ვარდის ზეთის სასარგებლო თვისებების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ანტიდეპრესიული, სედაციური (დამამშვიდებელი), სპაზმების მომხსნელი, გამწმენდი, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა ფუნქციის მარეგულირებელი, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მასტიმულირებელი, მენსტრუალური ციკლის დამარეგულირებელი, ლიბიდოს გამაძლიერებელი მოქმედება.
ვარდის სურნელი წმენდს აურას და ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. მას ხშირად იყენებენ ნევროზის სამკურნალოდ, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად. ვარდის ზეთი აახალგაზრდავებს უჯრედებს.
ქალებისთვის მეტად სასარგებლოა ვარდის ზეთით წელის დაზელა. მისი მასაჟი შესანიშნავია მოსადუნებლად და განსატვირთად. ვარდის ზეთიანი აბაზანა საუცხოოდ ხსნის სტრესს და დაძაბულობას.
საქართველოში ვარდის ზეთი მეცხრამეტე საუკუნეში იწარმოებოდა. საბჭოთა წყობამ ეს კულტურა გაანადგურა და ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში, Pirose-ის 90 ჰექტარზე გადაჭიმულ ბაღნარში ისევ იწარმოება ეს მართლაც ჯადოსნური ზეთი.
ვარდის მოსავლის აღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ხდება და ეს პროცესი ოცდაერთი დღის განმავლობაში გრძელდება. ვარდების დაკრეფისთვის ყველაზე კარგი პერიოდი მზის ამოსვლამდეა, სხვა შემთხვევაში მზის სხივები აორთქლებს ვარდის არომატს და უკარგავს ხარისხს, ამიტომ ეს პროცესი დილის ხუთი საათიდან იწყება და ათ საათამდე გრძელდება სეზონზე.
Pirose-ის დამფუძნებელი, ოლგა მოისეენკოვა გვიამბობს:
„ალაზნის ჯიშის ვარდი ძალიან იშვიათი სახეობაა, ის წმინდა ქართულია და უიშვიათესია. მას ალაზნის ველის განსაკუთრებული მიკროკლიმატი კიდევ უფრო ამდიდრებს სასწაულმოქმედი თვისებებით. ეს ვარდის ზეთი უნიკალურია, განსაკუთრებული თვისებები აქვს და გამოიყენება ბავშვთა კოსმეტიკაში, რომელიც აბსოლუტურად ანტიალერგიულია. თუ სხვა ჯიშის ვარდებიდან ლიტრი ზეთის მისაღებად 3-4 ტონა ყვავილია საჭირო, ალაზნის ჯიშისგან იგივე რაოდენობის ზეთისთვის 5-6 ტონა ყვავილია საკმარისი. ძალიან ღრმად მწამს და ამ რწმენას კვლევებიც მიმყარებს, რომ ჩვენი პროდუქტი აბსოლუტურად უნიკალური და განსაკუთრებულია“.
ჩვენ ის დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ქართულ ვარდის ზეთს მსოფლიო ბაზარზე.
ვისაც მისი შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ, ეწვიეთ ვებგვერდს: www.pirose.com