საბურთალოზე სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც გამორჩეულია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნოლოგიებით.
კლინიკების სათაო ოფისი პირველად 1998 წელს დაარსდა. კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით და გვთავაზობს სრულყოფილ სტომატოლოგიურ მომსახურებას, მათ შორის: თერაპიას, ქირურგიას, ორთოპედიას, ორთოდონტიას, ბავშვთა სტომატოლოგიას, პაროდონტოლოგიას და იმპლანტაციას. კლინიკაში დაინერგა სახისა და პირის ღრუს ტკივილების განყოფილება, სადაც შეგიძლიათ იმკურნალოთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებზე.
იმპლანტაციის ოპერაციებს უკვე 20 წელზე მეტია, რაც კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, აშშ-ის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) წევრი, სტომატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (FDI) წევრი და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცეპრეზიდენტი, გიორგი ქოჩიაშვილი ატარებს და საუკეთესო შედეგები აქვს ამ მიმართულებით.
კლინიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს ორთოპედიული და ესთეტიკური სტომატოლოგია წარმოადგენს. დანერგილია სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერებისა და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვა. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და იდეალური სიზუსტით.
კლინიკაში ფუნქციონირებს პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი. ასოციაცია „ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის“ წევრია. კლინიკაში მკურნალობის ყველა სტანდარტი შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინს და ტარდება თანამედროვე აპარატურით.
„დენსის“ პრიორიტეტია გუნდური მუშაობა, მაღალი ესთეტიკური და გარანტირებული შედეგების მიღწევა. პაციენტებს ერთ სივრცეში შეუძლიათ ყველა წამყვან სპეციალისტთან ვიზიტის დაგეგმვა და ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება.
მის: ქ. თბილისი: ყიფშიძის ქ.N2ბ,
ტელ: 0322 599 599 და ფანჯიკიძის ქ. N22
(„მწვანე ბუდაპეშტი“), ტელ: 0322 599 599;
ქ. რუსთავი: კოსტავას გამზ.N11
ტელ: 0341 25 57 55 და შარტავას ქ.N17
ტელ: 0341 28 54 55;
ქ. გარდაბანი: აღმაშენებლის გამზ.N46,
ტელ: 0372 22 30 08
FB: DENS • დენსი