ესთეტიკური ცენტრი „ჰერა“ ორი მეგობრის − თეონა ახოიშვილისა და სოფიკო დევნოზაშვილის სტარტაპია. გოგონები ძალიან სასიამოვნო იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და სათავეში ჩაუდგნენ ქალბატონების გალამაზებასა და გაჯანსაღებას, რაზეც უფრო ვრცლად ინტერვიუში წაიკითხავთ.
რა სახის პროცედურებს სთავაზობს ესთეტიკური ცენტრი „ჰერა“ საზოგადოებას?
„ჰერა“ ბოლო ორი წლის ყველაზე პოპულარული ესთეტიკური ცენტრია, რომლის მიზანია მაქსიმალურად იზრუნოს მომხმარებლების სილამაზეზე და დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. „ჰერა“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარატურით მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მასაჟისტ-თერაპევტები.
გვესაუბრეთ უშუალოდ მასაჟის სახეობებზე და მათ ჩვენებებზე.
მასაჟი − ეს არის კულტურა, რომლითაც დაკავებული უნდა იყოს ყველა ადამიანი. მიუხედავად იმისა, აწუხებს თუ არა რაიმე სახის პრობლემა. მასაჟი − ეს არის უპირველესად ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაღლილობის მოხსნის საშუალება და პრევენცია უამრავი დაავადებისა და პათოლოგიის, მათ შორის ცელულიტისაც, რა თქმა უნდა. მასაჟით დაკავებული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უვლის, მთელი ცხოვრება გარანტირებულად იქნება ლამაზი. იმიტომ, რომ ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი. ყველა ჯანმრთელი ადამიანი კი მოგეხსენებათ, ძალიან ლამაზია.
ახლა კი, გიამბობთ უშუალოდ მასაჟის სახეობების შესახებ:
პრესოთერაპია – ინფრაწითელი გამოსხივება მოქმედებს ცხიმის სტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია გამოყოს დიდი ოდენობით ცხელი ენერგია სისხლის ცირკულაციის დასაჩქარებლად, ლიმფა კი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ეს ზემოქმედება შლის ცხიმის უჯრედებს. ბალიშები იბერება და იფუშება რეგულარულად, რაც შეუჩერებელად ცვლის ჰაერის წნევას და ახდენს ცხიმის უჯრედების გაწმენდას და დაშლას.
კავიტაცია − წარმოადგენს უოპერაციო ულტრაბგერითი ლიპოსაქციის პროცედურას. აპარატული მეთოდი, რომელიც ეფექტურად გადასცემს ულტრაბგერით ტალღებს ორგანიზმში და შლის დიდი რაოდენობით ცხიმს. კავიტაციის მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ცელულიტის მკურნალობა კომპლექსში, ცხიმოვანი ზონების მიზნობრივი ალაგება და პრობლემური ზონების კორექცია (ღაბაბი, ხელები, მუცელი, დუნდულოები, კიდურები).
RF-ლიფტინგი − ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში.
თალასოთერაპია − ზღვის მინერალური თერაპია. აღდგება ნერვული სისტემა, კვებავს ორგანიზმს. სითხე გამოაქვს ორგანიზმიდან, აღადგენს ჰორმონულ ფუნქციას, სტრესი მცირდება, კუნთები მკვრივდება.
ანტიცელულიტური მასაჟის ჩვენებები:
• ცელულიტის გაქრობა
• ცხიმის ეფექტური დაშლა
• ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება
• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
• ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოქმნიან ცელულიტს
• კუნთი იძენს ტონუსს, მკვრივდება და ხდება მეტად ელასტიკური
• მასაჟის მეშვეობით საშუალება გაქვთ მუდმივად ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდეთ, ამისათვის წელიწადში ორი კურსი აუცილებელია.
სამეფო მასაჟი 4 ხელით. მოცემული პროცედურის დროს, თქვენ მოგემსახურებიან კვალიფიცირებული და გამოცდილი მასაჟისტები. ორი პროფესიონალი, რომლებიც გარანტირებულ შედეგს მოგცემენ და მოგაშორებინებენ ცელულიტს პრობლემურ ზონებზე.
გვესაუბრეთ შედეგებზე.
ეს არის ჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი და ანტიცელულიტური მასაჟი, რომელიც დაფუძნებულია ნივთიერებათა ცვლის გაჯანსაღებაზე, მეტაბოლიზმის აღდგენაზე, კორექციაზე, პრობლემური ზონის მოვლაზე და აქედან გამომდინარე, შედეგი იზრდება, რომელიც ძალიან საინტერესოა ხოლმე. ერთი პროცედურის შედეგად, -3 სანტიმეტრი შედეგი გარანტირებულია.
ზაფხულის სეზონზე რომელი სახის მასაჟებს ურჩევდით მომხმარებლებს?
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პროცედურებიდან შეგვიძლია ნებისმიერი პროცედურა ჩავატაროთ ნებისმიერ სეზონზე. ზაფხულში უფრო პოპულარულია როგორც აპარატურული პროცედურები, ასევე ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით.
გვესაუბრეთ ფასებზე.
ჩვენს ცენტრში სილამაზე ხელმისაწვდომია ყველა ფენის წარმომადგენლისთვის. ცალკეული პროცედურები 20 ლარიდან იწყება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შეიძენს სრულ კურსს, მოქმედებს ფასდაკლება. აქციები გვაქვს განთავსებული როგორც ფეისბუქ-გვერდზე, ასევე Hotsale-ზე.
რა პრივილეგიებით სარგებლობს ესთეტიკური ცენტრი „ჰერა“?
ცენტრის 2-წლიანი წარმატებული საქმიანობა, პერსონალის უპირობო ძალისხმევასთან ერთად, მათმა სამუშაო პრინციპმაც განაპირობა, რაც თითოეული პაციენტისადმი თანაბრად ყურადღებიანსა და პროფესიულ მომსახურებას გულისხმობს. ამიტომ „ჰერაში“ ერთგული სტუმარი თუ ახალი პაციენტი თავს საიმედო ხელში გრძნობს.
კვალიფიცირებული სპეციალისტები განსაკუთრებული ტექნიკითა და ცოდნით დაგეხმარებიან ადვილად და ეფექტურად მოიშოროთ ცელულიტი და სათანადო კორექცია გაუკეთოთ თქვენს სხეულს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
FB: Aestethic Centre Hera/ესთეტიკური ცენტრი ჰერა
მის: თამარ მეფის გამზირი 18
ტელ: 555 72 30 64