ლამაზი და ჯანსაღი კანი ყველა ქალის ოცნებაა, მისი მოვლა კი − ერთგვარი რუტინა. უნდა შევისწავლოთ და სწორად განვსაზღვროთ ჩვენი კანის ტიპი და სწორედ ამის შემდეგ უნდა შევარჩიოთ შესაბამისი პროდუქტი მის მოსავლელად. Health and Beauty Book-ი ეცდება გაგიმარტივოთ ეს პროცესი და გიამბობთ სახისა და ტანის მოვლის ინოვაციური კოსმეტიკური ხაზის, Ansaligy-ის შესახებ.
Ansaligy-ის კოსმეტიკური საშუალებები − ეს არის კოსმეტოლოგიის სფეროში უახლესი მიღწევების, ინოვაციური ფორმულების, ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების ეფექტური გადაწყვეტილებების ერთობლიობა. კომპანიის ლაბორატორიამ თავის პროდუქტებში გააერთიანა 7 უნიკალური ფორმულა, რომლებიც მსგავსი კონცენტრაციითა და შეხამებით აქამდე არ გამოყენებულა არცერთ ცნობილ კოსმეტიკურ საშუალებაში. ეს არის კოსმეტოლოგიის სპეციალისტების უახლესი დაპატენტებული მიღწევები მთელი მსოფლიოდან და სწორედ მათი ინოვაციური აღმოჩენების შედეგები დაედო საფუძვლად Ansaligy-ის ხაზს.
Ansaligy-ის საშუალებები თანაბრად კარგად მოქმედებს ნებისმიერი ტიპის კანზე და ხელს უწყობს უჯრედების რესურსების აღდგენაში. მათი დახმარებით კანი გამოიყურება ისე, როგორც სიცოცხლის საუკეთესო წლებში. ეს ყველაფერი კი უნიკალური და ეფექტიანი ინგრედიენტების დამსახურებაა, რომელთაგან ერთ-ერთი SWT-7-ია.
სახის მოვლის საშუალებებიდან OK! Health & Beauty Book გიამბობთ ზაფხულის რამდენიმე ტრენდის შესახებ:
1. სახის ანტიოქსიდანტურ კრემს ბროკოლის ექსტრაქტით SPF30 მსუბუქი ტექსტურის და SPF30 დაცვის ფაქტორის მქონე მზისგან დამცავ ამ კრემს ახასიათებს კანზე ანტიოქსიდანტური ზემოქმედება და იცავს მას А და В ტიპის ულტრაიისფერი სხივებისაგან. პროდუქტის ფორმულაში შედის ბროკოლის ექსტრაქტი, რომელიც ბლოკავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და ულტრაიისფერ გამოსხივებას არ აძლევს უჯრედების დაზიანების საშუალებას. გარდა ამისა, ბროკოლის ექსტრაქტი აუმჯობესებს ეპიდერმისის ტონუსს, აღიავებს და ათანაბრებს სახის ტონს, ასევე, განკუთვნილია მგრძნობიარე და ბავშვის კანისთვისაც.
ბრენდი გთავაზობთ დღისა და ღამის კრემებს, როგორც მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილს, ასევე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის.
2. სახის ღამის აღმდგენი კრემი Regenerating Night Cream) Ansaligy For You − დატენიანების ბუნებრივი მექანიზმის ამუშავებით. კრემი ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას კანის ყველა დონეზე − ეპიდერმისიდან დერმამდე. პროდუქტის შემადგენლობაში შედის Ansaligy-ის ერთბაშად სამი ვარსკვლავური აქტიური ინგრედიენტი: ბიოაქტიური მოლეკულა SWT-7* ამცირებს ვერტიკალური ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას კერატინოციტების ზრდის ფაქტორის ხარჯზე. ცერამიდების კომპლექსი CERAMIDE COMPLEX ეხმარება კანის დამცავი ბარიერის გამაგრებას და მას ელასტიკურობას სძენს.
3. დამატენიანებელი დღის ინტენსიური კრემი (Moisturing Intensivе Cream) Ansaligy For You − დამატენიანებელი დღის ინტენსიური კრემი ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას კანის ყველა დონეზე − ეპიდერმისიდან დერმამდე, კანის დატენიანების ბუნებრივი მექანიზმის ამუშავებით, და ასრულებს კომპლექსური ანტიოქსიდანტური დაცვის ფუნქციას.
4. ბალანსირების ღამის კრემი (Balancing Night Cream) Ansaligy For You − ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას კანის ყველა დონეზე − ეპიდერმისიდან დერმამდე, და ასრულებს კომპლექსური ანტიოქსიდანტური დაცვის ფუნქციას.
5. სახის დღის კრემი სიმქრქალის ეფექტით (Mattifying Day Cream) Ansaligy For You − სახის დღის კრემი სიმქრქალის ეფექტით და დატენიანების ბუნებრივი მექანიზმის ამუშავებით, ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას კანის ყველა დონეზე − ეპიდერმისიდან დერმამდე და აქვს დაცვის კომპლექსური ანტიოქსიდანტური ფუნქცია.
6. ყურძნის კრემ-პილინგი − ყურძნის პილინგის კრემი, ეს არის კანის პროფესიული მოვლა სახლის პირობებში მჟავების დახმარებით. პროდუქტი შეიცავს ორ მჟავას: გლიკოლისა და სალიცილის. ეს საშუალება აცილებს გარქოვანებულ ქერცლს ეპიდერმისის ყველაზე ღრმა დონეზე და ამასთან, უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტულია სახლის პირობებში გამოსაყენებლად. კრემ-პილინგის უკვე რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ, სახის ტონი ხდება თანაბარი და ბრწყინვალე კანის უჯრედების აქტიური განახლების შემდეგ. კრემ-პილინგი ავიწროვებს ფორებს, ათანაბრებს რელიეფს, ასწორებს აკნეს კვალს. მჟავების გარდა, პროდუქტი შეიცავს ყურძნის თესლის პროციანიდინებს. ეს არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც, მჟავებთან ერთად, უზრუნველყოფს სახის კანის ფერის გაუმჯობესებას და ხელს უშლის ასაკობრივი ცვლილებების გაჩენას.
7. დამამშვიდებელი გელი-მუსი Sargassum M. წყალმცენარეების ექსტრაქტით − ეს არის ნიღაბი, რომლის გამოყენება გვჩუქნის ტაქტილურ სიამოვნებას, მაგრამ ამავე დროს, აღადგენს კანის წყლის ბალანსს ქიმიური ან უხეში აბრაზიული პილინგის შემდეგაც კი. საშუალება სულ რაღაც ათ წუთში ათანაბრებს კანის რელიეფს, ატონიზირებს, აგრილებს, მყისიერად ჭიმავს კანს და შესაძლებელია მისი, როგორც Wow-ეფექტის მქონე საშუალების, გამოყენება.
8. სახის ლიფტინგ-პატჩები ქარვის გრანულებით და შრატით − პროდუქტი იძლევა მომენტალურ დამჭიმ და ხანგრძლივ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.
თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ Ansaligy-ის კანის მოვლის საშუალებები, იმედია აუცილებლად გახდება თქვენი ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი და დაგეხმარებათ კანის გაახალგაზრდავებასა და მის შენარჩუნებაში.
FB: Ansaligy Georgia
www.ansaligy.ge
მის: მელიქიშვილის ქ. N9
ტელ: 599 16 85 01