დადგა ყველა ჩვენგანისთვის ნანატრი ზაფხული, რომელიც მოვლილი სხეულისა და ლამაზი რუჯის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. ვიწყებთ სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, რომელებიც სასურველი შედეგის მიღებაში დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ OK! გიამბობთ LA FEE COSMETICS-ის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ხარისხის, ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალური კოსმეტიკური ნაწარმის ერთობლიობას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ თქვენს თავზე. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ნინი ლომაძესთან, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს საზაფხულო შეთავაზებებისა და აქციების შესახებ.
რამდენი ხანია, რაც La fee Cosmetics ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და საიდან წამოვიდა იდეა?
La fee Cosmetics-ის დაფუძნების იდეა სამი წლის წინ გამიჩნდა, რადგან საქართველოში არ იწარმოებოდა და რთულად იშოვებოდა თუნდაც უცხოური წარმოების შიმერები. ვინაიდან ვერსად ვერ შევიძინე, გადავწყვიტე თვითონ მესწავლე და შემდეგ უკვე დამემზადებინა ეს პროდუქტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ La fee Cosmetics-ი არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო შიმერების წარმოება საქართველოში.
შიმერი − ეს არის სითხე, რომელსაც აქვს გარდენიას ნაზი სურნელი. მასში გაჟღენთილია ბრჭყვიალა ნაწილაკები, რომელიც თითო შესხურებით კანზე ფიქსირდება და მზეზე იწყებს მბზინვარებას. კანი ტენიანდება, მშვიდდება და რბილდება. გამოყენება შეგიძლიათ როგორც თეთრ, ასევე მუქი ფერის კანზე.
რას სთავაზობს La fee Cosmetics მომხმარებლებს?
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ყველაფერს, რაც სხეულის სილამაზისთვის, რუჯისთვის, ნამზეურისთვისა და სასიამოვნო სურნელისთვისაა საჭირო.
გვესაუბრეთ პროდუქციის ხარისხზე.
პროდუქცია მზადდება 100%-ით ნატურალური პროდუქტისგან ბუნებრივი ეთერზეთებით. ყველაფერი არის ორგანული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უმაღლეს ხარისხს ვთავაზობთ.
აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა პროდუქციას?
პროდუქციას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა − გამოიყენება როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, და უსაფრთხოა ორსულებისთვისაც.
რა მიგაჩნიათ კომპანიის პრივილეგიებად და პრიორიტეტებად?
ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მთავარია, ჩვენი წარმოებული პროდუქცია მომხმარებლებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხი კი მაღალი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე მორგებული, ძალიან კომფორტული მომსახურება.
ზაფხულის სეზონისთვის რა შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლებისთვის?
ჩვენს მომხმარებლებს ამ ეტაპზე ვთავაზობთ საზაფხულო ნაკრებებს, რომლებიც მოიცავს ლამაზი რუჯისთვის საჭირო ყველა სახის პროდუქციას, რომელიც დაგვეხმარება როგორც რუჯის მიღებაში, ისე დასატენიანებლად და რუჯის გამოსაკვეთად.
სად შეგვიძლია შევიძინოთ პროდუქცია?
მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქცია შეუკვეთონ მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი რეგიონიდან, ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით.
გვესაუბრეთ ფასებზე.
ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებებს საზაფხულო ნაკრებებზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, La fee Cosmetics მუდმივად გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ ვგეგმავთ გავფართოვდეთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, ძალიან მალე იხილავთ ჩვენი ბრენდის სტენდს, სადაც განთავსებული იქნება La fee Cosmetics-ის პროდუქცია.
FB: La fee Cosmetics • ლაფე კოსმეტიკა
Instagram: lafee_cosmetics