როგორც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, ლაზერული ეპილაცია აშორებს არასასურველ თმას, სამუდამოდ, თუმცა ცხადია, და ამას 25-წლიანი პრაქტიკაც ადასტურებს, რომ 3-5 წლის შემდეგ თმა ისევ იზრდება/ამოდის. ლაზერული ეპილაცია არ არის ყველა ტიპის თმისთვის განკუთვნილი და ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის სასურველი, აქვს მრავალი შეზღუდვა და შესაძლოა ჰქონდეს გვერდით მოვლენები.
არსებობს არასასურველი თმის მოშორების რამდენიმე საშუალება, მათ შორის: ბიოდეპილაცია − თმის ძირიანად მოცილების დროებითი საშუალება (ცვილი, შუგარინგი, ძაფი, პინცეტი).
დეპილაცია − გაპარსვა, კრემ-დეპილატორი. თმის მოცილების ყველა ის საშუალება, რომლის მეშვეობით მხოლოდ კანის ზედაპირზე ხდება თმის მოცილება.
ეპილაცია − თმის მოცილება, სამუდამოდ.
რაც შეეხება ლაზერული ეპილაციის ადრეულ გართულებებს და გვერდით მოვლენებს, ესენი შეიძლება იყოს:
1. დამწვრობა;
2. ფოლიკულიტი (თმის ფოლიკულის ანთება);
3. აკნეს ფორმის რეაქციები, რომელიც ერთ-ერთი კვლევის მონაცემების თანახმად, შეადგენს ლაზერული ეპილაციის გართულებების საერთო მაჩვენებლის 6%-ს;
4. ჰერპესული ინფექციის გამწვავება პაციენტებში, რომლებიც არიან ჰერპეს-ვირუსის მატარებლები, ზედა და ქვედა ტუჩისა და ღრმა ბიკინის ზონების ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას;
5. ლაზერული და ფოტოეპილაციის შემდგომ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ჭინჭრის ციების, კონტაქტური ალერგიული დერმატიტის, ლივედოს, ინტენსიური ქავილის სახით;
6. კატარალური კონიუნქტივიტი, ფოტოფობია, უვეიტი, მხედველობის დაქვეითება − წარმოადგენს მხედველობის აპარატის სერიოზულ გართულებებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას წარბების/სახის არეში ლაზერული ეპილაციის შედეგად.
ასევე მოსალოდნელია გვიანი გართულებები:
1. ლაზერული ეპილაციის შედეგად მიღებული კანის დამწვრობების გართულებებს, ძირითადად, წარმოადგენს ჰიპო და ჰიპერპიგმენტაცია;
2. ნაწიბურები/ნაიარევები წარმოადგენს კანის თერმული დაზიანების შედეგებს, ბაზალური მემბრანის ქვემო დონეზე. თუ დამწვარი კანი რეაბილიტაციის პროცესში დაინფიცირდება, პრაქტიკულად, შემთხვევათა 100%-ში ფიქსირდება დიდი ზომის ჰიპერტროფიული ნაწიბუროვანი ცვლილებები;
3. პარადოქსული ჰიპერტრიქოზი − ეს არის თმის გაძლიერებული ზრდა, ლაზერული ან ფოტოეპილაციის შემდეგ. თერმულ-ანთებითი პროცესი წარმოადგენს „მძინარე“ ფოლიკულების აქტივიზაციას და თმის ზრდის სტიმულაციას;
4. ლეიკოტრიხია (თანდაყოლილი ჭაღარა), ბრომჰიდროზი (მყრალი ოფლიანობა), ჰიპერჰიდროზი (გაძლიერებული ოფლიანობა). 2009 წელს ჩატარდა საინტერესო რეტროსპექტული კვლევა. კვლევაში მონაწილეთა 11%-ში გამოვლინდა ჰიპერჰიდროზი, რომელთაც ჰქონდათ, ძირითადად, კანის II და V ფოტოტიპი, ეპილაციის პროცედურებში ორი ტიპის ლაზერის − დიოდისა და ალექსანდრიტის გამოყენებისას. გამოვლენილი ბრომჰიდროზის (შემთხვევათა 4%) და ლეიკოტრიქიის (შემთხვევათა 2%) შემთხვევები არსებითად დაკავშირებული არ ყოფილა პაციენტის ასაკთან, კანის ფოტოტიპთან ან ლაზერული ეპილაციის ტიპთან;
5. დისპლაზია და ნევუსის ავთვისებიანი დაავადება ლაზერული ეპილაციის ზონებში. ლაზერის მრავალჯერადი დასხივების ან იმპულსური შუქის (IPL-სისტემა) შედეგად, ხდება მელანოციტური წარმონაქმნების თერმული დაზიანება. აქტივირდება მათი ზრდა, წარმოიქმნება ატიპური უჯრედები, რამაც, საბოლოოდ, შესაძლოა გამოიწვიოს მელანომა.
ბიოდეპილაცია − აღნიშნავს თმის მოცილებას, სამუდამოდ. ბიოდეპილაციის სალონში ან სახლის პირობებში გაკეთების და შემდეგ, ლოსიონ-ეპილატორ Makeda-ს 6 თვის განმავლობაში გამოყენების შედეგად, თმა აღარ ამოდის, სამუდამოდ.
აღნიშნული ტერმინი შემოტანილი და დამკვიდრებულ იქნა კომპანია Divine Cosmetic-ის მიერ და გამოიყენება მხოლოდ ლოსიონ Makeda-სთან ერთად. ლოსიონი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც სხეულზე თმის ზრდას სამუდამოდ აჩერებს. მისი ფორმულა და ტექნოლოგია ამჟამად დაპატენტების საბოლოო ეტაპზეა. ლოსიონს გავლილი აქვს სიახლის დადგენის სტადია და პრაქტიკულად, მსოფლიოში არ არსებობს მისი მსგავსი პროდუქტი.
რას უნდა ველოდოთ ბიოეპილაციის კურსის შედეგად?
ძირითადი მოქმედება: უპირველესად, სხეულის ნებისმიერ ზონაში, მათ შორის სახისა და ინტიმურ ზონებში, არასასურველი თმის ზრდის შეჩერება. ლოსიონი აჩერებს აქტიურ ფაზაში არსებულ თმის ზრდას, რომელიც სხეულზე დაახლოებით 60-80% გვაქვს, ყველა ზონაში სხვადასხვა ოდენობით. ამიტომაც, საშუალოდ, ლოსიონი, მთლიანი კურსის შედეგად, აჩერებს 85%-ზე მეტი არასასურველი თმის ზრდას. დარჩენილი თმა თითქმის უხილავია, უფერო ღინღლის სახით, ხოლო თმის სრულად გასაქრობად, შესაძლებელია ლოსიონის გამოყენების გამეორება, თუმცა არა სრული კურსის. თუმცა, შესაძლებელია პირველი კურსის შედეგები სავსებით დამაკმაყოფილებელი იყოს მომხმარებლისთვის.
ლოსიონის მეორეული, ბონუს-თვისებები, თუმცა ზოგიერთი მომხმარებლისთვის, ისინი პირველ რიგში დგას:
1. ბიოდეპილაციის შემდეგ თმის ჩაბრუნების, ანთებითი პროცესის (ფოლიკულიტი) და კანის გაღიზიანების არარსებობა;
2. პიგმენტური ლაქების გაქრობა/გაღიავება (იღლიების, საზარდულის, სახის ზონებში);
3. ოფლის სუნის გაქრობა, იღლიის ზონაში გამოყენებისას;
4. კანის დატენიანება და კვება;
5. უმტკივნეულო ბიოდეპილაცია, უკვე მეორე პროცედურისას;
6. კანის გაახალგაზრდავება, ლოსიონის ანტიოქსიდანტური და ლიმფოდრენაჟული თვისებების წყალობით;
7. შესაძლებელია მისი ზაფხულში, მზეზე გამოყენება;
8. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხებზე გამოყენებისას, მომხმარებელი გათავისუფლდა ფეხის კუნთის კრუნჩხვებისგან;
9. ლაზერული ეპილაციის უსაფრთხო და ეკონომიური ალტერნატივა.
ვისთვის არ არის რეკომენდებული ლოსიონ Makeda-ს გამოყენება?
ლოსიონის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებში და მეძუძურ ქალბატონებში, იმ მიზეზით, რომ ლოსიონის შემადგენლობაში შედის სამი ეთერზეთი, რომლებსაც აქვთ ძლიერი ლიმფოდრენაჟული თვისება და მიიჩნევა მწმენდავ პროდუქტებად, რომლებიც ლოსიონის მეშვეობით ხვდება კანში. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ტოქსინები ორგანიზმიდან გამოდის საოფლე ჯირკვლების ან სხვა გამოყოფილი სითხეების მეშვეობით. ორსულობისას ან ძუძუთი კვებისას, ტოქსინები შესაძლოა მოხვდეს ნაყოფში/ახალშობილში.
ბიოდეპილაციის კურსის სტადიები:
1. ვყიდულობთ ლოსიონ Makeda-ს;
2. ბიოდეპილაციამდე ერთი დღით ადრე ჩაიტარეთ ექსფოლიაცია (პილინგი ან სკრაბი), კანიდან მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და თმის ღერების გასათავისუფლებლად;
3. გაიკეთეთ ბიოდეპილაცია. იქვე, სალონში, ან სახლში, ბიოდეპილაციის შემდეგ წაისვით ლოსიონი Makeda. იგი ახდენს კანის დეზინფექციას, პროცედურის შემდეგ აქრობს კანის სიწითლეს და აყუჩებს ტკივილს. სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის;
4. ბიოდეპილაციის შემდეგ, პირველი ათი დღის განმავლობაში, ლოსიონი Makeda წაისვით დილით და საღამოს;
5. შემდგომ დღეებში, ბიოდეპილაციის შემდგომ/მომდევნო პროცედურამდე, ლოსიონი წაისვით დღეში ერთხელ, საღამოს;
6. ბიოდეპილაციის მომდევნო პროცედურა საჭიროა გაიკეთოთ, როდესაც თმა სიგრძეში გაიზრდება იმხელა, რომ მისი სიგრძე საკმარისი იქნება თმის ცვილის ან შუგარინგის პასტით მოჭიდებისთვის და ამოღებისთვის;
7. პირველსავე თვეს შეამჩნევთ, რომ თმა უფრო ნელა და არათანაბრად გაიზრდება, მეტად ღია ფერის იქნება და გაცილებით სუსტი. ფაქტობრივად, თმის ზრდის შეჩერების პროცესი ლოსიონის გამოყენების პირველივე თვიდან ჩანს. შედეგი, ასევე დამოკიდებულია ხარისხიან ბიოდეპილაციაზე. კერძოდ, თმის ღერის ძირიანად ამოღებაზე/მოცილებაზე, იმისათვის, რომ ფოლიკული იყოს ცარიელი;
8. ამ რეჟიმით არასასურველი თმისგან სრულად გათავისუფლდებით − სამუდამოდ, ან სასურველ შედეგს მიაღწევთ;
9. აუცილებელი პირობაა: ყოველ კვირაში და ასევე ბიოდეპილაციის პროცედურამდე ერთი დღით ადრე, პილინგის ან სკრაბის პროცედურის ჩატარება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თმის სუსტი ღერები გამოჩნდეს და კარგად მოსცილდეს ბიოდეპილაციისას;
10. ლოსიონის ღირებულება/ხარჯები, მთლიანი კურსის განმავლობაში, ინდივიდუალურია. თუმცა, საორიენტაციოდ, ყველაზე დიდ ზონაზე − ფეხებზე, სრული კურსის განმავლობაში საკმარისია ლოსიონის 4-5 ფლაკონი.
ლოსიონი ჰიპოალერგიულია. შესაძლებელია მხოლოდ რეაქცია გქონდეთ ჩაის ხის ეთერზეთზე. თუმცა, როგორც წესი, აღნიშნულ ეთერზეთზე ალერგიის მქონე ადამიანებმა, იციან ამის შესახებ.
რამ შეიძლება იქონიოს ზეგავლება ლოსიონის მოქმედების სისწრაფესა და ეფექტურობაზე?
1. დეოდორანტების გამოყენება, რადგანაც ეს პროდუქტი ახშობს/ხურავს ფოლიკულებს;
2. ლოსიონის გამოყენების ზონაში სხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენება. მათში გამოყენებულია მინერალური ცხიმები, რომლებიც ქმნის ე.წ. ფენას/შრეს, და ლოსიონი ვეღარ აღწევს ფოლიკულში;
3. თმის ზრდის ვიტამინების გამოყენება ბიოდეპილაციის კურსის განმავლობაში. ორგანიზმი ვერ არჩევს თმის ზრდის არეს თავსა და სხეულზე და აძლიერებს თმის ზრდას სხეულის ყველა ზონაში;
4. ძალიან ღრმად განლაგებული ფოლიკულები;
5. არჩატარებული კანის ექსფოლიაცია (სკრაბი, პილინგი), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი, რადგანაც ამ დროს ხდება ფოლიკულის რეგენერაცია, ხოლო გარეთა, მშრალი ეპიდერმისი აკავებს მას. ექსფოლიაცია ასევე შესაძლებელია ტანის უხეში სახეხისა და საპნის მეშვეობითაც გაკეთდეს.
6. უხარისხოდ გაკეთებული ბიოდეპილაცია. კერძოდ, თმის არა ფესვიანად, არამედ მხოლოდ გარეთა ღერის მოცილება.
ლოსიონის შემადგენლობა
ლოსიონის შემადგენლობაში შედის: ქართული ბალახების ნაკრები, ქართული ზეითუნის ზეთი extra virgin, ლავანდის, ჩაის ხისა და ბაღის პიტნის ეთერზეთები. ლოსიონის დამზადების პროცესი გადის მაცერაციის სამ სხვადასხვა სტადიას. ლოსიონის ფორმულა და ტექნოლოგია გადის დაპატენტების სტადიებს, რის გამო თან არ ერთვის.
როგორ მოქმედებს ლოსიონი Makeda?
ეპიდერმული დვრილის ცარიელ ფოლიკულში ხვდება/შედის ლოსიონი და იწყებს თმის ზრდის ხელისშემწყობი უჯრედების დაყოფის თანდათანობით შეჩერებას. დვრილი თანდათან ვიწროვდება და ამოდის ზემოთ, ეპიდერმისთან, მესამე − დასვენების ფაზაში, და ხუთი წლის განმავლობაში ფოლიკული ივსება ეპითელიუმით. ფოლიკული არ ზიანდება, საოფლე ჯირკვლები განაგრძობს ჩვეულებრივ მუშაობას, კაპილარები და სისხლძარღვები არ ზიანდება.
მიმდინარეობს ის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობს ასაკთან ერთად ალოპეციისას (გამელოტებისას).
ლოსიონის ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: შენახვის ნებისმიერი პირობა დასაშვებია, გარდა პირდაპირი მზის სხივების პირობებში შენახვისა.
ლოსიონი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, ოფიციალურ ვებგვერდზე: makedacosmetic.com