ახალი, ინოვაციური და ყველა ქალბატონისთვის სასურველი პროცედურების უკეთ გასაცნობად და შემდეგ თქვენთვის გასაზიარებლად, OK! ნათია ნუცუბიძეს „ესთეტიკ ლაბში“ ეწვია. ექიმ-კოსმეტოლოგმა გვიამბო, თუ როგორია მისი მიდგომა ცელულიტთან და სხვა ქალურ პრობლემებთან საბრძოლველად, რასაც უფრო ვრცლად ინტერვიუში გაეცნობით.
ნათია, გვიამბეთ მიღებული გამოცდილების შესახებ ესთეტიკურ მედიცინაში.
უკვე ათი წელია, რაც პრაქტიკოსი ექიმი ვარ. თავდაპირველად, აპარატური პროცედურებით − კავიტაციითა და ლიფტინგით დავიწყე, ბოლოს კი მივხვდი, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და ინიექციური პროცედურების ჩატარებაზე გადავედი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ როგორც აპარატურული, ასევე ინიექციური პროცედურებით.
ჩემი პროფესიის არჩევის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ის იყო, რომ თვითონაც მქონდა ცელულიტთან დაკავშირებული პრობლემა და ამან გამოიწვია ჩემი დიდი დაინტერესება ამ სფეროს მიმართ. არასდროს ვუყურებდი ამ ყველაფერს, როგორც ბიზნესს, პირიქით − დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ საქმით, რაც თითოეული პაციენტის შედეგითაც ნათლად ჩანს.
როგორია ცელულიტთან ბრძოლის თქვენეული მიდგომა?
სამწუხაროდ, ცელულიტი საკმაოდ დიდი პრობლემაა ქალბატონებში, ამიტომ მნიშვნელოვანი და უმთავრესია კომპლექსური მიდგომა, რაშიც იგულისხმება როგორც ინიექციები, ასევე აპარატურა და მანუალური მასაჟები. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს ჩემი პროგრამები, რომელთა შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, მოცემულობისა და პრობლემის მიხედვით.
თქვენ ასევე აკეთებთ კარბოქსოთერაპიას. გვიამბეთ, რას მოიცავს და რისთვის გამოიყენება ეს პროცედურა?
ცელულიტი არის უჯრედშორის შემაერთებელი ქსოვილის ერთგვარი ანთება და რაც მეტად გადის დრო, მით უფრო მძიმდება დაავადება, კარბოქსი კი არის უახლესი აპარატი, რომელიც ამ პრობლემის ნახშირორჟანგით მკურნალობას გულისხმობს, რაც ფანტასტიკურ შედეგებს იძლევა. საქართველოში ეს პროცედურა ცნობილი არ არის და არც ექიმები სცემენ პატივს. მიიჩნევა, როგორც რეაბილიტაციის ერთგვარი საშუალება, სინამდვილეში კი არის ფიზიოლოგიური პროცედურა, რაც ასევე პატივსაცემია, რადგან ორგანიზმისთვის ბევრად მისაღებია და არ ახასიათებს არანაირი უკუჩვენება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცედურა თავისუფალ რადიკალებს შთანთქავს და აორმაგებს ჟანგბადის მიწოდებას კონკრეტულ უბანზე. ცელულიტთან ბრძოლაში ჟანგბადი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ჟანგბადისა და კვების დარღვევა იწყებს ცელულიტის გაჩენას, შემდეგ ვეღარ ხდება უჯრედშორისი სითხეების გამოდევნა და ფიბროზდება. სწორედ მასთან ბრძოლაში გამოიყენება კარბოქსი. კომპლექსში ყველა რგოლი ასრულებს თავის როლს და ეს მიდის იქამდე, რომ ცელულიტი თითქმის ქრება სხეულიდან.
მნიშვნელოვანია ამ პრობლემით ვის მიმართავ და რამდენად კარგ პროფესიონალთან გაქვს საქმე, რადგან ცუდად გაკეთებულმა პროცედურამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვიტანოს, ვიდრე დადებითი. როდესაც შედეგი არ დგება, ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიმართულებით მკურნალობ, რადგან თუ სწორად და ზუსტად უმკურნალებ, მცირედი შედეგი მაინც უნდა დადგეს.
როგორია პროცედურების ჩატარების შემდგომი რეკომენდაციები?
ზოგადად, გრავიტაციას მხოლოდ ვარჯიში ებრძვის და აუცილებელია ამ მეთოდით შევინარჩუნოთ ფორმა. ვარჯიში ვერ აკეთებს იმას, რასაც ჩემი პროცედურები და პირიქით − ჩემი პროცედურები ვერ აკეთებს იმას, რაც შეუძლია ვარჯიშს. კუნთური კარკასი, კორსეტი, არის ორგანიზმისთვის მთავარი, არა მხოლოდ ცელულიტთან საბრძოლველად, არამედ ძვლებისთვის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემებისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ნათქვამია, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია და ეს არ არის პირობითი ნათქვამი, ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ვარჯიში არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რათა შეინარჩუნო სასურველი მდგომარეობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორი კვება, წყლის მიღება, მარილისა და სუნელების შეზღუდვა და ალკოჰოლისა და თამბაქოს ამოღება.
მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემის გადაწყვეტა სიმარტივეშია, თუ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ იგი. ცელულიტის შემთხვევაშიც ასეა − როცა ვიცით, რომ გენეტიკურად მიდრეკილება გვაქვს ცელულიტისკენ, აუცილებელია ვმართოთ პროცესი, თუ არ გვინდა, რომ მივიღოთ ჩაფიბროზებული გროვები.
კიდევ რა სახის პროცედურებს სთავაზობთ „ესთეტიკ ლაბში“ მოსულ პაციენტებს?
ჩვენთან მოსულ პაციენტებს ვთავაზობთ აპარატურულ პროცედურებს, მაგალითად, კავიტაციას, რომელიც შლის ცხიმებს, ასევე გვაქვს კრიოლეკოლი, რომელიც კლავს ცხიმის უჯრედს. პაციენტებისთვის ცოტა დამაბნეველია ამდენი პროცედურისა და სახელის გაგება, მაგრამ პროფესიონალს სწორედ იმიტომ მიმართავენ, რომ მას ენდობიან და ზუსტად იცის, რა დროს რა ურჩიოს.
მდგომარეობას აუცილებლად ვაფასებ პირველადი მონაცემით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა პროგრამას ყველას ვერ მოარგებ − უნდა შეირჩეს კონკრეტულად და ინდივიდუალურად. მე მიმაჩნია, რომ მთლიანობაში ვაკეთებ მაქსიმალურს იმისათვის, რომ გვქონდეს შედეგი. გვაქვს კავიტაციები, ოთხ ხელში მასაჟი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული წუთი. ამ პროცედურის ჩატარებისას ზუსტად იცი, რომ ორ საათში გიკეთებენ მაქსიმალურს.
არის ცხიმის დამშლელი მეზოებიც და ხელით გასაკეთებელი მასაჟებიც. პაციენტს, როდესაც მივიღებთ, ინდივიდუალურად ვუცვლით პროგრამას. ყველა პაციენტთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს პროცესი. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი საათი ან ორსაათნახევარია.
რამდენადაა დაცული უსაფრთხოება „ესთეტიკ ლაბში“?
ჩემი პროცედურები არის 100%-ით უსაფრთხო, რადგან უპირველესად, მე ვარ ექიმი და ვარ პასუხისმგებელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩემი ვალია ამ პასუხისმგებლობის აღება და პაციენტის ჯანმრთელად მიყვანა ბოლომდე, ამიტომ კვირაში ერთხელ ვატარებ პროცედურას, რადგან ეს დატვირთვა სრულიად საკმარისია ორგანიზმისთვის. ეს არის ოპტიმალური დრო, რათა ორგანიზმმა სტრესად არ მიიღოს ცხიმების დაწვა.
არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პროცედურებს არ ვატარებთ. ეს არის ღვიძლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გამოკვლევა ხდება კონსულტაციის დროს.