„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ამ სლოგანით, კომპანიამ More Beauty ევროპის ყველაზე სანდო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. როგორც თავად კომპანიაში აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge შინიდან გაუსვლელად, ათასობით მომხმარებელს უკვე 2 წელია სთავაზობს და საქართველოში ნერგავს მაღალი ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტს. მთავარი იდეა არის თავის მოვლა პროფესიულ დონეზე სახლის პირობებში, მარტივად, ზედმეტი დროისა და ფინანსური ინვესტიციების გარეშე. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, OK! More Beauty-ის დამფუძნებელ მარიამ ვაზაგაშვილს ესაუბრა.
მარიამ, გვიამბეთ More Beauty-ის, როგორც ბიზნესის განვითარების, გზებზე. რა ეტაპები გაიარა კომპანიამ დღევანდელ დღემდე და რამდენად რთული აღმოჩნდა ბრენდის სახელის დამკვიდრება ბაზარზე?
ძალიან ემოციური და საინტერესო იყო განვლილი პერიოდი. კომპანია მუდმივად პროგრესირებს, იზრდება და მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღეთ. ძალიან გვეამაყება, რომ ეს გზა ერთად გამოვიარეთ და დაარსების დღიდან, როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების კეთილდღეობაზეც ვზრუნავთ.
ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობს. ზოგჯერ, სასურველი შედეგის მისაღებად წარმოუდგენლად დიდი დრო და რესურსი იხარჯება. მომხმარებლების დადებითი დამოკიდებულება ჩვენთვის უდიდესი სტიმულია.
რა პროდუქტებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?
კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია შვეიცარიული, იტალიური, სამხრეთკორეული და ფრანგული ბრენდები:
სახის კანის პროფესიული მოვლა – HQ Cosmetique
თმის მოსაშორებელი IPL აპარატი – Touch Beauty
კანის სამკურნალო ხაზი – Dr. Deep
თმის პროფესიული მოვლის ხაზი – Pura Kosmetica
თმის ელექტროაპარატები – Saint Algue
მამაკაცის წვერისა და თმის მოვლის ხაზი – The Barb X’pert from Franck Provost
ეს ბრენდები აერთიანებს სახის მოვლის საშუალებებსა და სხვადასხვა აპარატს, თმის პროფესიული მოვლის საშუალებებს, ელექტროსავარცხლებს, მამაკაცის თმის, წვერის მოვლის, მანიკიურ-პედიკიურის კომპლექტებს.
ყველა პროდუქტს აქვს საერთაშორისო გარანტია. ასევე, მოქმედებს 0%-იანი განვადება.
გვესაუბრეთ ხარისხსა და კრიტერიუმებზე, რომლებსაც პროდუქტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
More Beauty ორიენტირებულია მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნაზე – იყვნენ ბუნებრივად ლამაზები, ჰქონდეთ ჯანმრთელი სახის კანი და ჯანსაღი თმა, ოპერაციული ჩარევებისა თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.
„წარმოდგენილი ევროპული პროდუქტი გათვლილია ყველაზე – თინეიჯერებიდან დაწყებული, ასაკოვანი ადამიანებით დამთავრებული.
როგორია მომხმარებლებთან მიდგომა და დამოკიდებულება?
მომხმარებელი, მისი აზრი და კმაყოფილება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კომპანია პირად უფასო კონსულტაციას უწევს შეძენამდე და მისი კანისა და თმისთვის შესაფერის პროდუქტს ურჩევს. მსურველებს შეუძლიათ გვესტუმრონ ჩვენს შოურუმში („ექსპო ჯორჯია“, მე-9 პავილიონი), სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ პროდუქციას, გასინჯონ და თავად დარწმუნდნენ მის სანდოობასა და უმაღლეს ხარისხში.
გვიამბეთ More Beauty-ის შიდა სამზარეულოს შესახებ. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც კომპანიის უკან დგანან?
ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემო ძალიან პოზიტიური და საქმიანია. გვაქვს უამრავი ტრადიცია, ძალიან ხშირად ვაწყობთ 2-დღიან Team Building აქტივობებს ქალაქგარეთ, ვისვენებთ, ვერთობით და პარალელურად, რა თქმა უნდა ვზრუნავთ წინსვლასა და კომპანიის განვითარებაზე. გუნდის თითოეული წევრი დიდი შემართებითა და პოზიტივით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რასაც ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის გრძნობენ. ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურობა ძალიან ხალისიანი და ფერადი იყოს, რასაც ჩვენს Tik-Tok-ზე მომხმარებლებსაც ვუზიარებთ. ამის გამო, ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ შეტყობინებას ვაკანსიის თაობაზე.
(დავით ვაზაგაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი): იმისათვის, რომ კომპანია წარმატებული იყოს, აუცილებელია გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და დაფასებულად იგრძნოს, რაც წარმოქმნის გამართულ სერვისს, მომხმარებლებთან სწორ და სუფთა კომუნიკაციას.
გულით გვინდოდა, რომ ადამიანებს ბედნიერება მიეღოთ ჩვენგან. ეს ისეთი იდეაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ბიზნესს ხელოვნებად აქცევს. საქართველოში მომხმარებელი ძალიან აზრიანია და სწორი დასკვნების გაკეთება შეუძლია. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენი წარმატება და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.
სამომავლო გეგმები…
ჩვენი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. გვემატება მსოფლიოში კიდევ ერთი გამორჩეულად სანდო ბელგიური ბრენდი, ცნობილი საუკეთესო ინოვაციებით, რომლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები ეტაპობრივად მიიღებენ. ასევე გვსურს ჩვენი საქმიანობა და ყოველდღიური რუტინა უფრო გამჭვირვალე გავხადოთ მომხმარებლისთვის, ვინაიდან ე.წ. შიდა სამზარეულო მათ ყოველთვის აინტერესებთ, თან ვფიქრობთ, რომ ჩვენი სამუშაო გარემო ბევრი კომპანიისთვის მისაბაძი, სამაგალითო იქნება და შეიძლება ინსპირაციის წყაროდაც იქცეს.
(ანი კენკიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი): „უკვე დავიწყეთ მასშტაბურ და განსხვავებულ პროექტზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაც არის Beauty Channel. ეს იქნება Youtube და IGTV-არხი, სადაც ჩვენი გამომწერები შეძლებენ გაიგონ საინტერესო სიახლეები, ჩაერთონ სახალისო აქტივობებსა და გათამაშებებში, გაიცნონ ცნობილი სახეები განსხვავებულ ამპლუაში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან ერთად დაგეგმონ თითოეული გადაცემა. ჩვენი არხი იქნება ძალიან განსხვავებული და ქართული საზოგადოებისთვის ჯერ უცხო, რომლის იდეა მდგომარეობს იმაში, რაც ნებისმიერ გოგონას ძალიან უყვარს: ე.წ. გოგოშკური საუბრები პიჟამოებში. ეს არ არის კომერციული პროექტი, არამედ მთლიანად ორიენტირებულია სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის გაცვლაზე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გოგონების გართობასა და გახალისებაზე.”