ქალის სილამაზისთვის კანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, ახალი არავისთვისაა. შესაბამისად, მისი მოვლა და შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ზოგჯერ რთულია მივაგნოთ პროდუქტს, რომელიც გააახალგაზრდავებს და შეუნარჩუნებს ჯანსაღ იერს ჩვენი სახის კანს. OK! HEALTH & BEAUTY BOOK-მა მიაგნო აფრიკული პროდუქტების ქართულ ბრენდს სურია • SURYA • सूर्-ს, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრებებს ახდენს; ამის შესახებ უფრო ვრცლად ბრენდის დამფუძნებელი, თეონა თაბუკაშვილი გვიამბობს.
როდის დააფუძნეთ აფრიკული პროდუქციის ბრენდი სურია • Surya • सूर् და როგორ გაჩნდა იდეა?
საქართველოში ცხოვრებამდე არასოდეს მაწუხებდა კანის პრობლემები, მაგრამ 6 წლის წინ ჩამოვედი განაში და განსხვავებულმა კლიმატმა განაპირობა ჩემი კანის გამოშრობა და თმის სტრუქტურის შეცვლა. სამსახურში ფერადკანიანი თანამშრომელი მყავდა, რომელმაც მირჩია შიის, კაკაოს კარაქი, რომელმაც ძალიან მალე დაუბრუნა ჩემს კანს და თმას ძველებური იერსახე, გახადა ბევრად ჯანსაღი და დატენიანებული.
ამის შემდეგ აღმოვაჩინე შავი საპონი, რომელიც გამოიყენება ცხვირზე შავი წერტილებისა და აკნეს გასაქრობად. საპონი მზადდება ქოქოსის, კაკაოსა და რამდენიმე სხვა ხის ძირისაგან. მუშავდება ხელით და არის აბსოლუტურად ორგანული და ნატურალური. ამ პროდუქტმაც ძალიან კარგად იმოქმედა ჩემი სახის კანის გაჯანსაღებაზე, ამიტომ დავიწყე მათი მოძიება და გამოყენება.
საქართველოში რომ ჩამოვედი, პროდუქცია ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის საჩუქრად ჩამოვიტანე. გარდა ამისა, ერთ-ერთ ქართულ ფეისბუქ-ჯგუფში განვათავსე ჩემი თავის მოვლის რუტინა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ ჯგუფის მომხმარებელ რამდენიმე გოგონას და ჩემი ოჯახის წევრებს მომდევნო ჩამოსვლაზე კვლავ ჩამოვუტანე აღნიშნული პროდუქტები. ყველას ძალიან მოეწონა, გაჩნდა მოთხოვნა და გადავწყვიტე დამეწყო ბიზნესი, შევქმენი გვერდი და აქტიურად დავიწყე პროდუქციის აფრიკიდან საქართველოში გამოგზავნა.
როგორ ხდება შიის კარაქის მომზადება?
ნაყოფი ირჩევა სათანადოდ, რის შემდეგაც კარგად ირეცხება და შრება მზეზე. გამომშრალი ნაყოფი იყრება სპეციალურ დანადგარში, რომელიც ბეგვავს და გამოჰყავს დაფქვილი ხორბალივით. შემდეგ იყრება ისევ სპეციალურ დანადგარში და იხალება. გადადის კვლავ დანადგარში, სადაც იქცევა სითხედ, რომლის დამუშავებაც ხელით, წყლის დამატებით მიმდინარეობს, რითაც გამოიყოფა ცხიმი. ეს ცხიმი გადადის ცეცხლზე და იხარშება. წამოდუღების შემდეგ აციებენ და ისევ ხელით ამუშავებენ, რითაც საბოლოოდ მიიღება კარაქი.
კარაქს აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება. გამოიყენება მშრალი და დაზიანებული კანისთვის, ფსორიაზისთვის, გაუხეშებული ქუსლებისთვის, ცელულიტისთვის და სტრიებისგან თავის ასარიდებლად.
უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა არის აფრიკული შავი საპონი?
აფრიკული შავი საპონი განიხილება, როგორც გამოსავალი აკნესგან, სტრიებისგან, ჰიპერპიგმენტაციისგან და კიდევ სხვა ინფექციებისგან გასათავისუფლებლად. განსხვავებით სინთეზური საპნებისგან, რომლებსაც აფთიაქებში და სხვადასხვა მაღაზიაში ნახავთ, აფრიკული შავი საპონი დამზადებულია მცენარეული ინგრედიენტებით. ნატურალური ანტიბაქტერიული შემადგენლობის გამო, შავი საპონი ქიმიური გამწმენდების შესანიშნავი ალტერნატივაა, უფრო ღრმად წმენდს და მეტ ბაქტერიას აშორებს კანს, ვიდრე ქიმიური გამწმენდები. გამოიყენება როგორც სახისთვის, ასევე ტანისთვის და ხელებისთის. შავ საპონში გადამწყვეტი ინგრედიენტი შიის კარაქია, რომელიც გვეხმარება ქავილისგან გათავისუფლებაში და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
შავი საპონი გამდიდრებულია A და E ვიტამინებით, გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ და ებრძვის აკნეს. გარდა იმისა, რომ შავი საპონი აბალანსებს კანზე ცხიმის წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, მისმა ანტიბაქტერიულმა თვისებებმა შესაძლოა სრულიად გააქროს მწვავე გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია მავნე მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან.
საპონში შემავალი შიის კარაქი და ქოქოსის ზეთი ამცირებს კოლაგენის დაკარგვას და კანს ეხმარება აღდგენაში. შესაბამისად, ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს, გიცავთ ნაადრევი დაბერებისგან და ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას. დროთა განმავლობაში, მზის ზემოქმედებამ შესაძლოა გაგიჩინოთ მზის ლაქები (ასაკობრივი ლაქები), მაგრამ შავი საპონი ქმნის ბარიერს და გიცავთ ამისგან.
თავიდან აგარიდებთ ეპილაციისგან და პარსვისგან გამოწვეულ გამონაყარს, ასევე სიწითლეს, სტრიებს და ნაწიბურებს. ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ აფრიკული შავი საპონი ეფექტურია სოკოს შვიდი სახეობის დროს. ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია აკნესგან და მზისგან დამწვრობის შედეგად. შავ საპონს შეუძლია შეამციროს ჰიპერპიგმენტაცია და კანი უფრო გლუვი გახადოს.
რა დანიშნულება აქვს თეთრ საპონს?
თეთრი საპონი ასუფთავებს გამონაყარისგან, აკნესგან და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ის არის ძლიერი გამწმენდი საპონი, რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. შეიცავს არარაფინირებულ ქოქოსის ზეთს, არარაფინირებულ შიის კარაქს და არარაფინირებულ პალმის ნაყოფის ზეთს. არის რბილი და არ უნდა დავტოვოთ წყალში, რადგან შესაძლოა დაიშალოს. საპონს, რომელსაც გამოიყენებთ, მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც არ ხვდება წყალი.
გამოიყენება ჰორმონული დისბალანსითა და ტოქსინებისგან გამოწვეული აკნესა და ეგზემის შესამცირებლად, საკვებით გამოწვეული გამონაყარისა და ალერგიული რეაქციების ჩასაქრობად, ამცირებს მუქ ლაქებს, ამშვიდებს სიწითლეს და მგრძნობიარე კანს, ღრმად წმენდს ფორებს ჭუჭყისგან, კანს ატენიანებს, აშორებს შავ წერტილებს და ხელს უშლის მის წარმოქმნას.
თავდაპირველად, ვსაუბრობდით კაკაოს კარაქზე. უფრო ვრცლად გვიამბეთ პროდუქტის შესახებ.
კაკაოს კარაქი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ამიტომ გამოირჩევა მკვებავი თვისებებით. ატენიანებს კანს და აუმჯობესებს მის ელასტიკურობას. კაკაოს კარაქში შემავალი ცხიმი დამცავ ბარიერს ქმნის კანზე ტენიანობის შესანარჩუნებლად. მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ნაერთებით – ფიტოქიმიკატებით. ეს ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანზე, ანელებს კანის დაბერებას და იცავს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოიყენება ბავშვებისთვის სიწითლის ჩასაწყნარებლად, მშრალი კანისთვის, გამონაყარისთვის, პამპერსისგან გაღიზიანებული კანისთვის, ეგზემისა და ფსორიაზის საწინააღმდეგოდ. ასევე, გამოიყენება მასაჟისთვის, რათა კანი გახდეს უფრო მკვრივი, გლუვი, რბილი და დატენიანებული. კაკაოს კარაქისგან ასევე ამზადებენ ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას, მაგრამ აფრიკაში კაკაო მოიხმარება არარაფინირებული სახით, რადგან მასში არანაირი მინარევი არ არის.
გვიამბეთ ქოქოსის ზეთზე და მის უნიკალურ თვისებებზე.
ქოქოსის ზეთი საუკუნეების განმავლობაში ტროპიკული დიეტებისა და კანის მოვლის საშუალებას წარმოადგენდა. მრავალი კვლევა ადასტურებს მის უნიკალურობას. ორგანიზმში მოხვედრისას, ადვილად გარდაიქმნება ენერგიად, რადგან მას აქვს მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება. შეიცავს ისეთ მჟავებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებით პროცესებს ებრძვიან.
ქოქოსის ზეთს ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და შეუძლია შეამციროს სოკოვანი დაავადებები, ებრძოლოს ბაქტერიებს და ვირუსებს ორგანიზმში. ქოქოსში ცხიმის თითქმის ნახევარი ბორის მჟავაა, რომელიც ხელს უწყობს კუჭსა და პირის ღრუში არსებული აქტიური ბაქტერიების განადგურებას. ქოქოსის ზეთი ასევე უნიკალურია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, კვებავს, აჯანსაღებს ძირებიდან და სძენს თმას მბზინვარებას.
სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?
პროდუქცის შეძენა შესაძლებელია ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით. შეკვეთის შემთხვევაში, კურიერი ადგილზე მოგიტანთ შენაძენს.
სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ ვაპირებ საქართველოში გავხსნა მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება სურია • Surya • सूर्-ს პროდუქცია და ასევე გავიდე ევროპის ბაზარზე.