თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ რომელ სალონს ეწვიოთ პანდემიის გადავლის შემდეგ, OK! „ქათს ენდ ნეილს“ გირჩევთ, რადგან აქ მისულ თითოეულ მომხმარებელს მყუდრო გარემო, კომფორტული მომსახურება და უმაღლეს დონეზე დაცული დეზინფექციის ნორმები დახვდება, რაც ამ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა თითოეული ჩვენგანისთვის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ ქრისტინე შუშაძეს პირდაპირ სალონში ვეწვიეთ, რომელმაც უფრო დეტალურად გვიამბო პროცედურების, უსაფრთხოების, სალონის უნიკალურობის მთავარი მახასიათებლებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
რამდენი ხანია, რაც „ქათს ენდ ნეილს“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორი იყო ნაბიჯები, რომელიც სალონის გახსნას უძღოდა?
პირველად 2018 წელს დავიწყე ინტენსიური გამოკითხვა, თუ როგორ მუშაობდნენ სალონებში და რა იყო ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა მომხმარებლის მხრიდან. უცხოეთში ხშირად ვსტუმრობდი სხვადასხვა სპასალონს და რელაქსის ნაცვლად, მომსახურების ხარისხს ვაკვირდებოდი.
ნულიდან მიწევდა ყველაფრის დაწყება, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველანაირი ინფორმაციის მოძიება, რაც შემდგომში სტრატეგიების სწორად დასახვაში ძალიან დამეხმარა. თავდაპირველად, დავიწყე ბიზნესგეგმის დაწერა. დავითვალე ყველანაირი ინვენტარისა და პროდუქციის ფასი და წავედი უკრაინაში, საიდანაც ჩამოვიტანე ყველა საჭირო ნივთი. შემდეგ შევარჩიე ლოკაცია, რასაც დაახლოებით 7 თვე მოვანდომე, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. ფიქრთან და ყველაფრის რეალიზებასთან ერთად, წელიწადზე მეტი დამჭირდა, რათა სწორად გამეთვალა და განმესაზღვრა ყველა დეტალი, რადგან სალონის ბიზნესგეგმა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პუნქტს.
იდეა და მოქმედება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აქ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს მის განხორცილებაში. ჩემთვის მთავარია ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი, ამიტომ ყველა სანიტარული და სადეზინფექციო ნორმა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.
2019 წელს შრომით სამუშაოს ჩაეყარა საფუძველი და 4 თებერვალს მივიღეთ პირველი მომხმარებელი. ყველაზე დიდი დრო კარგი სპეციალისტის მოძებნაზე დავხარჯე, რაც ძალიან რთულია დღეს, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა და თავის დამკვიდრება ბაზარზე.
რა სახის პროცედურებს სთავაზობს სალონი მომხმარებლებს?
მომხმარებლებს ვთავაზობთ თმისა და ფრჩხილის მოვლის სრულ სპექტრს. თმის შეჭრა, კლასიკური მელირება, შატუში, ომბრე, ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა კერატინი, ქიმიური დახვევა, და მრავალი სხვა თმის აღმდგენი პროცედურა. ხელ-ფეხის მოვლა, ფრჩხილის გამაგრება-დაგრძელება, შილაკი, პარაფინოთერაპია... გვაქვს ასევე ლუქსპაკეტები.
რა მიგაჩნიათ სალონის მთავარ უპირატესობად და რაშია მისი უნიკალურობის მთავარი მახასიათებლები?
ჩვენი ნიშა არის თბილი გარემო, ხარისხი და ჰიგიენა. სტერილიზაცია კონტროლდება და ყველა შეფუთული ინსტრუმენტი იხსნება მომხმარებლის თვალწინ.
ვცდილობთ ყველა მომხმარებელი სალონიდან განტვირთული, კმაყოფილი გავიდეს, და რაც მთავარია, სალონში კვლავ მოსვლის დიდი სურვილი დარჩეს.
გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „ქათს ენდ ნეილსის“ უკან დგას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადამიანებით და სწორედ მათზეა დამოკიდებული სალონის რეპუტაცია და სახელი. სამუშაო გამოცდილებასა და შრომის უნარიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ისინი ძალიან ყურადღებიანები და თავაზიანები არიან თითოეული ჩვენი სტუმრის მიმართ.
რამდენადაა დაცული უსაფრთხოება და მომხმარებლებს შორის დისტანცია?
პანდემიის შემდეგ უსაფრთოების ზომები ჩვენთან ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან ყველა მოხმარებელი შემოსვლისთანავე გადიოდა დეზინფექციას. ასევე, მუშაობის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდებოდა. იარაღების ცივი და ცხელი სტერილიზაცია მუდამ დაცული იყო სალონში, ხოლო ხელთათმანი და პირბადე ყოველთვის ეკეთა ჩვენს ხელოსანს. ახლა მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ყველა მომხმარებლის წინასწარ ჩაწერა გახდა აუცილებელი. შემოსასვლელში დაგხვდებათ დეზობარიერი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ, გარდა ამისა, სალონში წარმოდგენილია წესები, რომელთა დაცვა ყველა პერსონალისა და მომხმარებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.
სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელთა დიდი ნაწილი ტურისტებს უკავშირდება. ვაპირებ ვითანამშრომლო სასტუმროებთან, რადგან ტურისტებს, რომლებიც დროში ისედაც შეზღუდული არიან და ორიენტირებულნი არიან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, ძალიან ენანებათ დროის კარგვა სალონურ პროცედურებზე. სწორედ ამიტომ გვინდა სწრაფი და ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ სასტუმროდან გაუსვლელად.