mulberry ახალი ექსკლუზიური ბრენდია საქართველოში, რომლის ძირითადი მიმართულება სილამაზეზე და კომფორტზე ზრუნვაა.
სილამაზეზე ზრუნვისა და თავის მოვლის ტენდენცია ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტუალურია. ძილი სილამაზის საუკეთესო პროცედურაა, მაგრამ მისი სრულყოფაც შესაძლებელია mulberry-ის ნატურალური აბრეშუმის პროდუქციის დახმარებით. ძილის დროს ჩვენი კანი, ისვენებს, იკვებება და აღიდგენს ბუნებრივ ბალანსს, აბრეშუმის ბალიშისპირის მეშვეობით კი შესაძლებელია ეს პროცესი ბევრად ეფექტური გავხადოთ.
აბრეშუმს აქვს უნიკალური თვისებები, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაში. იგი შეიცავს ბუნებრივ პროტეინებს და ძირითად ამინომჟავებს, რაც სახის კანს ეხმარება სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
აბრეშუმის ბალიშისპირზე ძილი ხელს უწყობს სახის კანის ტენიანობის შენარჩუნებას და სხვა ქსოვილებისაგან განსხვავებით არ იწოვს სახის კანის მოვლისთვის განკუთვნილ საშუალებებს. შესაბამისად, თქვენი სახის კანი რჩება დატენიანებული მთელი ღამის განმავლობაში. ასევე, აბრეშუმის ბუნებრივი მახასიათებლები, მათ შორის ნაზი და გლუვი ზედაპირი უზრუნველყოფს თმის მბზინვარების შენაჩუნებას და მის დაცვას დამუხტვისა და დაზიანებისაგან.
mulberry გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის 100%-იანი აბრეშუმის 22momme (6A) ქსოვილისაგან დამზადებულ ბალიშისპირებს, თვალის ნიღბებსა და თმის აქსესუარებს.
აბრეშუმის ბალიშისპირზე ძილი რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგების, სტილისტებისა და პლასტიკური ქირურგების მიერ.
Insta: @mulberry_georgia
Fb: @mulberry_georgia
www.mulberry.ge
მოდელი: თ. შედანია
ფოტოგრაფი: ლ. ჩალათაშვილი
ლოკაცია: Tbilisi Marriott Hotel