დღეს მედიცინაში ეს ახალი მიმართულება იძენს განსაკუთრებულ პოპულარობას, რაც საშუალებას იძლევა, მრავალი ქალის პრობლემები მოვაგვაროთ მინიმალური ინვაზიური არაქირურგიული მეთოდების დახმარებით. მეტ ინფორმაციას ესთეტიკური გინეკოლოგიის ამ ეფექტური მეთოდის შესახებ, მოგაწვდით მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია.
საშოს დავიწროება არის უმტკივნეულო, საიმედო და უსაფრთხო პროცედურა ვაგინალური გაახალგაზრდავებისთვის, რომელიც ტარდება ლაზერული აპარატის გამოყენებით. ამ ინოვაციური პროცედურის მთავარი მიზანია ინტიმური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამის შემდეგ ქალმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს ასაკთან დაკავშირებულ და ბუნებრივ ცვლილებებს, რომელიც ქალის სასქესო ორგანოებს შეეხება. ამ პროცედურას აქვს უამრავი დადებითი მიმოხილვა, რაც მიუთითებს მის ეფექტურობაზე. იგი გინეკოლოგიისა და კოსმეტოლოგიის დარგების ერთობლიობაა.
ხოლო რეალური რევოლუცია ქალის ინტიმური ზონის პრობლემების გადაჭრის სფეროში, ცალსახად ლაზერული თერაპიაა. ჩვენს კლინიკაში ვულვო-ვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება ერბიუმის ლაზერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად, უმტკივნეულოდ და ძალიან ეფექტურად განახორციელოთ ინტიმური პლასტიკა. აღნიშნული ლაზერი გაცილებით უსაფრთხოა CO2 ლაზერთან შედარებით და ქსოვილებზე მინიმალური ზემოქმედებით მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. იმის მიუხედავად, რომ მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური გინეკოლოგის მიერ, ლაზერული ინტიმური პლასტიკური ოპერაცია არ არის ქირურგიული ჩარევა, არამედ სამედიცინო პროცედურაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალის სასქესო ორგანოების ტონუსის ატრავმულად მომატებას.
ერბიუმის ლაზერის გამოსხივება თანაბრად და დოზირებულად ზემოქმედებს საშოს ლორწოვან ქსოვილებზე. ასეთი მანიპულაციის შედეგად, ქსოვილები მკვეთრად იკუმშება, რაც უზრუნველყოფს საშოს კედლების შევიწროების ეფექტს. გარდა ამისა, ლაზერული ზემოქმედების საპასუხოდ, სხეული ააქტიურებს კოლაგენის რეგენერაციას – ცილა, რომელიც ვაგინალური კედლის ერთგვარი ჩარჩოა. ასევე ლაზერული მკურნალობით უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, ხდება ლორწოვანი გარსისა და კუნთების ტონუსით და სიმკვრივით გაჯერება, რაც უფრო ელასტიკურსა და დატენიანებულს ხდის მიდამოს. ერთი ლაზერული ინტიმური პლასტიკური პროცედურის შემდეგაც კი, პაციენტები აღნიშნავენ, რომ მათი ინტიმური ურთიერთობა გაცილებით მდიდარი და მგრძნობიარე გახდა.
ინტიმური პლასტიკური პროცედურის ერბიუმის ლაზერით გაკეთებისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა რეაბილიტაციის ნაკლებობაა, რაც ასევე არ საჭიროებს რთულ სამედიცინო გამოკვლევებს. უმტკივნეულობასთან ერთად, მას ასევე არ აქვს ინფექციის რისკი, არ იწვევს შეშუპებას, სისხლდენას ან სხვა გართულებებს.
ინტიმური ლაზერული პროცედურის ჩვენებებია:
• ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები საშოს კედლებში;
• საშოს მშობიარობის შემდგომი მოდუნება/გაჭიმვა;
• საშოს კედლების დაბალი ტონუსი;
• ვაგინალური ჭარბი სიმშრალე;
• შარდის შეუკავებლობის საწყისი ფორმა;
• ინტიმური ურთიერთობის დაბალი ხარისხი და მგრძნობელობის დაქვეითება.
პაციენტების მთავარი კონტინგენტი, რომლებიც მიმართავენ ინტიმურ ლაზერულ პლასტიკურ პროცედურას:
1. ქალები, რომლებსაც სურთ სასქესო ორგანოებში მშობიარობის შემდგომი ცვლილებების გამოსწორება;
2. ქალები, რომელთა გენიტალური ორგანოს დეფექტები გამოწვეულია ასაკის ცვლილებებით და/ან ჰორმონული დისბალანსით.
ერბიუმის ლაზერით ინტიმური პლასტიკის პროცედურის უკუჩვენებებია:
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ონკოლოგიური დაავადებები;
• სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
• მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები;
პროცედურისთვის მომზადების ეტაპი:
ეს პროცედურა ნებადართულია ნებისმიერ ასაკში – როგორც ახალგაზრდა გოგონებისთვის, ასევე 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვისაც. მაგრამ ის ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ქალებში 25-55 წლის ასაკში. სხვა უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, პროცედურის დაწყებამდე, პაციენტმა უნდა გაიაროს გინეკოლოგთან კონსულტაცია.
უშუალოდ პროცედურა:
ლაზერული ინტიმური პლასტიკური პროცედურა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკაში, და მხოლოდ მაღალკვალიფიციური გინეკოლოგის მიერ. ამისთვის გამოიყენება ახალი თაობის სხვადასხვა თანამედროვე ლაზერული მოწყობილობა. ექიმი პაციენტს გინეკოლოგიურ სავარძელში სვამს, სპეციალური ტამპონით ასუფთავებს, აშრობს საშოს და ათავსებს ლაზერის თავაკს. პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ანესთეზიას, ლაზერმა შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ მცირე ვიბრაციისა და სიმხურვალის შეგრძნება, იშვიათ შემთხვევებში კი მცირედი დისკომფორტი. პროცედურის ხანგრძლივობაა 20-40 წუთი, რის შემდეგაც პაციენტი არ გრძნობს უსიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ შეუძლია მალევე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
პროცედურის შემდგომი რეაბილიტაცია:
ინტიმური ზონის ლორწოვანი გარსები სრულად აღდგება 5 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან, ტამპონების, ვაგინალური გელებისა თუ კრემების გამოყენებისგან, აბანოსა და საუნაში ვიზიტებისგან, აქტიური სპორტისგან.
ვულვოვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავების შემდეგ ხდება:
• გარეთა სასქესო ორგანოების მიმზიდველი ვიზუალის მიღება კანის გაახალგაზრდავების ხარჯზე;
• დამუშავებულ ზონაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა;
• ბუნებრივი დატენიანება;
• საშოს დავიწროვება;
• ინტიმური ზონის კედლების ელასტიკურობის გაუმჯობესება;
• საშოს კუნთების ტონუსის გაუმჯობესება;
• გაზრდილი მგრძნობელობა სქესობრივი კავშირის დროს;
• დისკომფორტის აღმოფხვრა სქესობრივი კავშირის დროს (სიმშრალე, ტკივილი, წვა);
• სექსუალური ფუნქციისა და ლიბიდოს აღდგენა.
ინტიმური ზონის საწყისი პრობლემიდან გამომდინარე, ამ შედეგის მიღწევა შეიძლება პირველი პროცედურის შემდეგ. უფრო რთულ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს 5 პროცედურამდე, რომელიც უნდა ჩატარდეს 2-2 კვირის ინტერვალებით. ამის საჭიროებას ექიმი თავად განსაზღვრავს კონსულტაციის შემდეგ.